როდესაც ძალა აღმართს ხნავს - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრეტორიაში ჩატარებულ პირველ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან 9:40 დამარცხდა.

„ბორჯღალოსნებმა“ თამაში თამამად დაიწყეს და აბჟანდაძემ უკვე მეორე წუთზე ჯარიმიდან ანგარიში გახსნა, რომელსაც ორიოდე წუთში მსოფლიოს ჩემპიონებმა ფლანგიდან სწრაფი შეტევით და ლელოთი უპასუხეს. ამას ჩვენები სულაც არ დაუბნევია, ბურთს თითქმის სულ ფლობდნენ და მრისხანე მეტოქის შეტევებს ჩანასახშივე კლავდნენ. ტაიმის შუისკენ აბჟანდაძემ ორი ჯარიმით ისევ დააწინაურა თავისიანები და ანგარიში 5:9 გახდა. ნელ-ნელა აფრიკელებმა იძალეს, ტემპს უმატეს, შერკინებაშიც რამდენიმეჯერ ივარგეს, მაგრამ ვიდრე მიჯრით ჯარიმებისათვის საღინაძე არ გაასიმბინეს, ლელო ვერ დადეს.
რიცხობრივ უპირატესობაში მყოფმა აფრიკელებმა ორი ლელო გაგვიტანეს და ანგარიში 19:9 გახადეს, რომლის შემცირება ისევ აბჟანდაძეს შეეძლო, გაწითლებულ დროში არეკნი რომ გაეტანა, მაგრამ ააცილა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენებმა გაიბრძოლეს, მაგრამ მასპინძლებმა იძალეს, უმატეს ტემპს, ძალისმიერ ბრძოლებშიც დაგვჩაგრეს და მიუხედავად „ბორჯღალოსანთა“ დიდი წინააღმდეგობისა, მათი შეკავება შეუძლებელი გამოდგა და დავმარცხდით.

ამ გუნდების მეორე შეხვედრა 9 ივლისს იოჰანესბურგში გაიმართება.

altცვლილება შემადგენლობაში - სპანდერაშვილი ცუცქირიძის ნაცვლად

მკითხველის კომენტარები / 28 /
დიდი დონის გუნდის კლასი სწორედ ბოლო წუთებზე ვლინდება უმრავლეს შემთხვევაში,ნებისმიერ გეიმისას.თავისართლება კი წაგებისას კი უთავბოლოდ შეიძლება.ვიმეორებდი და ეხლაც ვამბობ, თუ გვსურს მსოფლიო გუნდების ათეულში დავიმკვიდროთ ადგილი, გვესაჭიროება მილტონ ჰეიგზე არანაკლები ავსტრალიელი ან ახალზელანდიელი ქოაჩი და საჩქაროდაც,თუ არადა ადგილზე გუნდის ადგილზე ტკეპნას აუცილებლად მოჰყვება უკან ხევა გუნდის სიძლიერისა და აი მაშინ კი უკვე გვიანი იქნება წინსვლაზე ფიქრიც კი....
სებასტიან ჩაბალი
21:58 03-07-2021
1
ადმინ,შავ სიაში ჩამწერეთ?აფერუმ!ძალიან მაგრები ყოფილხართ.ჩემი კომენტარები უხამსობას შეიცავს თქვენი ზოგიერთი სტატიასავით,შეურაცხყოფას,ძალადობისაკენ მოწოდებას თუ სიძულვილის ენას,ზოგიერთი პოსტერის მსგავსად?ან იქნებ რეკლამას ვეწევი,კომერციული სახისას?აბა რატომ მბლოკავთ წარამარა?
სოსო
18:40 03-07-2021
3

სიახლეები პოპულარული