2026 წლის მსოფლიო რაგბის ერთა თასის მეორე ეტაპის პირველ მატჩს, ბორჯღალოსნები 7 ნოემბერს „ავჭალაზე“, კანადასთან გამართავენ. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.

ჩვენმა მომავალმა მეტოქემ უკვე მოიპოვა 2027 წლის მსოფლიო თასის საგზური და ავსტრალიაში წყნარი ოკეანის მეორე გუნდის სტატუსით ითამაშებს. მოცემული მომენტისთვის კანადა მსოფლიო რეიტინგში 22-ე ადგილზე (62.29 ქულა), საქართველო კი მე-13 პოზიციაზეა (73.94).

2009 წლიდან დღემდე, ბორჯღალოსნები კანადას 8-ჯერ ეთამაშნენ და 5-ჯერ გამარჯვება მოიპოვეს, სამი თამაში კი დათმეს. ამ რვიდან ოთხი შეხვედრა საქართველოში ჩატარდა - სამი თბილისში და ერთი ბათუმში, ორჯერ კანადაში ვირაგბეთ, ორჯერ კი ნეიტრალურ მოედანზე.

პირველად კანადას აშშ-ში, გლენდეილში შევხვდით. მატჩი „ჩერჩილის თასის“ ფარგლებში ჩატარდა და მეტოქემ 42:10 გაიმარჯვა. ერთი წლის თავზე ჩრდილო ამერიკელები თბილისში, „ეროვნულზე“ (დინამო არენაზე) გვეწვივნენ და რევანში შედგა - საქართველომ 22:15 მოიგო.

2012 წელს კანადას სტუმრად, ვანკუვერში შევხვდით (12:31), ერთი წლის შემდეგ კი „ეროვნულზე“ მეორედ გავიმარჯვეთ - 19:15. 2015 წლის მსოფლიო თასამდე კანადას ინგლისში ვეთამაშეთ და მინიმალური სხვაობით ჩამოვრჩით - 15:16.

ბოლო სამი შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, რამაც კანადასთან დადებითი ბალანსი შეგვიქმნა. 2017 წელს მეტოქე მისსავე მოედანზე, კალგარიში 13:0 დავამარცხეთ, იმავე წლის ნოემბერში კი „ეროვნულზე“ სარეკორდო სხვაობით - 54:22 ვაჯობეთ. 8-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩრდილო ამერიკელებს შარშან ბათუმში ვუმასპინძლეთ და 38:17 ვძლიეთ.

ჩვენ და კანადა ერთა თასზე

მსოფლიო რაგბის ერთა თასზე, ზაფხულის ეტაპის შემდეგ, საქართველო ევროპა-აზია-აფრიკის ჯგუფის ლიდერია. მან სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე სამი გამარჯვება მოიპოვა - ურუგვაისთან 41:34, სამოასთან 33:12 და ჩილესთან 49:22. შედეგად, ჯამში 14 ქულით პირველ ადგილზეა.

კანადა პირიქით, ამერიკისა და წყნარი ოკეანის ჯგუფში ბოლო ადგილზეა. ზაფხულში მან ერთი თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთში მარცხი განიცადა. პირველ მატჩში ის ესპანეთს 42:42 დაუზავდა, პორტუგალიასთან 14:38 დამარცხდა, ზიმბაბვეს კი 23:19 აჯობა და ჯამში 7 ქულა მოაგროვა.

რაგბი კანადაში

კანადა ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი უძველესი სარაგბო ქვეყანაა. მის ტერიტორიაზე თამაში ბრიტანელმა სამხედროებმა, ემიგრანტებმა და სტუდენტებმა XIX საუკუნის მეორე ნახევარში შეიტანეს. პირველი სარაგბო მატჩი 1864 წელს მონრეალში ფიქსირდება. 1874 წელს მაკგილის უნივერსიტეტის გუნდი აშშ-ს ეწვია და კემბრიჯის უნივერსიტეტის გუნდთან ითამაშა. 1884 წელს კანადის რაგბის კავშირი დაარსდა, თუმცა ორგანიზაციამ რაგბის წესები შეცვალა და მოგვიანებით ის კანადის საფეხბურთო ლიგად გარდაიქმნა.

1929 წელს კანადის რაგბის კავშირის წინამორბედი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, რომელმაც რეორგანიზაცია 1974 წელს გაიარა და ოფიციალურად, კანადის რაგბის კავშირი დაარსდა. ქვეყნის ნაკრებმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1932 წელს იაპონიაში გამართა და მასპინძლებთან 8:9 დამარცხდა. არსებობის განმავლობაში გუნდმა ყველაზე დიდი სხვაობით მარცხი 2004 წელს განიცადა (ინგლისთან 0:70), თავად კი ბარბადოსი დაამარცხა 2006 წელს - 69:3.

1987-2019 წლებში, კანადამ ზედიზეც 9 მსოფლიო თასზე ითამაშა და საუკეთესო შედეგი 1991 წელს აჩვენა, როდესაც მეოთხედფინალში გავიდა, სხვა შემთხვევებში კი ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა. 2023 წელს, კანადა პირველად ვერ გავიდა მსოფლიო თასზე, გაისად კი უმაღლეს სარაგბო ფორუმზე მეათედ ითამაშებს.

რაგბის პროფესიულ რელსებზე გადასვლამდე, კანადის ნაკრები ერთ-ერთ კონკურენტუნარიან გუნდად ითვლებიდა და სხვადასხვა დროს დამარცხებული ყავს ინგლისის, საფრანგეთის, უელსის, შოტლანდიის, არგენტინის და იტალიის ნაკრებები.

Rugby.ge

"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
უკრაინული კლუბები თავის ვენესუელელ ფეხბურთელებს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის უფლებას არ აძლევენ
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
"ბარსელონას" ფეხბურთელის აზრით, მისი გუნდი პსჟ-ზე და "რეალზე" უკეთესია
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
მსოფლიო თასი. B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკამ კანადას 9 ლელო დაუდო და გალიდერდა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი - საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო
A Game of Inches: უყურეთ არაამქვეყნიურ ქართულ ლელოს [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | 5 ცვლილება და 6 მორკინალი მარქაფაში
კინგსლი ჯონსი: ესეთ წაგებას ვერ წარმოვიდგენდით
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო