როდესაც ძალა აღმართს ხნავს - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრეტორიაში ჩატარებულ პირველ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან 9:40 დამარცხდა.

„ბორჯღალოსნებმა“ თამაში თამამად დაიწყეს და აბჟანდაძემ უკვე მეორე წუთზე ჯარიმიდან ანგარიში გახსნა, რომელსაც ორიოდე წუთში მსოფლიოს ჩემპიონებმა ფლანგიდან სწრაფი შეტევით და ლელოთი უპასუხეს. ამას ჩვენები სულაც არ დაუბნევია, ბურთს თითქმის სულ ფლობდნენ და მრისხანე მეტოქის შეტევებს ჩანასახშივე კლავდნენ. ტაიმის შუისკენ აბჟანდაძემ ორი ჯარიმით ისევ დააწინაურა თავისიანები და ანგარიში 5:9 გახდა. ნელ-ნელა აფრიკელებმა იძალეს, ტემპს უმატეს, შერკინებაშიც რამდენიმეჯერ ივარგეს, მაგრამ ვიდრე მიჯრით ჯარიმებისათვის საღინაძე არ გაასიმბინეს, ლელო ვერ დადეს.
რიცხობრივ უპირატესობაში მყოფმა აფრიკელებმა ორი ლელო გაგვიტანეს და ანგარიში 19:9 გახადეს, რომლის შემცირება ისევ აბჟანდაძეს შეეძლო, გაწითლებულ დროში არეკნი რომ გაეტანა, მაგრამ ააცილა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენებმა გაიბრძოლეს, მაგრამ მასპინძლებმა იძალეს, უმატეს ტემპს, ძალისმიერ ბრძოლებშიც დაგვჩაგრეს და მიუხედავად „ბორჯღალოსანთა“ დიდი წინააღმდეგობისა, მათი შეკავება შეუძლებელი გამოდგა და დავმარცხდით.

ამ გუნდების მეორე შეხვედრა 9 ივლისს იოჰანესბურგში გაიმართება.

altცვლილება შემადგენლობაში - სპანდერაშვილი ცუცქირიძის ნაცვლად

მკითხველის კომენტარები / 28 /
ზოგიერთის კომენტარმა გამაოცა. 18-20 წლის ბიჭებს როგორ უნდა მოსთხოვო მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებს მოუგეო?! მომწიფთებიან ბიჭები და 3-4 წელიწადში მოვა მაგათი დროც! მადლობა ბიჭებს! პ.ს. მაისაშვილს არაფერს ვერჩი, მაგრამ უფრო მაღალი დონის უცხოელი მწვრთნელი კარგი იქნებოდა.
შოთა
03 ივლისი 2021 12:01
3
დასანანია ასეთი პოტენციალის გუნდს "სამხრეთ აფრიკელების" დონის მწრთვნელი რომ ვერ ეღირსა!

ფედერაცია, "ლარისუ ივანოვნუ ხატიმ"!:)
დიმა
03 ივლისი 2021 08:28
4
მწვრთელი გვჭირდება, მწვრთნელი! ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, ყოჩაღ!!!
გიორგი
03 ივლისი 2021 10:38
4
მაისაშვილს დიდი მადლობა, რაც არ შეუძლია იმაზე მეტს აკეთებს ამდენი ხანია, მაგრამ ძალიან მაგარი მწვრთნელი გვჭირდება მაგარი ბიჭებისთვის, თუნდაც სახალხო ფონდი შევქმნათ მწვრთნელის დაქირავებისთვის
სტალინი
03 ივლისი 2021 14:54
3
სულ ასეთი თამაშები რომ ქონდეს ყველა ჩვენს მორაგბეს სისტემატიურად ამათ დონეზე მივალთ. აი პრობლემა ეგაა რო არ მუშაობს ამაზე არავინ, კრიტიკაც აუცილებელია, მაგრამ არსაიდან მოაქვს ხალხს ეს უაზრო მოთხოვნები. ჩვენი ლიგა არის სამოყვარულო, აქამდე რომ მივედით ეგაც სასწაულია იმდენად სასაცილო ჩემპიონატი გვაქვს დიდი 10. რუსები როგორ გჯობნიან რამდენი ინგლისური და უელსური კლუბი დაამარცხეს მაგათმა ენისეიმ. რა გახდა ერთი გუნდი პრო 14-ში რო გაუშვათ, ეს ფრანჩიზა იძახეთ და რეალურად რა ხეირი სამხრეთ აფრიკის მეორე ლიგაში თუ უნდა ათამაშოთ თან ისე რო პირველში გადასვლის უფლება არ ქონდეს... რაც არ უნდა იყოს 35 წუთის მანძილზე ვიგებდით და ამაზე დიდი სიამოვნება არაფერი იყო. ბრძოლაში დავმარცხდით.
თოკო
03 ივლისი 2021 01:45
1
რა უაზრო მოთხოვნები? ფრაჩაიზს და კარგ მწვრთნელს გვპირდება კავშირის ყველა პრეზიდენტი, მარამ არაფერს აკეთებენ. რომ გვპირდებიან, მაშინ არ იციან, რომ ამას ფული სჭირდება? მერე წუწუნებენ ფული არ გვაქვსო! გასაყრელია სულ ყველა, მაგრამ წესიერი შემცვლელიც არსადაა.
გიორგი
03 ივლისი 2021 11:08
2
უაზრო მოთხოვნებში ვიგულისხმე სამხრეთ აფრიკის, ინგლისის, შოტლანდიის და ასეთი გუნდების დამარცხებას რო ითხოვენ, აი მაგას. ეს არის დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე უაზრო უსაფუძვლო მოთხოვნა. რომი ერთ დღეში არ აშენებულა და პრობლემა აქ ის არის რომ ვერა და ვერ დადეს პირბელი აგურები ჩვენებმა. ამისთვის კიდევ რაც საჭიროა კი ვთქვი
თოკო
03 ივლისი 2021 11:33
1
ყველა გამოხმაურება
ძალა არა ტოროლა, ჩვენ ვიმშვიდოთ თავი მასეთი მიზეზებით. ყველამ ვიცით საქართველო ვისთანაა ლიდერი და ვისთან აუტსაიდერი მაგრამ როდემდე უნდა "გვხნავდეს" სხვისი ძალა, როდემდე? როდისღა უნდა მოვუგოთ ვინმე ჩვენზე ძლიერს ან რეიტინგში წინ მყოფს თუნდაც ერთი თამაში? უზარმაზარი დრო გავიდა და უამრავი თაობა შეიცვალა, მაგრამ ჩვენ ისევ დაახლოებით ჩვენი დონის ან უფრო სუსტ მეტოქეებს ვუგებთ...
ანესთეზეოლოგი
03 ივლისი 2021 09:03
23
ჯერ - ეროვნული ჩემპიონატი გ ა ხ ა დ ე კონკურენტული,სერიოზული ფინანსები ჩაიდოს ( საქართველოს ჩემპიონატში- ,,დიდი 10-ს,, მოთამაშეებს რომ მინიმალური ხელფასი-4000-5000- ევრო მაინც რომ ქონდეს, ქვედა ლიგას-მინიმუმ 2000-3000...თავისი მოწვეული ძლიერი ფიზ-ტაქტიკური მომზადების მწვრთნელებით საფრანგეთიდამ,ბრიტანეთიდან, ზელანდია-ავსრალიიდან...მოწვეული მოთამაშეებით)...მაგრამ მისთვის ეკო-კა უნდა ავაღორძინოთ, სტრა-გიული ეკო-ური პროექტები განახორციელო, მოქალაქეები ფინანსურად,სოციალურად გავაძლიეროთ, რომ რაგბის მოყვარულების დ ი დ არმიას 30 ეუროც არ ენანებოდეს ერო-ლი ჩემპიონატებს დაესწონ და ა.შ. და ა.შ. ანუ თ ა ნ ა მ ე დ რ ო ვ ე, ორიენტირებული პროგესსა და წარმატებაზე-სახელმწიფო შევქმნათ და მთელმა ე რ მ ა- ეს დ ა ვ ი დ ო თ მიზნად- იდეად , მისთვის- 4 წელიწადშიც კი ვ ც ვ ა ლ ო თ ხელისუფლებები, სანამ ...

- ა რ დაბლოკოთ ახლა (ს ი ბ რ ი ყ ვ ი თ- პოლიტიკა და სპორტი სხვადასვაა არის-ო(?!))- აქ ვინც ჩვენ ბიჭებს აკრიტიკებს- შ ე გ ნ ე ბ უ ლ ი მტრები არიან ქართველი ერის-საქართველოს... -არ გეგონოთ უვიცი და რაგბის არ მცოდნეები იყვნენ-არ იცოდნენ რომ მსოფლიო ჩემპიონებს ვეთამაშებით ეს ღატაკი, უიმედო და უპერსპექტივო ქვეყნის შვილები ფინანსურად ღატაკი ეროვნული ჩემპიონატით და-მაინც როგორ თამაშობენ - ბოღმა არჩობთ, ყველაფერში რომ სურთ ქართველთა ნიჭი, შემართება, მამაცი, შემოქმედებითი ბუნება ჩაახრჩონ და უსუსურების განცდა გაამძაფრონ - ერის ფსიქო-ემოციურ განწყობაზე ზემოქმედება მოახდინონ...მეტი-არაფერი.
გლახუნა
03 ივლისი 2021 13:21
4
მართალი ხარ 1000000%
ჩინგისხანი
03 ივლისი 2021 10:35
6
ყველა გამოხმაურება
თამაში იყო, ბრძოლა იყო ...მსოფლიო ჩემპიონებთან, მაგრამ თავიდანვე შეცდომა იყო-ლ ე ლ ო ზ ე უნდა ითამაშოთ ბიჭებო, თავიდანვე ...უნდა აგრძნობინო-მოწინააღმდეგეს,რომ ბრძოლისათვის მ ზ ა დ ხართ-,, ეშვების თუ დასატეხად,,...ჯარიმებით თამაში ნიშნავს- რომ თავს არიდებთ, მოგებისათვის- ა რ იბრძვით, რაც მოწინააღმდეგეს დ ი დ ფისიქოლოგიურ უპირატესობას აძლევს-ეს დ ი დ ზედმეტ ენერგიას და... მოკლედ- 2 ლელო მაინც უნდა დადოთ ბიჭებო მომავალ თამაშში, რაც შესაძლებელია.

ისე, ფიზიკურად ამ ახალგაზრდა ბიჭების კიდევ უფრო გაძლიერება-მომზადება- გამძლავრება (საფრანგეთთან ერთად ბრიტანეთი-ინგლისშიც გაგზავნა- სხვა დისციპლინაა) და საქართველოს რაგბის მსოფლიო ელიტაში -ეს ბიჭები შეიყვანენ (მერწმუნეთ- იტალია -ასე ვ ე რ ეთამაშება ვერც აფრიკას და ვერც... და მ ო ვ ი წ ვ ი ო თ თბილისში-კატეგორიულად)
გლახუნა
03 ივლისი 2021 12:55
5
მაგრები ხართ ბიჭებო ✌️
გიორგი
03 ივლისი 2021 01:32
3
ძალა კი არა ტვინი ხნავს აღმართს. პირველ ტაიმის პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრების კარგმა თამაშმა დაწინაურების საშუალება მოგვცა.მერე რა დაგვემართა, ავყევით მოწინააღმდეგის თამაშს.
Gio
03 ივლისი 2021 09:58
1
ჩვენი ნაკრების რაგბისტების უმრავლესობა 22 წლამდე ბიჭებო არიან. კიდევ მოუმატებენ, ასეთი დონის თამაშები თუ გვექნება სისტემატიურად და ჩვენც გავტეხავთ აუცილებლად ნავსს. მაგრამ ჯერ უნდა მოვუმატოთ ინდივიდუალურად და გუნდურადაც. თორემ ეს ბიჭები არ იყვნენ U20 ნაკრებში არგენტინას, ირლანდიას, შოტლანდიას, იაპონიას და ფიჯის რომ მოუგეს?! მოდი გთხოვთ ყველას, ნუ დავუკარგავთ მონდომებას და შრომას და თავდადებას. პირველ ტაიმში იყო ერთი მომენტი, როცა სამხრეთ აფრიკა იმათ ნახევარზე კიდევ ერთხელ დავაჯარიმეთ და იმათმა რაგბისტმა იმედგაცრუებულმა თავი როგორ გააქნია და გამოაქნია… მე რა მგონია იცით, რომ თბილისში შეიძლება შოტლანდია დავაყირავოთ
გიორგი
03 ივლისი 2021 11:49
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული