მაისაშვილი: რომ არა უდისციპლინობა, ტაიმს მოვიგებდით

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკასთან ამხანაგურ მატჩში 9:40 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა.

"35-ე წუთამდე თამაშს ვიგებდით და საწყენია, რომ უდისციპლინობის გამო ორი ლელო გავუშვით. რიგ შემთხვევებში შეცდომის დაშვებას მეტოქე გაიძულებს, თუმცა არის სიტუაციები, როდესაც ეს დაუფიქრებლობით მოგდის. სამწუხაროდ, ეს თანმდევია, როდესაც ასეთი დონის მეტოქეს ეთამაშები. თუ კაცნაკლული რჩები, ის ყოველთვის ახერხებს ქულების აღებას და ორი ლელო მივიღეთ.

მეორე ტაიმში რამდენიმე იძულებითი გადაადგილება მოგვიწია. შეტევაში იყო ეპიზოდები, რომელთა ქულებში ასახვა სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. ვიყავით ბრძოლისუნარიანები, მაგრამ ლოგიკურია, რომ მსოფლიოს
ჩემპიონთან შეცდომები გვქონდა. ფაქტია, ამ გუნდმა იაპონიაში მხოლოდ ერთი საკუთარი დერეფანი დათმო, ჩვენ კი სამ აუტში შევუშალეთ ხელი და მოლების გაჩერებაც მოვახერხეთ. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ და მომავალ შეხვედრაში, დარწმუნებული ვარ, პროგრესი გვექნება.

თამაშის წინ ვთქვით, რომ დაცვა იწყება შეტევით. მიუხედავად იმისა, რომ დებიუტში უხეში შეცდომის გამო ლელო მივიღეთ, გუნდი თამაშში დარჩა. ვეცადეთ შეტევაში ბურთი გაგვეკონტროლებინა და გარკვეულწილად ეს გამოგვივიდა. შესვენების შემდეგ აფრიკელებმა ჩვენზე უკეთ მოახერხეს ბურთის კონტროლი. სტატიკურ სიტუაციებში რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით და ვერ გავუძელით. სწორედ ეს არის, რასაც უნდა შევეგუოთ.

ვფიქრობ, სამხრეთ აფრიკა კმაყოფილი უნდა იყოს ჩვენთან თამაშით. კონტაქტის არეალში, მოლში, შერკინებაში, კონკურენტუნარიანები ვიყავით და ტაიმსაც მოვიგებდით, რომ არა უდისციპლინობა", - ციტირებს მაისაშვილს rugby.ge.

მკითხველის კომენტარები / 8 /
გაუშვით ბიჭო რას ჩააფრინდა ამ ნაკრების მევართნელობას ვინ არის ეს წადი რა ლელო ავარჯიშე დაანებე ამ ნაკრებს თავი
03 ივლისი 2021 12:03
9
რა გადაეკიდეთ ამ მწვრთნელს?! მილტონა ან სხვა უცხოელი მწვრთნელი რომ გვყოლოდა, მსოფლიო ჩემპიონებს თავის მოედანზე დავამარცხებდით?
გიორგი
03 ივლისი 2021 14:25
11
და თავად რას გადეკიდე მილტონს, წასულია დიდი ხანია, და მაისაშვილმა ჯერ მისაღწევი აქვს
დათო
04 ივლისი 2021 16:55
1
ბიჭებს გაუმარჯოთ, ბოლომდე იბრძოლეს. მწვრთნელი ვერ გვყავს ისეთი, ამ დონეზე რომ მოვიგოთ თამაშები. მეორე ნახევარში დაგვჩაგრეს და მეორე ნახევარი განსაზღვრავს მწვრთნელის დონეს განსაკუთრებით თვალნათლივ.
გიორგი
03 ივლისი 2021 10:46
3
ბატონო მაისაშვილო, საკუთარი შეცდომების აღიარება სისუსტის ნიშანი არ არის, პირიქითაა. რატომ არ იყო გიგაშვილი? რატომ არ იძახებთ ჩილაჩავას, რომელიც დღეს საუკეთესო ქართველი 3 ნომერია? რატომ არ იძახებთ ჟვანიას? ვერ ხედავთ, რომ შერკინებაში პრობლემები გვაქვს? ამ თამაშს არ გვულისხმობ. სასიამოვნოდ გამიკვირდა, რომ სა-ს შერკინებამ ვერ დაგვჩაგრა.
გიორგი
03 ივლისი 2021 10:57
1
მაგარი მწვრთნელია და კარგ გზაზეა გუნდი, ზოგიერთებმა კი ისწავლონ ჩვენიანის დაფასება, უცხოელებს ქვემოდან პირდაღებულები რომ უყურებთ ყველაფერში იმიტომ გვაქვს კარგად საქმე. გაიაზრეთ რა ხალხით ვის ვეთამაშებით, ყველა მატჩში წინსვლა იგრძნობა
როკო
03 ივლისი 2021 22:24
7
ამ დროს მთავარია თამაშის შემდეგ მოწინააღმდეგემ არ თქვას დრო ტყუილად გავაცდინეო. თუ ჩვენმა ნაკრებმა ამას მიაღწია, შედეგი დადებითად უნდა შეფასდეს.
ჟორა გაბრიჭიძე
03 ივლისი 2021 11:31
2
რომ არა მსაჯი მოვიგებდით და რომ არა ბურთი ლელოს ვერ დაგვიდებდნენ.
ლომი
03 ივლისი 2021 03:19
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული