ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ირკვევა, კოვიდინფიცირებული მწვრთნელის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მისი იოჰანესბურგის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო. მედიკოსების დასკვნით, საქართველოს ნაკრების თავკაცს ფილტვები აქვს დაზიანებული.

როგორც ცნობილია, 2 ივლისს საქართველოს ნაკრები სტუმრად სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და 9:40 დამარცხდა. ამ მატჩის შემდეგ ორივე გუნდის რიგებში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. გაუქმდა სამხრეთ აფრიკასთან გასამართი მეორე შეხვედრა და ასევე, 17 ივლისს თბილისში ჩასატარებელი მატჩი შოტლანდიის წინააღმდეგ.

წყარო: tvpirveli


მკითხველის კომენტარები / 12 /
ღმერთმა უშველოს ლევანს ის ძალიან მაგარი ბიჭია!
levani
28 ივლისი 2021 12:49
0
ღმერთმა უშველოს ლევანს და ექიმების მეცადინეობით გამოაჯანმრთელოს!
პაატა
17 ივლისი 2021 12:04
1
ვინ არის შენი მოხინკლე ბიძია, ბიჯო?
ანდუყაფარი
17 ივლისი 2021 09:45
2
შენც ხინკლების ამბავში ხარ?
მოდი ვჭამოთ ხინკალი
17 ივლისი 2021 10:26
2
ღმერთი ფარავდეს ლევანს
)))
17 ივლისი 2021 00:57
1
სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვოთ
niko
16 ივლისი 2021 21:56
2
სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,ლევანს.შესაძლოა ბევრი არ დამეთანხმოს,მაგრამ ძალიან პერსპექტიული მწვრთნელია,საქართველოს მასშტაბით.ახლა რაც შეეხება სპორტსმენების აცრას.როდესაც ვაქცინაციას იკეთებ,ამ დროს ხდება ანტისხეულების წარმოქმნა და ორგანიზმი იძენს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის უნარს.ორგანიზმის დიდი ფიზიკური დატვირთვების დროს.ეს პროცესი ვერ ხორციელდება,რადგან ფორმაში მყოფი ორგანიზმის იმუნიტეტი,ქვეითდება.ამიტომ დიდი დატვირთვების ქვეშ მყოფი ორგანიზმისათვის,ვაქცინაცია,დამატებითი დატვირთვა და რისკია.ყოველ შემთხვევაში,მე ასე მაქვს მოსმენილი.
სოსო
16 ივლისი 2021 18:22
2
დროულად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ლევან!!! ღმერთი შენსკენ...
tngh
16 ივლისი 2021 15:45
1
მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ლევან მაისაშვილს
გიორგი
16 ივლისი 2021 15:44
1
ცუდია ღმერთმა უშველოს, ისე ერთი რამ მაინტერესებს პედაგოგეზე, ლექტორებზე და სტუდენტეპზე როა ამდენი ამბავი აიცრანო, სპორტსმენებს რატო არ უტარებენ? ჯანმრთელობის პრობლემა მაგათ არ ააქვთ და არაფერი.
jjj
16 ივლისი 2021 15:19
0
დიდი სპორტი და აბსოლიტურად ჯანმრთელი?გამორიცხულია.ზღვრული დატვირთვები,ორგანიზმს ანგრევს.ფორმის პიკში მყოფი სპორტსმენი კი,ყველაზე მოწყვლადია,ნებისმიერი დაავადების მიმართ.
სოსო
17 ივლისი 2021 14:16
1
სპორტსმენის ორგანიზმი ვარჯიშის და თამაშის შემდეგ გაცილებით სუსტია იმუნურობის თვალსაზრისით ვიდრე მოხინკლე ბიძების. ექსტრემალურ სტრესშია ორგანიზმი ინტენსიური დატვირთვის შემდეგ.
ლუკა
16 ივლისი 2021 17:24
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული