ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციას "ფეისბუქის" გვერდზე "ქართული და საერთაშორისო რაგბი" ავრცელებს:

" ძალიან მაგარი ამბავი - ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა!

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ინფორმაცია დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელიც მოგვიანებით საქართველოს რაგბის კავშირთან გადავამოწმეთ, სადაც დაგვიდასტურეს, რომ "ბორჯღალოსნების" თავკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

მაისაშვილი ჯერჯერობით კვლავ რჩება იოჰანესბურგის კლინიკაში, თუმცა ის კონტაქტურია და სტაბილურ მდგომარეობაშია.

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში
დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩი გუნდებში კოვიდის გავრცელების გამო გაუქმდა. მაისაშვილი ერთ თვეზე მეტია, რაც იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში, Milpark Hostpitals-ში მკურნალობს და ამ პროცესში თავიდანვე ჩართულნი არიან საქართველოს ელჩი ბექა დვალი და სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილი. ლევანის მდგომარეობა რამდენიმე კვირის განმავლობაში კრიტიკულად მძიმე იყო, თუმცა, საბედნიეროდ, "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და დადებითი დინამიკა ყოველდღიურად შეინიშნება.

ჩვენი მხრივ, ლევანს სწრაფ რეაბილიტაციას, საქართველოში მალე დაბრუნებას და საყვარელი საქმიანობის რაც შეიძლება მალე განახლებას ვუსურვებთ!".

მკითხველის კომენტარები / 8 /
გილოცავთ ლევანის ახლობლებს. სწრაფ რეაბილიტაციას გისურვებთ! ჯანმრთელად და მხნედ ყოფნა, ბატონ ლევანს.
alexandre
27 აგვისტო 2021 14:53
0
კარგია გამიხარდა აქ ან გადარჩებოდა ან არა.
jjj
27 აგვისტო 2021 12:16
8
მადლობა უფალს! ჯანმრთელობა და ხალისი საკუთარი საქმე აკეთო, ლევან, შენი სამშობლოს გასახარად.
დავით
27 აგვისტო 2021 08:08
0
ძალიან მიხარია.მადლობა საელჩოს და სამხრეთ აფრიკელ ექიმებს.
სტატუს ქუო
26 აგვისტო 2021 23:51
0
როგორ გამიხარდააა!!! ვულოცავ ლევანს გამოჯანმრთელებას!!!
შოთა
26 აგვისტო 2021 09:07
0
…უმაგრესი ამბავი!!! ჯანმრთელობა ლევანს და მადლობა მათ ვინც ბოლომდე იბრძვის მისი გადარჩენისთვის!!!
დათო
26 აგვისტო 2021 01:38
0
გილოცავთ!
გუჯა კახაძე
26 აგვისტო 2021 00:11
0
გაიხარეთ და მეც გამახარეთ!სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ლევანს!
სოსო
25 აგვისტო 2021 23:42
0

სიახლეები პოპულარული