საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციას "ფეისბუქის" გვერდზე "ქართული და საერთაშორისო რაგბი" ავრცელებს:

" ძალიან მაგარი ამბავი - ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა!

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ინფორმაცია დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელიც მოგვიანებით საქართველოს რაგბის კავშირთან გადავამოწმეთ, სადაც დაგვიდასტურეს, რომ "ბორჯღალოსნების" თავკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

მაისაშვილი ჯერჯერობით კვლავ რჩება იოჰანესბურგის კლინიკაში, თუმცა ის კონტაქტურია და სტაბილურ მდგომარეობაშია.

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩი გუნდებში კოვიდის გავრცელების გამო გაუქმდა. მაისაშვილი ერთ თვეზე მეტია, რაც იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში, Milpark Hostpitals-ში მკურნალობს და ამ პროცესში თავიდანვე ჩართულნი არიან საქართველოს ელჩი ბექა დვალი და სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილი. ლევანის მდგომარეობა რამდენიმე კვირის განმავლობაში კრიტიკულად მძიმე იყო, თუმცა, საბედნიეროდ, "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და დადებითი დინამიკა ყოველდღიურად შეინიშნება.

ჩვენი მხრივ, ლევანს სწრაფ რეაბილიტაციას, საქართველოში მალე დაბრუნებას და საყვარელი საქმიანობის რაც შეიძლება მალე განახლებას ვუსურვებთ!".

alexandre
გილოცავთ ლევანის ახლობლებს. სწრაფ რეაბილიტაციას გისურვებთ! ჯანმრთელად და მხნედ ყოფნა, ბატონ ლევანს.
jjj
კარგია გამიხარდა აქ ან გადარჩებოდა ან არა.
დავით
მადლობა უფალს! ჯანმრთელობა და ხალისი საკუთარი საქმე აკეთო, ლევან, შენი სამშობლოს გასახარად.
სტატუს ქუო
ძალიან მიხარია.მადლობა საელჩოს და სამხრეთ აფრიკელ ექიმებს.
შოთა
როგორ გამიხარდააა!!! ვულოცავ ლევანს გამოჯანმრთელებას!!!
დათო
…უმაგრესი ამბავი!!! ჯანმრთელობა ლევანს და მადლობა მათ ვინც ბოლომდე იბრძვის მისი გადარჩენისთვის!!!
გუჯა კახაძე
გილოცავთ!
სოსო
გაიხარეთ და მეც გამახარეთ!სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ლევანს!
ისევ დომინანტურად - საქართველოს ნაკრებმა აშშ-საც დამაჯერებლად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
14 კალათბურთელით საბერძნეთში | თბილისური შეკრება დასრულდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 რუსთავი. ვისთვის გრძელდება, ვისთვის დასრულდა...
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
[VIDEO] პირველი მარცხი UFC-ში - ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა
წიტაიშვილი სასტარტოში და "რაიო ვალეკანოს" მარცხი "ვალენსიასთან"
ისევ დომინანტურად - საქართველოს ნაკრებმა აშშ-საც დამაჯერებლად მოუგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 იბერია 1999. ლიდერი სათავეში რჩება, თუმცა...
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
ჭიკაძე UFC-ში აღარ იჩხუბებს - საქართველოს ამ ორგანიზაციაში 6 სპორტსმენი დარჩა
"საქართველოს ნაკრების დამარცხების შანსი გვაქვს" - რა თქვა ფარერების მწვრთნელმა წილისყრის შემდეგ
საქმეში კაკაც ჩართეს - "მილანი" ენდრიკის დამატებასთან უკვე ძალიან ახლოსაა
[VIDEOS] სანდროს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" "საკრამენტო", "ორლანდომ" კი "ბრუკლინი" დაამარცხა
გარდაიცვალა ცნობილი, ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები