"ბორჯღალოსნებმა" არანხუესში კაპიტნის ვარჯიში გამართა და ხვალ, 18:30 საათზე, ფიჯისთან ჯახისთვის გაემზადა.

14 ნოემბერს ბორდოში, საფრანგეთთან მატჩის შემდეგ, გუნდს მომდევნო შეხვედრისთვის მოსამზადებლად მოკლე კვირა ჰქონდა. სამწვრთნელო შტაბმა ეს პერიოდი ვიდეოანალიზს და აღდგენებს დაუთმო. ძირითადი ვარჯიში ოთხშაბათს გაიმართა, ხუთშაბათი კი საფრანგეთიდან ესპანეთში მგზავრობის დღე იყო.

"ლე ბლესთან" თამაშის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა. მარქაფაში გამოჩნდნენ მიხეილ ნარიაშვილი და ლაშა ჯაიანი, რომელთაც საფრანგეთთან მცირე ტრავმების გამო არ უთამაშიათ.

"შეკრების დაწყებისას აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, როდესაც მხოლოდ ორი თამაში გაქვს, ძალიან რთულია შემადგენლობაში როტაციის განხორციელება და ყველა მოთამაშისთვის მეტ-ნაკლებად თანაბარი სათამაშო დროის მიცემა. ჩვენს ინტერესშია, რომ საქმეში რაც შეიძლება მეტი მორაგბე ვნახოთ და მათიც კარგად მესმის, ყველას უნდა მოედანზე გასვლა და ამას ძალიან ვაფასებთ, მაგრამ ყოველთვის ასე არ გამოდის.

მწვრთნელებმა ვიმსჯელეთ, შევაფასეთ არსებული სიტუაცია და შემადგენლობაში ის მოთამაშეები დავაყენეთ, რომლებიც ჩვენი აზრით, საუკეთესო ფორმაში არიან. შეკრებაზე 32 მორაგბე გვყავს და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეს თამაში არ მოუწია, ვფიქრობ, ერთად გატარებული 3 კვირა აქტივში უნდა ჩაიწეროს. ვარჯიშებზე ყველა მათგანმა ძალიან დიდი შრომა გასწია, ბევრი დეტალი დავხვეწეთ და ეტაპობრივად ყველა მათგანს ექნება საკუთარი შესაძლებლობის წარმოჩენის შესაძლებლობა", - ამბობს შემადგენლობასთან დაკავშირებით მაისაშვილი.

თავის მხრივ, სათამაშო დროის უმეტესი წილი 14, ხოლო 20 წუთი 13 კაცით მობურთალმა ფიჯიმ, გასულ კვირას უელსს დიდი თავსატეხი გაუჩინა და მხოლოდ დასკვნით მეოთხედში გაშვებული 4 ლელოს გამო საბოლოოდ 23:38 დამარცხდა. მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად იციან "ბორჯღალოსანთა" ბანაკში:

"ფიჯიმ უელსთან ნაადრევი წითელი ბარათი მიიღო და კაცნაკლული დარჩა, რამაც შეხვედრაზე დიდი გავლენა იქონია. ზოგადად, ამ გუნდს ახასიათებს უხეში თამაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნოემბრის მატჩებში რამდენიმე მოთამაშე აკლიათ, მაინც საკმაოდ ძლიერი გუნდით არიან წარმოდგენილები. ფიჯის აშკარად დაეტყო ფრენჩაიზის შექმნა, რასაც ტოპ 14-ში და ინგლისის პრემიერშიფში მოთამაშე ლეგიონერების გამოცდილება ემატება და დიდი პროგრესი აქვთ. ის გაცილებით დისციპლინირებულ რაგბის თამაშობს, ვიდრე წინა წლებში, განსაკუთრებით, რაქში და ერთ-ერთ სახიფათო და ძლიერ მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა.

თუმცა ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს და ვეცდებით, ის შეცდომები, რაც საფრანგეთთან დავუშვით, მინიმუმამდე დავიყვანოთ. მიუხედავად იმისა, რომ განვლილ შეხვედრაში მსაჯობის მიმართ კონკრეტული კითხვები გვქონდა, რამდენიმე ჯარიმა დაუმსახურებლად მივიღეთ და ამის შესახებ შესაბამის კომიტეტსაც ვაცნობეთ, მნიშვნელოვანია სათამაშო დისციპლინა და ვეცდებით ამ მხრივ უკეთ გამოვიყურებოდეთ, ვიდრე საფრანგეთთან, რადგან ამ დონეზე, ნებისმიერი მსგავსი შეცდომა ძალიან ძვირად ფასობს. ჩვენ კარგად ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები, მომზადებულები ვართ და როგორ გადავიტანთ ამ ყველაფერს, მოედანზე შაბათს გამოჩნდება“.

20 ნოემბერს, მადრიდის მახლობლად მდებარე ქალაქ არანხუესში, "დელეიტეზე", თამაში 18:30 საათზე დაიწყება!

rugby.ge

გიორგი
სამხრეთ აფრიკასაც ებრძვის რაგბის მაფია. კარგი იქნებოდა პარალელური ტურნირის შექმნა, ს-აფრიკა, არგენტინა, ფიჯი, საქართველო და აშ. 6 ერის კიტრები ცოტა ჭკუას ისწავლიდნენ.
გიორგი
იმედი და რაგბი.ტვ
ILIA
პროგრამაში ვერ ვნახე. რომელი არხი გადასცემს?
რომა
ჩემი აზრით მაშტაბური პროტესტის ფორმა უნდა მიიღოს ამათ ვირეშმაკული საქციელი უკვე ყელშია ფიჯისაც არასწორად წააგებინეს არარსებული ლელო ჩაუთვალეს 75წუთზე და ფსიქოლოგიურად გატეხეს კაცნაკლული ფიჯი. როცა უელსი ხარ და მეორე დონედ თვლი გუნდს იმასთან ბოლო წამებზე კაცნალულთან და თან მსაჯის დახმარებით არუნდა იგებდე მაგრამ მაგათვის მთავარი ტაბლოა და მსაჯი.... ერთი თავით მაღლა უნდა იდგე ამ ევროპულ ბობოლა საკრებებთან რომ მსაჯმა გავლენა ვერ მოახდინოს. სამარცხვინოა. ჩემს თვალში ძალიან დაკნინდა იუელსი. საფრანგეთანაც ძალიან ემხრობოდა მსაჯი რა არის ასე რამ შეაშინათ ეს ევროპელები? კაის უშვება ეს ზელანდია თავზე რომ ამხობს ყველაფერს!!!!!
ლუკა
კონკრეტულად?
გიორგი 50
სანამ მაისაშვილი რამდენიმე მეგობარი რაგბისტის ნაკრებში მოწვევაზე უარს არ იტყვის, სულ იქ ვიქნებით, სადაც ვართ.... აგერ, დღეს ,,აბანოში '' გამოჩნდება ... ღმერთმა ქნას ვცდებოდე...
დემე
ისე რამაგრა ასწორებს ამდენი ფანი რომ გვყავს სარაგბო სამყაროში, უამრავი უცხოელი აფეტიშებს ჩვენს ნაკრებზე. სასიხარულოა ნამდვილად, ისეთ კომენტარებს ვაწყდები ინგილესებისგან, ირლანდიელებისგან, ზელანდიელებისგან, ავსტრალიელებისგან და ფრანგებისგან. პირად საუბარშიც რამდენჯერ მითხრეს რომ უყვართ ჩვენი თამაშის ყურება და რამდენიმე გვარს რომ იტყვიან ხოლმე, ზოგს დამუღამებული აქვს უკვე სამხრეთ აფრიკელებს განსაკუთრებით ჩვენი გვარების წარმოთქმა, ამაზე სასიხარულო რა უნდა იყოს.
გიორგი
წარმატება ჩვენს გუნდს! ახალი და მაგარი მწვრთნელი უფრო მაგარ გუნდს შექმნიდა.
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო