"ბორჯღალოსნების" საბრძოლო ფრე ფიჯისთან - 15:15 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ქალაქ არანხუესში ჩატარებული ტესტ-მატჩი საქართველოსა და ფიჯის ნაკრებებს შორის 15:15 დასრულდა.

„ბორჯღალოსნები“ მეტოქეს შეტევითი თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ, ბურთს უფრთხილდებოდნენ და აბჟანდაძემ ზუსტად შესრულებული ორი საჯარიმოთი დააწინაურა, რის შემდეგაც ფიჯელთა მრავალფაზიანი, სახიფათო იერიშის მოგერიება შეძლეს. ჩვენი გუნდი კარგად გამოიყურებოდა შერკინებაში და დერეფანში. 27-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ლელოს დადება ვერ მოახერხა, სწრაფი კონტრშეტევა გაეპარა და იქით მიიღო ლელო. გარდასახვა კი ფიჯიმ ვერ გამოიყენა. 37-ე წუთზე აბჟანდაძემ მესამე საჯარიმო შეასრულა უზადოდ. გამოიკვეთა, რომ მშვიდ, კლასიკურ თამაშში ჩვენი გუნდი დაცვაში უკეთ ირჯებოდა,
ვიზავისთან უპირატესობას ფლობდა და პირველი ტაიმი 9:5 მოიგო.

შესვენების შემდეგ ფიჯიმ გამეტებით შემოგვიტია, ლელო ვერ გაიტანა, თუმცა საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. აქედან მოყოლებული „ბორჯღალოსნებმა“ ისევ დაიწყეს იერიშების მიტანა, აბჟანდაძემ ორი საჯარიმო გამოიყენა, მაგრამ მერე ფიჯიმ ლელოც გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და ანგარიში გათანაბრდა. ბოლოს მაისაშვილის შეგირდებმა ვიზავის გააფთრებულ იერიშებს გაუძლეს და საბოლოოდ საბრძოლო ფრე დაფიქსირდა.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. თორნიკე ჯალაღონია, 21. მიხეილ ალანია, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემურ თაფლაძე.

5 ჯარიმა: თედო აბჟანდაძე

მკითხველის კომენტარები / 33 /
მსგავსი ამხანაგური თამაშები უნდა გამოვიყენოთ ზრდისთვის და არა შედეგისთვის, ქულებზე რომ ვართ ორიენტირებული და არა ხარისხის გაუმჯობესებაზე ძალიან ცუდი როგორ უნდა გავიზარდოთ თუ შეტევაში არ წავედით მერე რა რომ დავკარგავთ და კონტრ ლელოს მივიღებთ მთავარი იქნებოდა გვეთამაშა გავიგეთ რომ თედო კარგად ურტყამს აღარ უნდა ვარჯიში მაგაში
გოგა
21 ნოემბერი 2021 20:11
2
Ნამუსი არ გაქვთ?! Შეურაცმყოფელი არა, ზიზრის შემცვლელი არა, რასისტული არა, ცინიკური არა, მაგრამ მაინც ბლოკავთ ტექსტს. Რაგბის ჯგუფში დაიდება ეს კომენტარი აუცილებლად და ps მივანიშნებ, რომ ეს კომენტარი ვერ გადის თქვენს ცენზურას, ეს პირველი შემთხვევა არაა! ((
Ადმინს..
20 ნოემბერი 2021 21:43
1
ესეიგი ლელოს ვერ უტან ფიჯის, თუმცა კაია მაინც ეგ ფიჯის მაქსიმუმი თუ იქნება ჩვენთან.
sddd
20 ნოემბერი 2021 20:30
0
ამ ეტაპზე მხოლოდ ჩახურული თამაშით გვაქვს შანსი ფიჯისთან, ხომ ნახეთ უელსს კინაღამ მოუგო, ასე რომ ჩემი აზრით სწორი ტაკტიკით ათამაშა მაისაშვილმა, შედეგიც მისაღებია, ზაფხულში ყველა ტესტი რომ გვეთამაშა ამ თამაშს მოვიგებდით... მალე დადგება დრო როდესაც ფიჯისთან ეს შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს..
zviads
21 ნოემბერი 2021 13:54
1
რომელმა გენიოსმა აარჩია იტალიელი მსაჯად?
ნოდო
20 ნოემბერი 2021 21:10
5

სიახლეები პოპულარული