ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მაისაშვილმა წლის პირველი ორი მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა დაასახელა

მაისაშვილმა წლის პირველი ორი მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა დაასახელა

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის 32-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

6 თებერვალს საქართველო პორტუგალიას „მესხზე“, 15 საათზე მასპინძლობს, 12 თებერვალს კი ამსტერდამში ნიდერლანდებს ეწვევა.

ამ თამაშებისთვის ხუთი დებიუტანტი მოემზადება და სამი მათგანი შერკინების მოთამაშეა, ორი კი - ხაზის. ესენი არიან: "ენისეის" ფრთა დავით მესხი, რომელიც "ბორჯღალოსნებში" ზაფხულშიც იყო გამოძახებული; "ბიარიცის" ბურჯი ლუკა აზარიაშვილი; მესამეხაზელები - ლუკა ივანიშვილი და სანდრო მამამთავრიშვილი, რომლებიც "შავი ლომიდან" დაწინაურდნენ და "ლელოს" 18 წლის შუამარბი თორნიკე კახოიძე, რომელმაც 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებში თამაშით გამოიჩინა თავი.

„ჩვენი სურვილია, რომ ნაკრებში ყველა პოზიციაზე სიღრმეები გავაჩინოთ. ახალგაზრდები წინა წლებშიც გვყავდა გამოძახებული და როდესაც ამის საშუალება გვექნება, შანსს ყველა მოთამაშე მიიღებს. აზარიაშვილი ადრეც გვყავდა გამოძახებული. ის სისტემატურად თამაშობს "ბიარიცში", 20-წლამდელთა ნაკრებიდანაც ვიცნობთ და გვინდა, რომ დავაკვირდეთ. მამამთავრიშვილმა და ივანიშვილმა "შავ ლომში" ძალიან კარგი სეზონი ჩაატარეს, ყველა თამაშში დამაჯერებლები იყვნენ და გაფართოებულ შემადგენლობაში დავუძახეთ. მესხს დიდი ხანია ვაკვირდებით, აფრიკის ტურნესთვისაც გვყავდა გამოძახებული, მაგრამ მაშინ ტრავმის გამო ვერ ითამაშა და ახლა მიიღებს შანსს. კახოიძე ახალგაზრდა, პერსპექტიული მორაგბეა, რომელმაც ასაკობრივ ნაკრებებში თავი გამოიჩინა. მის პოზიციაზე მაღალი დონის მოთამაშეებით განებივრებულები ვართ და გვაქვს იმედი, რომ მოლოდინებს გაამართლებს“, - ამბობს "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და განაგრძობს:

„შემადგენლობის შერჩევისას გვქონდა პატარ-პატარა პრობლემები ტრავმების, კლუბებთან ურთიერთობის თუ ოჯახური სიტუაციის გამო. რამდენიმე სასურველ მორაგბეს ვერ დავუძახეთ კლუბში მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ეტაპისთვის, შესაძლებლობიდან გამომდინარე, ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს. სამაგიეროდ, გვაქვს შანსი, დავაკვირდეთ ახალ მოთამაშეებს და ეტაპობრივად ყველას მიეცემა შანსი“.

გუნდს უბრუნდება მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი, რომელმაც "ბორჯღალოსნების" კვართით ბოლოს 2020 წლის „შემოდგომის ერთა თასზე“ ითამაშა, მერე ოპერაციები გაიკეთა, ფრანგულ "აჟენთან" კონტრაქტი გააფორმა და მიმდინარე სეზონში პრო დე2-ში 9 თამაში ჩაატარა.

"ბორჯღალოსნების" კვართით ბოლოს 2020 წლის თებერვალში ითამაშა კვაჭმა ვანო კარკაძემ. მერე ტრავმა მიიღო და მოედანს სრულფასოვნად 2021 წლის სექტემბრიდან დაუბრუნდა. მას შემდეგ მან "ბრივის" მაისურით ტოპ 14-ში ათი, ხოლო ჩელენჯ ქაფზე ორი თამაში ჩაატარა.

სულ გაფართოებულ შემადგენლობაში 18 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. მაისაშვილი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ჰქონდა სურვილი, წელს მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობით ეთამაშა, მაგრამ:

„გვაქვს პრობლემები გარკვეულ პოზიციებზე, ასევე - ტრავმები. ყოველთვის არ ხერხდება საუკეთესო შემადგენლობის თავმოყრა და ეს უნდა გავითვალისწინოთ. გარდა ამისა, ნაკრებში გვაქვს პოზიციების დაახლოებით 20%, სადაც გვსურს სიღრმეების გაჩენა და ამისათვის საჭიროა ახალი მოთამაშეების გამოცდა“.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი (2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატთან ერთად) 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა. პირველი წრის შემდეგ "ბორჯღალოსნები" 23 ქულით პირველ ადგილზე არიან, მათი პირველი მეტოქე პორტუგალია კი 14 ქულით მესამე ადგილზეა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება რუმინეთს.

„პორტუგალია წლიდან წლამდე პროგრესირებს, რისი ნათელი მაგალითიც ნოემბერში მათი იაპონიასთან თამაშია (რომლის ბედიც დასკვნით წუთებში გადაწყდა – იაპონიამ 38:25 მოიგო). ეს არ არის გუნდი, რომელიც არ უნდა დააფასო. ისინი არიან სწრაფები და აგრესიულები რაქში. მათი ბრძოლისუნარიანობიდან გამომდინარე, დიდი ყურადღება გვმართებს“, - ამბობს მაისაშვილი.

გაფართოებული შემადგენლობა პორტუგალიის და ნიდერლანდების წინააღმდეგ

შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 25 კეპი, 10 ქულა), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 67 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 1 კეპი), ბექა გიგაშვილი (ტულონი, 25 კეპი, 10 ქულა), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 3 კეპი), ლუკა აზარიაშვილი (ბიარიცი, უკეპო);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 85 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 19 კეპი, 5 ქულა), ვანო კარკაძე (ბრივი, 5 კეპი, 5 ქულა);

მეორე ხაზი: ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 12 კეპი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 33 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 7 კეპი, 5 ქულა), კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 70 კეპი, 10 ქულა);

მესამე ხაზი: გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 23 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 12 კეპი, 10 ქულა), ოთარ გიორგაძე (ბრივი, 29 კეპი, 25 ქულა), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, უკეპო), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, უკეპო);

ხაზი

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 61 კეპი, 55 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 35 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 28 კეპი, 188 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4 კეპი, 9 ქულა);

ცენტრი, ფრთები და 15: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 80 კეპი, 60 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 15 კეპი, 60 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 12 კეპი, 5 ქულა), ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 1 კეპი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 16 კეპი, 35 ქულა), თორნიკე კახოიძე (ლელო, უკეპო), დავით მესხი (ენისეი, უკეპო), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 53 ქულა), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 9 კეპი, 23 ქულა).

rugby.ge

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა

ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი

"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!

[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა

პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ

საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან