მაისაშვილი: კოვიდის გამო 11 მოთამაშე დაგვაკლდა - ამ კვირაში 12-ჯერ მოგვიწია შემადგენლობაში ცვლილების განხორციელება

AutoSharing Option
პორტუგალიასთან  ნამატჩევს (25:25) "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კომენტარი გააკეთა:

"სამწუხაროდ, ამ თამაშისთვის ვერ შევძელით თავიანთ პოზიციებზე პირველი ნომრების ჩამოყვანა. ჯამში 11 ასეთი მოთამაშე მოვისაკლისეთ და ამის ძირითადი მიზეზი კოვიდი იყო. რაც ყველაზე ცუდია, მთელი კვირის განმავლობაში, პრაქტიკულად ყოველდღე გვიხდებოდა შემადგენლობის როტაცია. კოვიდი ჰქონდა შერკინების მწვრთნელსაც და დერეფანსა და შერკინებაში ვერცერთხელ შევძელით სრულყოფილი ვარჯიშის ჩატარება. გამოძახებული სამი ძირითადი კვაჭიდან, სამივე ამ მიზეზით გამოგვაკლდა. ამან დიდი გავლენა იქონია და 8 თუ 9 ჩვენი დერეფანი წავაგეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბურთი პრაქტიკულად
არ გვქონია. რამდენიმე მოთამაშემ წნეხს ვერ გაუძლო და საბოლოოდ ასეთი სურათი მივიღეთ.

არ მინდა ღვაწლი დავუკარგო პორტიგალიელებს. ეს გუნდი მუდამ ბოლომდე იბრძვის, დღესაც ასე იყო და შედეგის მისაღწევად მაქსიმუმი გააკეთეს. შეცდომებზე ვსწავლობთ და დიდი იმედი მაქვს მთელი გუნდი სწორ ანალიზს გავაკეთებთ. სამწუხაროდ, შემადგენლობის მხრივ ფუფუნება არ გვაქვს. არ გვყავს სრულფასოვანი მეორე და მესამე ნომრები და ეს უნდა იცოდნენ როგორც მწვრთნელებმა, ასევე თავად მოთამაშეებმა და გულშემატკივრებმა. მოთამაშეებმა იმიტომ, რომ თუ ამ გუნდში ადგილის დამკვიდრება უნდათ ბევრი უნდა იშრომონ, ხოლო გულშემატკივრებმა იმიტომ, რომ სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ. როდესაც მოთამაშეს მიეცემა შანსი, უნდა დაამტკიცოს, რომ ნაკრებში ყოფნას იმსახურებს.

დერეფანში პრობლემები გვქონდა, რადგან დაგვაკლდა სამივე ძირითადი კვაჭი და ასევე, სამი ძირითადი გამომცხადებელი. ამას დაემატა ისიც, რომ შერკინებასა და დერეფანში ვერცერთი სრულყოფილი ვარჯიში ვერ ჩავატარეთ.

კვირის განმავლობაში ჯამში 12-ჯერ მოგვიწია შემადგენლობაში ცვლილების განხორციელება. ამიტომ, მონახაზის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, რადგან არ ვიცით რა სიტუაცია იქნება ხვალ და ზეგ პანდემიის კუთხით. დამოკიდებულები ვართ მოთამაშეთა ჯანმრთელობაზე".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 53 /
უცხოელი მწრთვნელი გვინდა მაისაშვილი ამეტაპზე არ არის ისდონე რაც ნაკრებს უნდა.რეგრესია ნაკრებში
zura
13:44 12-02-2022
0
მე ერთი რამ მაინტერესებს, ხომ შეიძლება ისეთი წელიწადი დადგეს რომ თქვა რომ "წელს ჩვენი ნაკრები ერთი თავით მაღლა დგას ვიდრე წინა წელს იყო" სულ ნულიდან ხომ არ შეიძლება იწყებდე და ხან თაობათა ცვლას დააბრალო ხან კოვიდს ხან რას და ხან რას.
ასეთი სუსტი თამაში მე არ მახსოვს (უდისციპლინო, სამოყვარულო, უვარჯიშებელ და უმწრთველო გუნდს გავდა) ნამდვილი კატასტროფა იყო.
ქომაგი
09:36 08-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული