შარიქაძე: საპატიო წრის ღირსები არ ვიყავით

AutoSharing Option
პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული (25:25) მატჩის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ისაუბრა:

"ისეთ დეტალებზე უნდა ვიმუშაოთ, რაც სარაგბო ფუნდამენტია და რაზეც ყველაფერია დამყარებული. ამ ფუნდამენტთან მიმართებაში დღეს არაერთი პრობლემა შეგვექმნა.

სამწუხაროა 20-მატჩიანი მოგებების სერია რომ შევწყვიტეთ, მაგრამ ასეთი რამ ნებისმიერ გუნდს ემართება. კარგია, რომ თამაში არ წავაგეთ და დარწმუნებული ვარ გამარჯვებების სერია გაგრძელდება. იმედია კოვიდიც მალე დასრულდება და ისეთ რაღაცებზე აღარ მოგვიწევს ფიქრი, რაზეც ლევანმა ისაუბრა.

გულშემატკივარს მინდა მივმართო. თამაში რომ დამთავრდა პირდაპირ გასახდელში შემოვედით. არ მინდა
გულშემატკივარს ეგონოს, რომ ისინი არ დავაფასეთ და ამიტომ არ დავარტყით საპატიო წრე, უბრალოდ მოგვერიდა მათი გულების გახარება რომ ვერ შევძელით და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ საპატიო წრის დარტყმა არ გვეკუთვნოდა, ამის ღირსები არ ვიყავით. ყველას ვთხოვ, ჩვენი ეს საქციელი სწორად გაიგოს".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
რაგბის ოჯახი დიდი ხანია აღარ არსებობს, შედეგი იყო როცა მკაცრი მმართველიბა გქონდათ და არა ახლა ე.წ. ვეტერანები რომ ბლატაობთ
სხვა რამე
19:13 08-02-2022
3
მართლა არ იყავით ღირსი! არ დამავიწყდება, ფლორენციაში რომ ვიყავით ჩასულები, არტემიო ფრანკის სტადიონზე ავტობუსს რომ შევხვდით, და მარტო მილტონ ჰეიგმა დაგვიქნია ხელი და მოგვესალმა.
ქუთაისელი
21:48 07-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული