ადვოკატი ირაკლი ჩომახიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"რაგბისტები ვერ ხვდებიან, რუსეთთან თამაშის დროს 55,000-ადგილიანი დინამოს სტადიონი რატომ შევავსეთ (მათ, ალბათ, ჰგონიათ, რომ ქართული რაგბის კლასის სანახავად).
რაგბიში რუსეთთან დამარცხება ჩვენთვის პრინციპული და პატრიოტული საკითხია.
თებერვლის თვეში რუსები უნდა ჩამოვიყვანოთ, ვავარჯიშოთ, ვაჭამოთ და გავაძლიეროთ. შემირცხვენია ყველა ის რაგბისტი, რომელიც რუსებს მოემსახურება.
ყველა ის გულშემატკივარიც შემირცხვენია, ვინც ამის მერე რაგბის თამაშზე წავა", - წერს ჩომახიშვილი.