"შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება; შემირცხვენია, ყველა ის გულშემატკივარი..." - ირაკლი ჩომახიშვილი

AutoSharing Option
ადვოკატი ირაკლი ჩომახიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"რაგბისტები ვერ ხვდებიან, რუსეთთან თამაშის დროს 55,000-ადგილიანი დინამოს სტადიონი რატომ შევავსეთ (მათ, ალბათ, ჰგონიათ, რომ ქართული რაგბის კლასის სანახავად).

რაგბიში რუსეთთან დამარცხება ჩვენთვის პრინციპული და პატრიოტული საკითხია.

თებერვლის თვეში რუსები უნდა ჩამოვიყვანოთ, ვავარჯიშოთ, ვაჭამოთ და გავაძლიეროთ. შემირცხვენია ყველა ის რაგბისტი, რომელიც რუსებს მოემსახურება.

ყველა ის გულშემატკივარიც შემირცხვენია, ვინც ამის მერე რაგბის თამაშზე წავა", - წერს ჩომახიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 84 /
რა მაგრად დარაზმულხართ კომენტარების საწერად რუსეთის მოტრფიალეები?!;))) რა თქვა ამ ახალგაზრდა კაცმა ისეთი რაც არაა სიმართლე??? რა შუაშია საერთოდ ოსმალო და სპარსი?! დღემდე ვერ გაგიგიათ ბოლო 2 საუკუნეზე მეტი რუსი ჩვენი მტერი რომ არის! რაც შეეხება რაგბს: ცუდ მდგომარეობაში რომ ვართ და უკან-უკან მივდივართ ეს უდაო ფაქტია! რუსებთან ერთიბლივ ვარჯიშებს და სპარინგებს ჩვენთვის რაიმე პოზიტივის მოტანა რომ არ შეუძლია ესეც ფაქტია! ხოდა თუ მართლა გესმით რაგბი, გაეშვით ჩვენი ფედერაციის უბადრუკების გამართლებას! ჩვენი რაგბისთვის კაჭარავაზე ბევრად მეტი გაუკეთებიათ საფრანგეთში მოთამაშე მაგარ ბიჭებს და ნუ გამოგყავთ კაჭარავა რაგბის მეტრად! პარლამენტარი რომ გახდა ინტელექტი აეწია თუ რა?!
პაატა
15:40 10-02-2022
73
ჩვეულებრივი დემაგოგი.ამნაირმა ურა პატრიოტებმა ჩააბარეს კოდორი და სამაჩაბლო.
Zaza
15:03 10-02-2022
29

სიახლეები პოპულარული