"შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება; შემირცხვენია, ყველა ის გულშემატკივარი..." - ირაკლი ჩომახიშვილი

AutoSharing Option
ადვოკატი ირაკლი ჩომახიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"რაგბისტები ვერ ხვდებიან, რუსეთთან თამაშის დროს 55,000-ადგილიანი დინამოს სტადიონი რატომ შევავსეთ (მათ, ალბათ, ჰგონიათ, რომ ქართული რაგბის კლასის სანახავად).

რაგბიში რუსეთთან დამარცხება ჩვენთვის პრინციპული და პატრიოტული საკითხია.

თებერვლის თვეში რუსები უნდა ჩამოვიყვანოთ, ვავარჯიშოთ, ვაჭამოთ და გავაძლიეროთ. შემირცხვენია ყველა ის რაგბისტი, რომელიც რუსებს მოემსახურება.

ყველა ის გულშემატკივარიც შემირცხვენია, ვინც ამის მერე რაგბის თამაშზე წავა", - წერს ჩომახიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 84 /
როგორც კი კომენტარი არ მოგეწონებათ, მაშინვე ბლოკავთ,მიუხედავად იმისა რომ კორექტულად ვწერ. საბჭოთა კავშირში ვართ სამწუხაროდ ჯერ კიდევ და ამის მთავარი შემოქმედები ჟჟჟუუუურნალისტები ხართ.ყველანაირ განსხვავებულ აზრს ბლოკავთ,რომ გკითხოთ კაცმა,სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის მომხრე ხართ.რა იცით თქვენ რა არის თავისუფლება
საქართველო
10 თებერვალი 2022 23:08
0
არ დაგვავიწყდეს, რუსეთთან ომის დროს მარტო რუსმა მორაგბეებმა დაგვიჭირეს მხარი.

ცისკარა
10 თებერვალი 2022 22:20
11
თქვენისთანების გასაბრიყვებლად, ან მაგდაგვარად რომ იდემაგოგოთ...
თორემ- ყირიმში კი ჩავიდნენ- რ ო გ ო რ ც იკი უბრძანეს კრემლიდან
...და მოაწყვეს ,,საჩვენებელი ვარჯიშები,,

- მაგრამ დავიღალეთ თქვენი დემაგოგია- ცბიერებით,მაგრად - მოსუსხლე მ ტ ე რ ი- - რუსეთ მოყვარულობით, მით ქართველი ერის და სახელმწიფოს მტრობით- ხომბმოგწონთ - დაკნინებული მით უპერსპექტივო სახელმწიფო და რეგრესირებადი რაგბი...
გლახუნა
11 თებერვალი 2022 14:27
7
ჩომახა, ფეხის ხმას აყოლილო კაცო, საერთოდ თუ ხარ რუსეთში ნამყოფი და თუ იცნობ ვინმე რუსს, რომელმაც შეგაძულა რუსეთი და რუსი კაცი. რუსი საქართველოს ის დამპყრობელია, რომლითაც საქართველომ ასჯერ მეტი იხეირა, ვიდრე რუსებმა ჩვენგან. წაიკითხე 1803 წლის თბილისის არჩევნების შედეგები სადაც 16500 მაცხოვრებელი დაფიქსირდა, სადაც 80% სომეხი იყო. საქართველოს მოსახლეობა 400 ათასამდე იყო, დასავლეთ საქართველო თურქეთის იყო და რუსეთმა წაართვა და ისე შეიერთა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო ირანის ვასალი იყო. რუს რომ არ დავეპყარით დღეს საქართველო კი არა ქართველი არ იქნებოდა. მე დღესაც ვოცნებობ ვინმე მაგეთმა დაგვიპყროს, რომ ქვეყანა ფიზიკურად გადარჩეს და მთლად არ გავიფანტოთ დუნიაზე.
ჟორა გაბრიჭიძე
10 თებერვალი 2022 22:16
37
სამწუხაროა ბატონო ჟორა, რომ ისტორიას შევარდნაძის კომუნისტური დროინდელი ინტერპრეტაციით ყვებით. უნდა იცოდეთ, რომ 1795 წელს აღამაჰმად ხანმა რუსების მხრდაჭერით და ერთ-ერთი ჩვენი მოძმე ხალხის ფულით ილაშქრა საქართველოზე. მოაწყო ქართველების გენოციდი თბილისში, ამბობენ მაშინ თბილისში 30 000 ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ჰოდა, მაჰმადმა გაშლიტა 27 ათასი ქართველი, დანარჩენ არაქართველ მოსახლეობას ხელი არ ახლო (რატომ???). გარდა ამისა უბრალოდ დაანგრია ქალაქი, ყველა შენობა რომელიც რამედ ღირდა მიწასთან გაასწორეს (რატომ???). ეს მარტო თბილისში. ხოლო რა ჩაიდინა ქალაქის გარშემო და რამდენი ტყვე წაიყვანა ეგ უკვე არ ვიცით. ამის მერე ადგა და წავიდა უკან. ამიტომ იყო თბილისში 1802 წლის აღწერით 98% არაქართველი. დანარჩენზე მოკლედ გეტყვი, ეგრე რუსეთიც მონღოლების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების ხარჯზე შეიქმნა, მას შემდეგ რაც ისინი-(თათარ მონღოლები) შიდა ომებმა და თემურ ლენგმა გაანადგურა. ეგრე სტალინიც ეკაიფებოდა რუსებს, თქვენი სახელმწიფო თემურ ლენგის შექმნილიაო.
ჰაჰა
11 თებერვალი 2022 10:34
2
ისტორია ისწავლე რუსეთუმე რა გაქვს გასაყიდი ვაშლი თუ მანდარინი.
ჟორიკას
11 თებერვალი 2022 07:19
5
ყველა გამოხმაურება
შემირცხვენია ყველა ის ადამიანი ვინც მორაგბეს რაგბისტს ეძახის!!!
gg
10 თებერვალი 2022 20:23
9
ვინც იძახის სპორტი პოლიტკა არარისო მაშინ, იგივეს უნდა ამბობდეს მოწინააღმდეგე ოღონდ, ერთს არ უნდა ამბობდეს და მეორეს აკეთებდეს. რუსებთან ჩვენი სპორტი უბრალოდ პოლიტიკა კი არ არის, ის ეროვნული იდენტიფიცირების საშუალებაა. ვინც ამას ვერ ხვდება ის უნდა გაიზარდოს, ვინც იცის და სხვა რამეს ქადაგებს. მოდი რა ქართველობაზე თავს ნუ დებ, ეხლა გინდა მლაძღეთ, გინდა რეპრესიები მონიწყეთ რუსეთუმეებო. ქართველი უნდა იყოს თავისუფალი აზროვნებშიც და ქმედებაშიც ქართულად.
კსხელი
10 თებერვალი 2022 20:21
11
რუსები ქართულ გუნდებს საერთოდ არ აღიქვამენ მტრად უყურე მათ კომენტატორებს და გაიგებ. აქაური კომენტატორებისგან განსხვავებით
!!
10 თებერვალი 2022 21:36
17
ამოისუნთქეთ, ბატონო ადვოკატო, ამოისუნთქეთ... ურაპატრიოტობა და ანტისაოკუპაციო წინდები ტერიტორიებს ვერ დაგვიბრუნებს და ვერც ახალ ოკუპაციას დაუდგება წინ.
!!!
10 თებერვალი 2022 20:21
17
დღეს დინამო(თბ)-დინამო მოსკოვს ამხანაგურად გაეჯიბრა და 1:0 დაამარცხა..ხომარ დავგმოთ? ესმოღალატე დინამოელები?
romandro
10 თებერვალი 2022 18:38
9
სხვას ვუწერდი კომენტარს. შამეშალა. ისე, რომანდროს კომენტარის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
odala
10 თებერვალი 2022 22:28
1
აი, ასეთი პატრიოტობა რასაც შენ აწვები, პრობლემის ნაწილია. ყველაზე კომფორტული და ზარმაცი პოზიციაა ეგ, როცა არც ტვინის განძრევა გიწევს და არც ნაბიჯების გადადგმა იმ პრობლემისთვის რაზეც ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით გამოდიხარ. უბრალოდ კაი ტიპობ საზოგადოების თვალში ამ ადვოკატივით.
odala
10 თებერვალი 2022 22:17
5
სპორტის და პოლიტიკის გარჩევა ვისწავლოთ ბატონო ადვოკატო და მერე ვილაპარაკოდ რაგბიზე და არავის ტრ..... საქმე არ არის ჭეშმარიტი გულშემატკივარი სტადიონიდან იქნება თუ სახლიდან, ტელეეკრანებიდან უგულშემატკივრებს ჩვენს გულანთებულ პატრიოტ რაგბისტებს. პ.ს. ყველა პოლიტიკოსს!!! და არა პოლიტიკოსს!!! შეეშვით სპორტისა და სპორტსმენების საკუთარი ვიწრო, ბინძური, პოლიტიკური თუ არა პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას!!!
მამუკა
10 თებერვალი 2022 18:31
20
აბაა, სპორტი და პოლიტიკა ..სხვადასხვა არის,არაა?!
და მრავალ ტურნირზე, ოლიმპიადაზე- ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო დროშას - რ ა ტ ო მ წევენ მაღლა ?! - ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს , თავისთავად ამ სახელმწიფოს პოლიტიკის ატრიბუტი-რომ არის ?!- გთხოვთ დაანებეთ თავი მაგ იაფ- ფასიან- იგივე რუსეთიდან შემოგდებულ პროპაგანდას - ძალად არიფობა- სიბრიყვეს.
აბა პუტინს- ურუსთა ბელადს კითხეთ- სპორტი და პოლიტიკა თუ არ არის - ერთი და იგივე?!
- სპორტი - ნებისმიერი ერის ; ნიჭიერებას, უნარებს, გაქანებას, ფიზიკურ სიმძლავრეს, გონებრივ განვითარებას...მოკლედ ყოველმხრივ - შესაძლებლობებს აჩვენებს, რაც თავის მხრივ - სახელმწიფოს შექმნა- განვითარება- განმტკიცებაზე ზემოქმედებს - ხმარდება- უნდა მოხმარდება ...
კახაბერი
11 თებერვალი 2022 15:58
2
ირაკლი, გაიხედ-გამოიხედე თბილისში, აღმაშენებლის გამზირი (ყოფილი პლეხანოვი) ირანელებს, არაბებს, რომ აქვთ მისაკუთრებული და ქართველებს აღარ შეგვესვლება, ასევე ბათუმი მთლიანად თურქებს, რომ აქვთ "პრივატიზებული."/ მთელი აზიიდან და აფრიკიდან "მიგრანტები" რომ შემოდიან და აქ მკვიდრდებიან, რატომ ამაზე რეაქცია არა გაქვთ? ცოტა ხანში ქართველები ჩვენს მიწა-წყალზე, უმცირესობაში ავღმოჩნდებით და ეს ვიღაცა უცხო ტომები უმრავლესობაში, ამაზე რას გვეტყვით? ეს ისეთი მდგომაეობაა, რომ განგაშის ზარი უნდა შემოკრას მთელმა საქართველომ, თორემ ოხრად დაგვრჩება ყველაფრი. რაც შეეხება რუსს რაგბისტებს, მე პირადად ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ თუ ერთობლივად ითანამშრომლებენ, მითუმეტეს რუსს რაგბისტებთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ, ჩვენს რაგბისტებს! კრემლის პოლიტიკანებს და სპორცმენების ურთიერთობა, ნუ ავურევთ ერთმანეთში. ირაკლი! შენი კი, შენი აგრესიული გამოსვლა, ნამდვილად არ ჩაგეთვლება პატრიოტიზმში, პირიქით უფრო აღვივებ სიძულვილს და მტრობას. იმედია "რუსეთუმეობას" არ დამწამებთ.
ირაკლი ჩომახიშვილს!
10 თებერვალი 2022 18:26
15
გეტყობა შენ არ დადიხარ თბილისის ქუჩებში და განსაკუთრებით აღმაშენებელზე, სადაც არაბებს ირანელებს და ათასი რჯულის უცხო ტომებს აქვთ" ოკუპირებული" ჩვენი დედა-ქალაქი. ახლო ნათესავი ცხოვრობს "მაგათ ტერიტორიაზე" და შეწუხებულია ოჯახი, მაგათი ყაყანისგან და ხმაურისგან. სანახავად როცა მივდივარ ამ ჩემს ნათესავთან, თავი მგონია ირანში ან არაბეთში. შენ გიორგი ეს თუ ნორმალური გგონია კარგად ყოფილა შენი საქმე. ცოტა ხანში საქართველო გახდება ისეთივე, როგორიც არის საფრანგეთი, სადაც აფრიკელებს და ალჟირელებს "მიყავთ პარადი" ხოდა ეძახე ამის მერე ეძახე ევროპა. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს იარაღით შემომესევა თუ უირაღაოდ მტერი? ერთსაც მიაქვს ტერიტორია და მეორესაც. ბათუმი ამის "კარგი მაგალითია"! მერე იმათი. დედაც, ვინც რუსეთუმეობას დამმწამებს.
გიორგის
12 თებერვალი 2022 11:19
1
ირაკლი 100% ხარ. ამ რუსეთუმეებს ვერ ან არ გაურკვევიათ, ახლანდელი მტერი რუსეთია საშიში და არა 10 საუკუნის წინანდელი მტერი არაბი.
გიორგი
11 თებერვალი 2022 19:55
4
ყველა გამოხმაურება
ზედმეტს იღებ თავზე, ადვოკატო. თქვენი ეს განცხადება ტიკ-ტოკის დონის ჰაიპია, უაზრო და იაფასიანი. წარმომიდგენია თქვენი, როგორ ადვოკატის, იგივე, უფლებადამცველის პროფესიონალური დონე და ვუთანაგრძნობ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, ვინც არ უნდა იყოს იგი. ზოგადად, ვისურვებდი, თქვენისთანა პირები არ ეხებოდნენ ბინძური ინსინუაციებით რაგბის, ჯერ კიდევ დაუსვრელ, სამყაროს.
ლევანი
10 თებერვალი 2022 18:21
8

სიახლეები პოპულარული