72:10 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებს დამაჯერებლად სძლია - წინ რუსეთთან მატჩია [VIDEO]

AutoSharing Option
რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ამსტერდამში ნიდერლანდები 72:10 დაამარცხა.

თბილისში პორტუგალიასთან მოულოდნელად ფრედ დასრულებული მატჩის (25:25) შემდეგ მნიშვნელოვანი იყო ნიდერლანდებთან კარგად თამაში და მართლაც, „ბორჯღალოსნები“ დამაჯერებელნი იყვნენ, მეტოქე დაჯაბნეს, პირველი ტაიმი კი 29:3 მოიგეს. პირველი ლელო გაიტანა ნაკრებში ლუკა ჯაფარიძემ. რა თქმა უნდა, ნიდერლანდები ჩვენი რეალური კონკურენტი არ არის, მაგრამ აღსანიშნავია დერეფანში თამაშის გამოსწორება.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა და მატჩი საქართველოს ნაკრების დიდი ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა.

საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე,
13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. დავით მესხი, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლუკა ჯაფარიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ნიკა ხატიაშვილი, 19. გიორგი ჯავახია, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. მირიან მოდებაძე.

12 ლელო: ოთარ გიორგაძე (3), აკა ტაბუცაძე (2), ლუკა ჯაფარიძე, ვასილ ლობჟანიძე (2), თორნიკე ჯალაღონია, მირიან მოდებაძე, გიორგი ჭყოიძე (2)

6 გარდასახვა: აბჟანდაძე


27 თებერვალს საქართველოს ნაკრები თავის საიუბილეო, 250-ე მატჩში რუსეთს უმასპინძლებს, რომელიც დღეს სახლში ესპანეთთან 37:41 დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
ადრე ვამბობდი და ეხლაც გავიმეორებ - ის ენერგია, რასაც ჩვენი გუნდი ხარჯავს, ბარემ სამ გუნდს ეყოფა, მაგრამ რა გახდა ეს დისციპლინა, ვერ ვხვდები. აუტსაიდერ ნიდერლანდებთანაც კი არანაირი სიახლე. სულ ერთფეროვანი შეტევა. არ ვაკრიტიკებ მწვრთნელს არასოდეს, მაგრამ უკვე აშკარად თვალშისაცემია მთელი რიგი პრობლემები. ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდები უმატებენ და ჩვენ ვერა. ასე მსოფლიოზე 1 თამაშის მოგებაც გაგვიჭირდება და ჯობია დროზე მოვიდეთ გონს. რუსეთთან არა მგონია, მაგრამ რუმინეთთან და ესპანეთთან იოლი თამაშები არ გველის
: )))))))
22:33 13-02-2022
0
ასე რამ გაგამწარათ უფტო სწორედ ტვინი რამ გადაგიბრუნათ მორაგბეებზე ასეთ კომენტარებს თუ ვნახავდი ატ მეგონა არასდროს მაგრამ ჩვენთან გასაკვირი არაფერი აღარ არის ქართუმ მედიას ნაკლებად უყურეთ
Tazo
18:45 13-02-2022
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული