რუსეთისთვის გორგაძე, მიქაუტაძე, კვესელაძე და ნინიაშვილი ბრუნდებიან

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 27 თებერვალს „დინამო არენაზე“ გასამართი 250-ე ტესტისთვის გაფართოებული შემადგენლობა გამოიძახა.

საქართველო 18 საათზე 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში რუსეთს ერკინება. ამ გუნდს 1993 წლიდან 26-ედ ვეთამაშებით და 24-მატჩიანი წაუგებელი სერია გვაქვს. 29 წლის წინ, პირველ მატჩში, რუსეთმა სოპოტში 15:9 მოიგო და 2002 წელს თბილისში ფრეს (12:12) გამორჩა, დანარჩენი 23 რკენა კი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა – აქედან ბოლო 20 მიჯრით.

შარშან „დათვებს“ ორჯერ შევხვდით და ჯერ „მიხეილ მესხზე“ 16:7 დავამარცხეთ, მერე კი კალინინგრადში 23:6. საქართველოს რუსეთისთვის
გატანილი აქვს 70 ლელო (მიიღო 17) და 618 ქულა (273 გაშვებული).

შეხვედრა 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ეგიდითაც ტარდება და გამარჯვების შემთხვევაში, "ბორჯღალოსნებს" საფრანგეთის საგზური დაბევებული ექნება, თუმცა დარჩენილ თამაშებში პირველი ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

გაფართოებულ რაზმში სულ 33 მოთამაშეა – 19 მორკინალი და 14 ხაზის. წინა ორი მატჩის შემდეგ გუნდს უბრუნდებიან დავით ნინიაშვილი და კოტე მიქაუტაძე, რომლებმაც ტრავმები მოიშუშეს. მწვრთნელებმა უხმეს გიორგი კვესელაძეს "გლოსთერიდან“ და ბექა გორგაძეს „პოდან", რომლებსაც პორტუგალიისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ არ უთამაშიათ.

გაფართოებული შემადგენლობა რუსეთთან

შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 27 კეპი, 10 ქულა), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 69 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, უკეპო), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 5 კეპი, 5 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი, 7 კეპი), გიორგი პერტაია (შავი ლომი, უკეპო);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 86 კეპი, 55 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (აჟენი, 67 კეპი, 25 ქულა), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 20 კეპი, 15 ქულა);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 70 კეპი, 10 ქულა), ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 14 კეპი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 35 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 8 კეპი, 10 ქულა);

მესამე ხაზი: ბექა გორგაძე (პო, 33 კეპი, 35 ქულა), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 24 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 14 კეპი, 20 ქულა), ოთარ გიორგაძე (ბრივი, 31 კეპი, 40 ქულა), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, უკეპო), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 2 კეპი);

ხაზი

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 62 კეპი, 65 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 37 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 30 კეპი, 210 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4 კეპი, 9 ქულა);

ცენტრები, ფრთები და 15: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 82 კეპი, 60 ქულა), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 37 კეპი, 25 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 17 კეპი, 75 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 5 ქულა), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 40 ქულა), თორნიკე კახოიძე (ლელო, 1 კეპი), დავით მესხი (ენისეი, 2 კეპი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 53 ქულა), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 9 კეპი, 23 ქულა).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ სოსო! ყოჩაღ!
0
გუშინ ტულონის და მონპელიეს თამაშს ვუყურე რუგგერ ინფოზე.ძალიან დაძაბული თამაში ფრედ,24-24 დამთავრდა და სტუმრებმა უკვე გაწითლებულზე დადებული და გარდასახული ლელოთი გაათანაბრეს ანგარიში.80 წუთი ითამაშა გიგაშვილმა ტულონში და ძალიან მაგრადაც იბრძოლა,მონპელიეში სრული მატჩი ჩაატარა გელა აფრასიძემ და ანგარიშიც მისმა გარდასახვამ გაათანაბრა.მიშა ნარიაშვილი კი,მატჩის მიწურულს გამოვიდა და გუნდს დაეხმარა ანგარიშის გათანაბრებაში
სოსო
10:11 19-02-2022
1

სიახლეები პოპულარული