თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ შეხვედრაზე დაწრების უფლება მხოლოდ სტადიონის ტევადობის 33%-ს ექნებოდა, თუმცა დღეს, 22 თებერვალს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.
შეხვედრა "დინამო არენაზე" 27 თებერვალს, 18:00 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი კი 5-25 ლარია.
თამაშზე დასწრების წესები & რეკომენდაციები:
აუცილებელი კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, სტადიონზე შესვლა მაქსიმალურად მოკლე დროში რომ
თამაშის (ელექტრონული) ბილეთი;
სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება;
სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.
2023 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევში საქართველო 31 ქულით ლიდერია. მსოფლიო რაგბის უდიდეს ფორუმზე ადგილის დასაბევებლად "ბორჯღალოსნებს", შესაძლოა, 27 თებერვალს რუსეთის ნაკრების დამარცხებაც ეყოს. რუსები უშანსოდ არიან, საქართველოსთან ერთად მსოფლიოს თასზე გასვლის რეალური კანდიდატები რუმინეთი და ესპანეთი არიან; თეორიული შანსი პორტუგალიასაც აქვს.
რუსეთისთვის გორგაძე, მიქაუტაძე, კვესელაძე და ნინიაშვილი ბრუნდებიან
"საქართველოს დონემდე მისაღწევად შეუპოვარი შრომა მოგვიწევს" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი