"საქართველოს ნაკრების დამარცხებას ვაპირებდით" - რუსების მწვრთნელი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრებს "მსოფლიო რაგბიმ" მისი ეგიდით მიმდინარე ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალა. ბუნებრივია, რუსეთის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს ვერ შეხვდება. ამასთან დაკავშირებით კომენტარი რუსების სამხრეთაფრიკელმა მწვრთნელმა დიკ მიუირმა გააკეთა.

"მე განადგურებული ვარ. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ვაპირებდით. ყველა მოთამაშე იმედგაცრუებულია, მათ დიდი ძალისხმევა გასწიეს, თავდაუზოგავად ვარჯიშობდნენ. ალალად სჯეროდათ, რომ პირველად 29 წლის განმავლობაში რუსეთის ნაკრებს საქართველოს დამარცხება შეეძლო.

ბევრს არ ესმის, რისთვისაა ეს ომი. ეს პილიტიკაა და არა ჩვეულებრივი ადამიანები. კონფლიქტის ორივე მხარეს ბევრს ნათესავები ჰყავს.

თურქეთში შეკრებაზე ჩვენ გვერდით უკრაინული გუნდები
იყვნენ, ერთ სასადილოში ვსადილობდით  - ეს იყო მორაგბეებით სავსე დარბაზი. ყოველგვარი მტრობის გარეშე".

მკითხველის კომენტარები / 22 /
ძიაკაცო, ვიცი გული გექაჩებათ, მაგრამ სისულელეებსაც აქვს საზღვარი - გუნდი სახლში არ ვარგა და საქართველოს მოუგებს გასვლაზე? ჩვენც ველოდებით მაგ თამაშს - გულშემატკივრებმა გულები უნდა გაგიხეთქოთ
:))))
20:44 02-03-2022
0
რა სულზე მოგვისწრო ამ სანქციებმა, თორემ პირველ მარცხს ვიწვნევდით რუსებთან.
იდი ნა ...
20:40 02-03-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული