შარიქაძე: ბოლო წლებში რუმინეთს ყველაზე ძლიერი ნაკრები ჰყავს

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ შარიქაძე მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში რუმინეთს საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს და ბუქარესტში მძიმე თამაშის მოლოდინშია.

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრა 12 მარტს, ჩვენი დროით 19:30 საათზე დაიწყება. ეს თამაში ასევე 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის ეგიდით იმართება და მის შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს ესპანეთის, პორტუგალიისა და რუმინეთის ნაკრებებისთვის, რომლებიც საფრანგეთის მეორე საგზურისთვის იბრძვიან.

"ბოლო წლებში რუმინეთს ყველაზე ძლიერი ნაკრები ჰყავს და მძიმე თამაში გვექნება. მათ არაერთი უცხოელის ნატურალიზება მოახდინეს
და შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააძლიერეს. მძიმე და ძალისმიერი გუნდია, რომელსაც შეუძლია ქულების აღება. მიუხედავად ყველაფრისა, გვაქვს იმედი, რომ განსაკუთრებით ასეთი მძიმე სიტუაციის ფონზე, შევძლებთ და ჩვენს გულშემატკივრებს გავახარებთ" - ამბობს მერაბ შარიქაძე.

13 მარტს, საქართველოს დროით 15:45 საათზე ესპანეთი პორტუგალიას მადრიდში დაუხვდება. გაუქმდა გუშინ გასამართი მატჩი რუსეთსა და ნიდერლანდებს შორის. რუსეთს შეუნარჩუნდა ბოლო სამ მატჩამდე დაფიქსირებული შედეგები, საქართველოსთან, ნიდერლანდებთან და პორტუგალიასთან კი, წაგებები ჩაეთვალა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ხო კიდევ, ამ თამაშის მოგებაში ტაბუცაძე და ნინიაშვილი გაიბრწყინებენ....
გიორგი 50
17:24 12-03-2022
0
ფაქტია,რომ საქართველოს ნაკრებიც ვერ თამაშობს დამაჯერებლად.რუმინელებმა კი იმდენ უცხოელს მისცეს ნატურალიზაცია,რომ წესით საკმაოდ მოძლიერებული უნდა იყოს.ასე რომ მართლაც მძიმე ბრძოლას ველი,თუმცა ჩვენი ცოტა შერყეული პრესტიჟი თუ არ გავიმაგრეთ,რუსებისა არ იყოს,ყველა კბილებს დაილესავს ჩვენზე და გამარჯვებას დაიქადნებს.დროა ჩვენი ნამდვილი ძალაც გამოვაჩინოთ და ვნახოთ,რა შეგვიძლია.კარგ თამაშს ვუსურვებ ბორჯღალოსნებს და რა თქმა უნდა, ლამაზ გამარჯვებას.
სოსო
16:47 12-03-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული