საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის რაგბი ევროპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბუქარესტში რუმინეთს 26:23 სძლია.

მატჩი საინტერესოდ დაიწყო: დებიუტში მეტოქემ „ბორჯღალოსნების“ იერიში მოიგერია, მსაჯმა ტაბუცაძე გააძევა, აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ შემდეგი შეტევისას ლობჟანიძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. შემდეგ მელინტემ ორი საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. ამას შარიქაძისა და თოდუას ლელოები და აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული გარდასახვები მოჰყვა. ტაიმის დასასრულს კოჟოკარუმ ლელო გაგვიტანა, მელინტემ გარდასახვა, ბოლოს მან ცენტრიდან საჯარიმოს რეალიზება ვერ მოახერხა და პირველი ტაიმი 21:13 მოვიგეთ.

შესვენების შემდეგ შარიქაძე მსაჯს შეეკამათა,
მან საჯარიმო დანიშნა და მილინტემ მორიგი შანსი ხელიდან არ გაუშვა, მოწინააღმდეგე სახიფათო ზღვარზე მოგვიახლოვდა, 66-ე წუთზე შეტევის მოგერიებისას მსაჯმა აფრასიძე გაასიმბინა, „ბორჯღალოსნებმა“ წნეხს გაუძლეს, ტაბუცაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გააცუდა. ვლახებმა სწრაფად გვიპასუხეს ლელოთი და ზუსტი გარდასახვით და ანგარიში ისევ 3 ქულამდე შემცირდა, სიტუაცია უაღრესად დაიძაბა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა შეძლო.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე ევროპის ზონიდან პირველი ადგილით გავიდა და ჯგუფში უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფის გამარჯვებულ გუნდთან ერთად იასპარეზებს.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.

4 ლელო: ლობჟანიძე, შარიქაძე, თოდუა, ტაბუცაძე

3 გარდასახვა: აბჟანდაძე

2 სინბინი: ტაბუცაძე, აფრასიძე

მკითხველის კომენტარები / 52 /
ესე არ შეიძლებაა რა. მადლობა მაისაშვილს ყველაფრისთვის მაგრამ ხო ხედავთ რომ ნაკრებს მაგრად უჭირს. პორტუგალიას ვერ მოვუგეთ და დღეს ძლივს მოვიგეთ რუმინეთთან. წელიწად ნახევარია მსოფლიომდე, სასწრაფოდ ვინმე კვალიფიციური მწვრთნელი თუარ მოვიყვანეთ, ჩვენი საქმე ძალიან ცუდად წავა
ქართველი
12 მარტი 2022 22:49
1
მადლობა თითქმის ორწლიანი ბღლარძუნისათვის?
: )))))))
12 მარტი 2022 23:47
2
უკან და უკან მივდივართ. მოიყვანეთ რა ვინმე უცხოელი მწვრთნელი. რა ყველაფერი უნდა დაანგრიოთ და გააფუჭოთ.
ლომი
12 მარტი 2022 21:37
3
ე.ი. მწვრთნელი უნდა იყოს თუ არა კვალიფიციური, მაღალრეიტინგული და ათას ტაქტიკაზე გადამხტარი მაგას არავინ გვეკითხება გულშემატკივრებს და ნაკრები რო ინერციით მიდის ჯერჯერობით მაგასაც მარტო ჩვენ ვხედავთ. თაობა უკეთესზე უკეთესი მოდის ყოველ ჯერზე მარა მოცვეთილი ძველების გამოცდილებაა ჯერ რო არ ვაგებთ-ჯერ. მსოფლიოს წამყვანი ნაკრებები სველდებოდნენ ჩვენს შერკინებაზე და მაგის აჩრდილიც აღარაა, მოლი უღერძოა, რაქი ნელია ან ჯარიმიანი, დერეფანზე ცალკე პროზაა დასაწერი. ხარივით და ლომივით ბიჭები გვყავს და ვინმემ აუხსენით სწორი ტაქტიკა მეტოქეების გათვალისწინებით. რასაც ეხლა თამაშობენ მაგას უმწვრთნელოდაც ითამაშებენ.
გიგი
13 მარტი 2022 03:10
2
გენიოსი ხარ მაისაშვილო! ყოჩაღ!არსად წახვიდე სანამ მსოფლიოზე არ ჩააფლავებ !რა ფასად დამიჯდა დღევანდელი თამაშის ყურება ჯერ არვიცი,შეიძლება ინფარქტმა დამარტყას..
ვაი შენს პატრონს!
13 მარტი 2022 00:05
0
და სხვას რა ელოდები? გუნდმა 2019ის მსოფლიოს მერე 8 ერის ტურნირი გამოიარა , სამხრეთ აფრიკასთან, საფრანგეთთან და ფიჯისთან ტესტ-მატჩები ითამაშა, დღეს კი პორტუგალიასთან წვალობს და სახლში ესპანეთთან თამაშამდე გვარიანი საფიქრალი დაუგროვდა. ეს გუნდი არაოფიციალურად ზაფხულში იტალიას ელოდება თბილისში და მოსაგებად ეტოლება, სადაც არანაირი შანსი არა გვაქვს. უკან მივდივართ ფაქტია და მსოფლიოზე იმ აუტსაიდერსაც თუ ვერ მოვუგეთ, ჰყავდეთ მაისაშვილი, სანამ არ მობეზრდებათ
: )))))))
13 მარტი 2022 02:26
0
უჭირთ შერკინებაში,ადრე ამაში თითქმის ყველა ძლიერ გუნდებსაც კი აჩმორებდენ,ეს რა ჯანდაბაა ჰაუტის მოწოდებასაც წესიერად ვერ ახერხებენ და სამჯერ,მგონი ზედიზედ მეტოქეს ჩააბარეს ბურთი,არ მინდა,რომ ვთქვა,მაგრამ მე მგონი რეგრესი სახეზეა,დროზეა შველა საჭირო,თორემ მომავალ წელს შეიძლება ურო ჩავყვინთოთ თანაც ღრმად.
ნიანია ბაკურიანი
12 მარტი 2022 22:58
0
ნინიაშვილი რომ არა ამ თამაშს წავაგებდით, მისი აქტიურობით დაიდო ორი ლელო.
დიმა
12 მარტი 2022 21:32
1
100%
დიდგორელი
13 მარტი 2022 00:41
0
გადააყენეთ მაისაშვილი !

დედას გაფიცებთ არ დამიბლოკოთ
დიდგორელი
12 მარტი 2022 22:19
1
უმწვრთნელოდ თამაშობენ
ელგუჯა
12 მარტი 2022 21:37
2
Ashkaraaa regresiii ashkaraa
I have
12 მარტი 2022 21:38
1
ეს მძიმე ბრძოლა, ჩვენების მიერ დაშვებულმა ბევრმა შეცდომამ გამოიწვია, უცხოელი მაღალი კვალიფიკაციის მთავარი მწვრთნელი გვჭირდება, დროს ვკარგავთ ტყუილად, ეს უფრო ადრეც უნდა გაგვეკეთებინა
ალეკსანდრე
13 მარტი 2022 13:26
6

სიახლეები პოპულარული