პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთს ამარცხებს

AutoSharing Option
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ესპანეთს 18:8 ამარცხებს.

ორივე გუნდს მსოფლიოს თასზე მონაწილეობა გარანტირებული ჰქონდა და „ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ესპანეთს არაოფიციალურ ფინალში შეერკინა.

მართალია, მოედანი თოვლისგან გაწმინდეს, მაგრამ სველი იყო და ამან თამაშზე გარკვეული გავლენა მოახდინა. დებიუტში არეკნით საქართველოს ნაკრები ლობჟანიძემ დააწინაურა. თუმცა, მეტოქემ საჯარიმოდან ანგარიში მალევე გაათანაბრა. შემდეგ აბჟანდაძემ საჯარიმოთი ისევ წინ გაიყვანა ჩვენი გუნდი. მორაგბეებს სველ მოედანზე ფეხი უსრიალებდათ და მრავალფაზიანი შეტევების განხორციელებას ვერ ახერხებდნენ. 23-ე
წუთზე ესპანელებმა მოლის შედეგად ლელო გაგვიტანეს, გარდასახვა ვერ გამოიყენეს, რასაც კარგი იერიშითებითა და ტაბუცაძისა და გიორგაძის ლელოებით ვუპასუხეთ, ხოლო აბჟანდაძემ ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა და პირველი ტაიმი 18:8 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რატო ბლოკავთ კომენტარს
გიყიდათ ტყემალაძემ
რატო არ დაბთ კომენტარი
20 მარტი 2022 19:20
2
რომელიმე ტელევიზია აჩვენებს ამ თამაშს , ვინმემ იქნებ მითხრას თუ ძმა ხარ !
გიორგი ვარშავიდან
20 მარტი 2022 19:06
0
მოდერატორი გამოაქვეყნე, ნუ იქნები მლიქვნელი, არ შეიძლება ასე მოგექცნენ გულშემატკივარს და ეროვნული სიამაყის დამაზი ტრადიცია ი გააქრონ ნაკრების ფორმიდან
ბს
20 მარტი 2022 18:59
0
იმედია მოდერატორს ექნება ნამუსი და შესაბამისად პროტესტის გრძნობაც ანუ არ დაბლოკავს ჩემ კომენტარს, ასე არ შეიძლება, ეს რა უბედურება გვჭირს, ტრადიციას ვქმნით, ვაყალიბებთ, ვიყარებთ და მერე აჰვიჯაცის ხუშტურის გამო ყველაფერს ხაზი ესმება.
ბს
20 მარტი 2022 18:57
0
რა ხდება ხალხო? სად არის ტრადიციულად ქცეული ქართული წითელი ანუ შინდისფერი ფორმა? სად არის ვაზის ლერწი? რატო აძლევთ უფლებას რომ ფედერაციამ თავის ჭკუაზე შეცვალოს ეს, მხოლოდ იმიტომ რომ თურმე წინა ფედერაციის გაკეთებულია? აბა რა ვიფიქრო? ამიხსენით! რას გავს ახლა ეს საქციელი?
ბს
20 მარტი 2022 18:54
0

სიახლეები პოპულარული