უკვე უკეთ - არაოფიციალურ ფინალში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს დამაჯერებლად სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 49:15 დაამარცხა.

ორივე გუნდს მსოფლიოს თასზე მონაწილეობა გარანტირებული ჰქონდა და „ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ესპანეთს არაოფიციალურ ფინალში შეერკინა.

მართალია, მოედანი თოვლისგან გაწმინდეს, მაგრამ სველი იყო და ამან თამაშზე გარკვეული გავლენა მოახდინა. დებიუტში არეკნით საქართველოს ნაკრები ლობჟანიძემ დააწინაურა. თუმცა, მეტოქემ საჯარიმოდან ანგარიში მალევე გაათანაბრა. შემდეგ აბჟანდაძემ საჯარიმოთი ისევ წინ გაიყვანა ჩვენი გუნდი. მორაგბეებს სველ მოედანზე ფეხი უსრიალებდათ და მრავალფაზიანი შეტევების განხორციელებას ვერ ახერხებდნენ. 23-ე წუთზე ესპანელებმა მოლის შედეგად ლელო გაგვიტანეს,
გარდასახვა ვერ გამოიყენეს, რასაც კარგი იერიშითებითა და ტაბუცაძისა და გიორგაძის ლელოებით ვუპასუხეთ, ხოლო აბჟანდაძემ ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა და პირველი ტაიმი 18:8 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ესპანელებმა მოლით ლელოს დადება მოახერხეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში შეამცირეს. საპასუხო შეტევისას აბჟანდაძემ საჯარიმოდან გაიტანა, მერე მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლობჟანიძემ კარგად ითამაშა, შარიქაძემ იერიში ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანდაძე კი გარდასახვისას ზუსტი იყო. ცოტა ხანში ტაბუცაძემ ფლანგზე ვიზავის დაცვა გაჭრა, ბრწყინვალე ლელო გაიტანა, აბჟანდაძე გარდასახვისას ისევ ზუსტი იყო. საქართველოს ნაკრები სრულ უპირატესობას დაეუფლა, გიორგაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში გაზარდა. შეხვედრა კი ჭყოიძის ლელოთი და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ქართველოს ნაკრები მეთოთხმეტედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. ლუკა ივანიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.

6 ლელო: ტაბუცაძე (2), გიორგაძე (2), შარიქაძე, ჭყოიძე

5 გარდასახვა: აბჟანდაძე

2 ჯარიმა: აბჟანდაძე

1 არეკნი: ლობჟანიძე

მკითხველის კომენტარები / 38 /
საკმაოდ კარგი შემადგენლობა გვყავს და ცოდოა ასეთი დაბალი დონის სამწვრთნელო შტაბის ხელში
giga
21 მარტი 2022 12:53
4
რაგბის ცოდნა იმ დონეზე, რომ მწვრთნელის დონე შევაფასო არ მაქვს, ამიტომ რაიმეს მტკიცებას არ ვაპირებ, გამოვიყენებ დამკვიდრებულ აზრს, მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო და თუ ეს ასეა მაშინ მაისაშვილს ფრიადს ვუწერ. გუნდს თამაშის დროს ქონდა შეცდომები და ეს ჩვეულებრივი ამბავია, მით უმეტეს ისეთ ამინდის პირობებში, როგორც გუშინ იყო. მუდამ მიკვირდა გუნდი რატომ არ იყენებდა არეკნით ქულების მოპოვებას და გუშინ ეს ვნახე. ბოლო დროს შერკინებაში აღარ იგრძნობოდა ის უპირატესობა რაც მუდამ გვქონდა მეტოქესთან შედარებით, დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ ნარიაშვილის შემოსვლის შემდეგ სურათი რადიკალურად შეიცვალა, იგივეს ვიტყვი მოლის შესახებ. ამ თამაშსი განსაკუთრებულად გამახარა გუნდის ხასიათმა, რომელიც ბოლომდე შეინარჩუნეს და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ თამაშის დამთავრებისას კიდევ ერთი ტაიმის ენერგია და ჟინი კიდევ ქონდათ სათამაშოდ. რაც დიდად სასიხარულოა.
გაიოზი
21 მარტი 2022 12:42
4
ლევან მაისაშვილის მაქებრებს საერთოდ რაგბი გესმით? შეგტკივათ გული ქართულ რაგბზე? პრეტენზია გვაქვს 6 ერში მონაწილეობაზე და ესპანეთთან თამაში რა დაინახეთ სასიკეთო? მწვრთნელის რა სისტემები და მონახაზი დაინახეთ ასე რომ აღფრთოვანდით? შერკინება ინგლისს და ახალ ზელანდიას რომ ღუნავდა რას აკეთებს მაისაშვილის ხელში? 6 ერს ვინც უყურა, იტალიასთან გვაქვს რამე შანსი ამ მწვრთნელის ხელში? დიდი მადლობა მოთამაშეებს ამ მწვრთნელის ხელში, უფრო სწორად უმწვრთნელოდ ბოლომდე რომ დებენ ჯიგარს!
რაგბი
21 მარტი 2022 11:17
8
მიუხედავად გამარჯვებისა, ნაკრების თამაშში კვლავ გამოჩნდა ისეთივე ხარვეზები, რაც წინა მატჩებში. თუ ეს შეცდომები არ იქნა გამოსწორებული, არცერთი მაღალი კლასის გუნდი ამას არ გვაპატიებს.
გიზო რაჭველი
21 მარტი 2022 11:06
1
მაისაშვილმა ყველას დაუმტკიცა, რომ ისინი ცდებიან! რა ჯინში ხართ ამ კაცთან, რა გინდათ ბოლობოლო???
....
21 მარტი 2022 04:28
21
რატომ უნდა ერჩოდეს ვინმე? არ არის სანაკრებო დონის მწვრთნელი ეს კაცი და ჰა! შავ ლომშიც არის და აქაც, თითქოს მის გარდა მწვრთნელი არ არსებობდეს. ფედერაციის პრეზიდენტის ძმაკაცობა მატებს კვალიფიკაციას? გუნდი, რომელიც იტალიასთან მოგებაზე ფიქრობს, პორტუგალიასთან და დღევანდელ რუმინეთთან ასე უფანტაზიოდ არ უნდა ცოდვილობდეს. ნორმალური გულშემატკივარი ფიჯის და იტალიის დამარცხებას გუნდს ვერ მოსთხოვს, მაგრამ თბილისში პორტუგალიასთან თავისუფლად უნდა იგებდეს.
????
21 მარტი 2022 10:09
7
ხალხო, ეს ნორმალურია, რომ უველა თამაშის წინ მარცხს ველოდოთ? და მხოლოდ იმიტომ, რომ არ გვყავს მწვრთელი? როდემდე უნდა ვუყუროთ მაისაშვილის წვალებას? არ შეუძლია ამ კაცს გუნდის განვითარება და რატომ არ მიდის? წადი, წადი, წადი!
გიორგი
21 მარტი 2022 04:02
15
რაგბის ცოდნა არა არის მარტო თამაშის წესების ცოდნა...!
....
21 მარტი 2022 03:33
0
14.O3.2022 რაოდენ სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში ქომაგებს შორის რაგბი ძალიან ცოტა ვინმეს თუ ესმის! რამოდენიმე ხნის წინ მსოფლიოში ყველა აღნიშნავდა, რომ საქართველოს ნაკრები ამ დონის ტურნირისთვის გადაიზრდილი სჩანს, ყველა ჩატარებულ თამაშს დამაჯერებლად იგებსო. 6 ერის გათამაშებაში ჩვენ არ გვღებულობენ! იძულებულები ვართ ფეხი აუწყოთ რეალობას! მე თქვენ გეკითხებით, ევროპის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ქვეყნებისთვის, რაიმე ინტერესი ექნება ამ ტურნირს, საქართველოს ნაკრებმა რომ ყველა თამაში დამაჯერებლად მოიგოს? ასე რომ მოხდეს ჩვენ კი გაგვიხარდება, მაგრამ მარტო ქართველების ქეიფზე ხომ არ ივლის FIRA AER-ი? როგორ შეიძლება, რომ ამას ვერ ხედავდე ???
....
21 მარტი 2022 04:02
6
14 მარტი 2022 21:30 მაისაშვილს რას ერჩით, საქმეს თავს ვერ ართმევს, თუ რა??? პასუხი მოვთხოვოთ, თუ წავაგებთ ბოლო თამაშს ესპანელებთან, ევროპის ჩემპიონები ვერ გავხდებით!
....
21 მარტი 2022 02:48
9
ვუყურებდი თამაშს და დიდი სიამაყით ვივსებოდი. ძალიან, ძალიან მწყდებოდა გული, რომ ასეთ თამაშს ტელევიზორში ვუყურებდი და არ ვიყავი სტადიონზე. ეს ხომ ღირსეულ მეტოქეთა თამაში იყო თბილისში, დინამოზე ევროპის ჩემპიონობაზე, სადაც ჩვენმა ბიჭებმა 4-5 წლის უკანდელი ნაკრები გამახსენეს და ღირსეულად გახდნენ ევროპის ჩემპიონობა. ძალიან მომეწონა და გამიხარდა ის, რომ ნელა მაგრამ მაინც გადავდივართ ხელით თამაშზე და კიდევ რაც უფრო უახლოვდებოდა თამაში ფინალში, მით უფრო მეტ ჟინსა და მონდომებას ამჟღავნებდნენ ბიჭები დამრჩა შთაბეჭდილება მათ სულ ცოტა კიდევ ერთი ტაიმი შეეძლოთ ასეთი მონდომებით და ჟინით ეთამაშათ. რაც ქართულ სპორტი უიშვიათესია. დიდი დინამოს შემდეგ არც მახსოვს ასეთი შემთხვევა. დიდი მადლობა ბიჭებს. დიდ წარმატებას გისურვებთ მსოფლიოზე.
გიზოგ
21 მარტი 2022 00:24
1
გასაგებია ყველას თავის აზრი აქვს, თუმცა ძალიან მაინტერესებს, ბატონმა, რომელმაც დისლაიქი დადო რა არ მოეწონა კომენტარში? გთხოვთ დამდოთ პატივი და მიმითითოთ დაშვებული შეცდომის შესახებ.
გიზოგ
21 მარტი 2022 12:07
0
რა ვაზის რტო, რომელი ატმის კურკა? )))))))))
აბო
20 მარტი 2022 23:10
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული