2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ესპანეთის 49:15 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა:
"ფინალი ყოველთვის განსხვავებული თამაშია და რთული შეხვედრა რომ გველოდა, თავიდანვე ვიცოდით. გარდა ამისა, წელს ესპანეთი სხვა გუნდებთან შედარებით აშკარა ფავორიტი იყო. თამაშის გარდასატეხად ორივე ტაიმში დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა.
კონსტრუქციული კრიტიკა ძალიან კარგია და ხშირ შემთხვევაში, ეს გარკვეულწილად მოტივაციასაც გვაძლევს, თუმცა ხშირი იყო დაუსაბუთებელი განცხადებები, რაც საწყენია. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - ჩვენ გვექნება რთული თამაშები, რადგან ყველა ისე გვიყურებს, როგორც ფავორიტს და ცდილობენ, მაქსიმალურად კარგად ითამაშონ. გარდა ამისა, ყველა გუნდმა თაობათა ცვლის პროცესი 4-5 წლის წინ გაიარა და ტურნირს კარგად მომზადებულები შეხვდნენ. ჩვენ კი ამ პროცესს ახლა გავდივართ.
არის კიდევ ერთი მომენტი - ყოველთვის გვიჭირს ტურნირის დაწყება, რადგან მოსამზადებლად ცოტა დრო გვაქვს და სანამ გუნდი აეწყობა, არის პრობლემები. თუ გავიხსენებთ პირველ თამაშს, მთელი კვირა ფორს-მაჟორში გავიარეთ. გუნდის 40%-ს, მწვრთნელიან-მოთამაშეებიანად, "ომიკრონი" შეხვდა და აბსოლუტურად მოუმზადებლები ვიყავით. მეორე თამაში კარგად ჩავატარეთ, რუმინეთთან სტუმრად თამაში კი მარტივი არასდროსაა. ბუქარესტში მოვიგეთ, მაგრამ ისეთი კრიტიკა მივიღეთ, მე და "ბუკა" ერთმანეთს ვეკითხებოდით, ხომ არ წავაგეთო. დიახ, ესპანეთთან საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ. დრო გვჭირდება სტაბილურობის მისაღწევად.
ბოლო წლებში მსოფლიო რაგბიმ წესებში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომ შერკინებაში ერთპიროვნული დომინაცია ნებისმიერ გუნდს უჭირს. დინამიკა, ცვლილებები, ყველაფერი იქით მიდის, რომ აუცილებელი იყო ჩვენი თამაშის სტილის შეცვლა. გარდა ამისა, გუნდი დატოვა არაერთმა ძალიან ძლიერმა მორკინალმა, რომელთა ჩანაცვლება ასე მარტივი არ არის. ლოგიკურია, რომ ასეთ სიტუაციაში თამაშის სტილის შეცვლაზე უნდა გვეფიქრა. არის კიდევ ერთი მომენტი. ყველა გუნდი, რომლებიც ჩვენთან სათამაშოდ ემზადებიან, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შერკინებაში თამაშს. ისედაც საჭირო იყო ბალანსი შერკინებასა და ხაზის თამაშში და ამ ყველაფერმა ეს კიდევ უფრო დააჩქარა. აქ თავისი წვლილი მიუძღვის "შავ ლომს", სადაც ხაზის მოთამაშეების 80% გვყავს, მათთან მთელი წლის განმავლობაში მიდის მუშაობა და ეს დაგვეტყო როგორც ნოემბრის ტესტებზე, ასევე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე. ვაგრძელებთ მუშაობას და ვეცდებით, პრობლემები კიდევ უფრო შევამციროთ".
rugby.ge
გიორგი
აუფ, ამის იმედად თუ ხარ, მალე რაგბი ევროპასაც ვერ მოვიგებთ. ჩვენს გარდა ყველა გუნდი მზარდია და ჰყავს მაღალი დონი მწვრთნელი. ჩვენ უკან-უკან მივჩოჩავთ. კი, ხაზის თამაში ნამდვილად გამოასწორა ბრაუნმა, მაგრამ ეს სერიოზულ მოწინააღმდეგესთან უნდა გამოვცადოთ.
რეზო
თაობათა ცვლა როდის მორჩება ჩვენთან, ეს თაობა რომ დაასრულებს თამაშს? 4-5 წელია უკვე რაც ჩვენც თაობათა ცვლაში ვართ. მწვრთნელი გვყავდა შესაცვლელი, და არა ეს თAობა.
zviads
წარმატებები ლევან, გვეიმედება შენი!! მე ვფიქრობ ერთი კარგი ყოველკვირეული გადაცემა რაგბზე აუცილებელია, სადაც გაირჩევა ყველაფერი ნაკრებზე და არამარტო..
ლუკა
თაობათა ცვლაზე მაგრად მოიტყუა :/
Gio
განსაკუთრებით ვადევნებ თვალს საფრანგეთის ტოპ 14 ს და პრო დ2 ს, მეამაყება როცა ფრანგი პომენტატორები ქებას არ იშურებენ და ჩვენი ბიჭების მიმართ და რაგბის ქვეყანად მოგვიხსენიებენ, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში ტარდება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის აქ მცხოვრები ქართველებისთვის, თუმცა აგარ დაგიმალავთ და ძალიან განვიცდი , ძალიან მანერვიულებს ჩვენი ნაკრების თამაში, თავდადება და პატრიოტიზმი ბიჭებს არ აკლიათ მაგრამ ჩემი ობიექტური აზრით რაგაც უნდა შეიცვალოს, დიდი ხანია აგარ არის პროგრესი, ისე გამოდის რო უკვე ესპანეთთან მოგებაც უნდა გვიხაროდეს, ესპანეთს რომელზეც არასდროს არავინ საუბრობს მსოფლიო რაგბის წრეში, შეხედეთ იაპონიას, არგენტინას, ფიჯის, გუნდებს. რომლებსაც წლების უკან ტოლს არ უდებდით , არასდროს არავინ გამიკრიტიკებია და არც არასდროს კომენტარი არ დამიწერია მაგრამ უკვე ვეღარ მოვითმინე, ძალიან მაშინებს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი, და ბოლოს : რაგბი ჩვენი სპორტია, მიდით ბიჭებო
პაატა
ლევან თაობათა ცვლა ჩვენს ნაკრებში მგონი ეგრე 4-5 წლის წინ დაიწყო, ასე რომ მხოლოდ მაგ არგუმენტით შორს ვერ წავალთ... რაც შეეხება შავი ლომს?! ეგ ამბავი ცალკე დიდ გაუგებრობად მინაჩნია. ასე რომ, როგორც ერთი რიგითი გულშემატკივარი, მე ვერ ვარ თქვენი მთავარი მწვრთნელობით მოხიბლული. რატომღაც თქვენი საუბარი ჰეიგის მწვრთნელობის ბოლო ორ წელს მახსენებს, ვეღარ ქაჩავდა მელიტონი და ზუსტად ამ სტილში საუბრობდა. ჩემის აზრით 5 წელი ძლიერი უცხოელი მწვრთნელის ასისტენტად რომ იმუშაოთ, გაცილებით განვითარდებით როგორც მწვრთნელი და შემდგომ პერიოდში ჩვენს რაგბსაც უფრო მეტ სარგებელს მოუტან ლევან!
გაგა
თანამდებობა მართლა ქართლ სენი ყოფილა. რაზე ლაპარაკობ, ლევან საერთოდ/ არ გრცხვენია? რა თაობათა ცვლა? რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს? ეგაა მიზეზი? გუნდს რომ საერთოდ არანაირი მონახაზი არ გააჩნია და ისე თამაშობს? დიდი ხნაი ესპანეთი და რუმინეთი მაგარი გუნდები გახდნენ? ეგაა ჩვენი საზომი? აბა 6 ერი გვინდაო? როგორ თანხმდება ეს ორი მოცემულობა ერთმანეთთან? ბოლო თამაში შედარებით კარგი იყო. ხაზი შედარება არაა უკეთ თამაშობს. ბუკას ნუ წყინს, მატ მიმართ არ გვაქვს პრეტენზიები, მწვრთნელების მიმართ გვაქვს. შერკინება ( რომელიც პოტენციურად უფრო ძლიერია, ვიდრეოდესმე გვყოლია) პორტუგალიის დონსი რატომ გვყავს? გამახსენე, ლევან, როდის იყო აქამდე, რომ მეტოქს (ნებისნიერის) მოლისას თითქმის დარწმნებული ვართ, რომ დაგვიდებენ? და ეგრეც ხდება/ ჩვენი მოლი 1 მეტრს რომ ვერ გადის? მიწოლაში რომ ვერავისთან ვერ ვდომინირებთ (ჰოლანდია არ მოიყვანო მაგალითად, უკვე მოიყვანე). ის, რომ ზირაქა აღარ გვყავს არგუმნეტი არაა. ჩილაჩავას შენ არ ეძახი, არ ეძახი ყაულაშვილს, პაპიძეს, ტაბიძეს, აზარიაშვილს, ნუცუბიძეს. მაგრამ ხარაიშვილის უნდა დომინირებდეს ამათთან და სხვა ნებისმიერცი აღარ ვამბობ გიგასვილზე. გიგაშვილი და გოგიჩაშვილი ტულონის და რასინგის ძირითადი ბურჯები არიან. ე,ი, ნაკრებშია პრობლემა, არა? 20 წლის უმძიმეს ტრავმამოშუშებულ კარკაძეზე რო გადატეხე ჯოხი, ეგ სწორია? ყველას ჰუკერს ჯობს შადრეს გარდა დღეს. გინდაც ნიორაძე ფანტასტიური ბიჭია. უდიდესი მადლობა ჯაბას, კარგი ბიჭია ჭყოიძე, მაგრამ მსოფლიოზე სხვები არიან წასაყვანი. მიშა ნარიაშვილი ყველა დროის საუკეთესო მარცხენა ბურჯია საქართველოში და ერთ დროს მსოფლიოშიც იყო, მაგრამ ვეღარ თამაშობს. ვფიქრობ, ერთი მსოფლიო კიდე ეკუთც=ვნის, მაგრამ სხვებს რატო არ ეძებ? უამრავია საფრანგეთში. ჯავახია სულ თამაშობს, შენ არ იწვევ. გოგოლაშვილი სულ თამაშობს 15ზე ორიაკში, რატომ არ იწვევ? განებივრებული ვართ ხაზში? ლუბიმჩიკები რო გყავს ეს ნათელია და ძალიან ცუდიაა. მოკლედ, წადი რა შავ ლომში. დაიხვეწე. ჯერ არაა ნაკრები შენი დონე, აქ მინიმუმ მინიონი გვირდება
გიორგი
ბატონო ლევან, კონსტუქციული კრიტის 99% იმაზე დაიყვანება, რომ დროა დასტოვოთ მთავარი მწვრთნლის პოსტი. უთხარით თქვენს ძმაკაც სოსოს, რომ შეასრულოდ დანაპირები და ჩამოიყვანოს ხეირიანი მწვრთნელი. თქვენ კი მის დახმარებას მართლაც კარგად შეძლებთ. დასტოვეთ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი! ვერ ქაჩავთ, ვერა!!!
rezo
ლევან ჯობია ქუდი დაიხურო და წახვიდე, აბა ძმაკაცს ხომ არ გააშვებინებ თავს ნაკრებიდან.
123პპ
რაგბში ცვლილებები შემოვიდაო რომ ამბობ,ნაკრების თამაშში რამე ახალი შემოიტანე?სტილის შეცვლაზე რომ ამბობ რა შეცვალე?ასეთი თამაშით დიდ გუნდებთან მაგრად ჩავფლავდებით...
ლომი
ლევან კარგი ადამიანი ხარ და ნორმალური მწვრთნელი მაგრამ ამ ნაკრებს უფრო ძლიერი და მაღალი დონის მწვრთნელი ჭირდება თორემ რუმინეთს რაც დაემართა ის დაგვემართება ჩვენც.
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი
"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?
სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით
"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი
თავადაც ხვდება, რომ უშანსოდაა - პიმბლეტის რეაქცია თოფურიას ნოკაუტზე [VIDEO]
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"