ეს იქნება მეოთხე შემთხვევა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, როდესაც საქართველო "დრაკონებს“ შეხვდება.
პირველი შეხვედრა 2017 წლის ნოემბერში, "პრინიციფალითიზე“ შედგა და 55 310-მა ქომაგმა დაძაბული თამაში იხილა. "ბორჯღალოსნებს" ჰქონდათ შანსი, რომ მრისხანე მეტოქესთან ფრედ ეთამაშათ, მაგრამ საბოლოოდ მასპინძლებმა 13:6 იმარჯვეს.
2019 წლის მსოფლიო თასზე უელსს იაპონიაში ვეთამაშეთ და მეტოქემ დამაჯერებლად მოიგო – 43:14. 2020 წლის შემოდგომის ერთა თასზე „დრაკონებს“ ლიანელში, "პარკ სკარლეტზე“ ვერკინეთ. მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს და 18:0 მოიგეს.
აღსანიშნავია,
მნიშვნელოვანია, რომ პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ ნოემბრის ტესტ-მატჩებზე სამხრეთელი გრანდები ჩრდილოეთში ბრუნდებიან. "ბორჯღალოსნებთან" მატჩამდე უელსი 5 ნოემბერს ახალ ზელანდიას და 12 ნოემბერს არგენტინას მასპინძლობს, ჩვენ შემდეგ კი, 26 ნოემბერს, ავსტრალიას დაუხვდება.
"სანაკრებო (ტესტ-მატჩი) რაგბიში ყველას სურვილია, რომ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ითამაშოს და ნოემბერში ამის შესაძლებლობა გვექნება. ნოემბერში ვეთამაშებით რაგბის ჩემპიონატის სამივე წარმომადგენელს. დაუმატეთ ამას შეხვედრა საქართველოსთან, რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი ერთ-ერთი მეტოქეა და ეს მომავალ რკენას უფრო საინტერესოს ხდის“ – ამბობს უელსის რაგბის კავშირის გენერალური დირექტორი სტივ ფილიპსი.
"მსოფლიო თასის წინ უელსთან თამაში ძალიან სასიხარულო და საინტერესოა. ზოგადად, ტიერ1-ის გუნდებთან შეხვედრა ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა. მოვსინჯავთ ძალებს და ვნახავთ, რა შეგვიძლია. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა შემადგენლობით დაგვხვდება მეტოქე. უელსს არ აქვს ისეთი სიღრმე, როგორიც საფრანგეთს და ინგლისს. სხვა ხარისხის რაგბის თამაშობს მათი პირველი შემადგენლობა და სხვას - მეორე ნომრები, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი თამაში იქნება. უელსი ძიების პროცესშია, რადგან ბევრი მოთამაშე წავიდა ნაკრებიდან და პივაკი ცდილობს, მსოფლიო თასის წინ ახალი გუნდი ააშენოს“ – თქვა "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.
უკვე ცნობილია, რომ 19 ნოემბრის თამაშის ბილეთების ფასი 10, 15, 20, 25 და 35 გირვანქა სტერლინგი იქნება და მათი გაყიდვა 10 ივნისიდან დაიწყება.
Georgian rugby