საქართველო - იტალიის სარაგბო მატჩის არბიტრი ცნობილია

AutoSharing Option
9 ივლისს საქართველოში "ბორჯღალოსნებისა" და იტალიის ტესტ-მატჩს ახალზელანდიელი რეფერი ბრენდონ პიკერილი იმსაჯებს.

32 წლის რეფერი 2016 წლიდან ზე-რაგბის (Super Rugby) მსაჯია, ხოლო 2017 წლიდან ტესტ-მატჩებს მსაჯობს. 2019 წლის მსოფლიო თასზე ის ასისტენტად მუშაობდა. პიკერილს "ბორჯღალოსნების" შეხვედრა აქამდე არასდროს უმსაჯია.

კიდეებიდან მას ინგლისელი ადამ ლეალი და უელსელი ადამ ჯონსი დაეხმარებიან.

მსოფლიო რაგბიმ ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის მსაჯები უკვე დაასახელა და მათ შორისაა ნიკა ამაშუკელი, რომელიც 2 ივლისს პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკისა და უელსის მატჩს განსჯის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი რეფერი ევროპის მიღმა,
ტიერ1-ის გუნდების დაპირისპირებას იმსაჯებს.

"ქალთა და კაცთა მსოფლიო თასების წინ ეს დანიშვნები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მსაჯები საერთაშორისო და საკლუბო ტურნირებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით შეირჩნენ“ – ამბობს მსოფლიო რაგბის მსაჯთა დანიშვნების კომიტეტის თავმჯდომარე გრემ მური.

Rugby.ge 

alt"ბორჯღალოსნები" - შემოდგომაზე კარდიფში უელსის წინააღმდეგ

altშარიქაძე: ვეცდებით, კრიტიკოსებს დავუმტკიცოთ, რომ უკეთესები ვართ, ვიდრე მათ ჰგონიათ

მკითხველის კომენტარები / 8 /
მსაჯი გასაგებია, და ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ვინ იქნება?
შეკითხვა
18:00 21-04-2022
2
საჯილდაო ქვა გაგვიჩნდა იტალიის სახით.არ ვიცი რა იქნება,მაგრამ ერთი ხიზამბარელი რა გაგვიხდა ეს ქვა რო გადაგვიწონოს.მინიმუმ თავდაუზოგავ და ტოლ-სწორ თამაშს ველი ბიჭებო...
ჯელა
19:32 21-04-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული