რაგბის კავშირის გამგეობამ მაისაშვილის ანგარიში მოისმინა

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ანგარიში მოისმინა, რომელიც 2022 წლის პირველ კვარტალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატს ეხებოდა.

მიზანი - 2023 წლის მსოფლიო თასზე პირველი ადგილიდან გასვლა და 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგება შესრულდა, თუმცა ვერ იქნა მიღწეული ერთ-ერთი მიზანი - ყველა მატჩის მოგება (ფრე პორტუგალიასთან 25:25).

ეს საკითხი მსჯელობის საგანი გახდა. ასევე აღინიშნა, რომ თამაშის ხარისხი არ აკმაყოფილებდა მოლოდინს და რამდენიმე კომპონენტში ტექნიკური წუნი აღინიშნებიდა, რაც გამოწვეული იყო ობიექტური და სუბიექტური მიზეზებით. პორტუგალიასთან მატჩის ფრედ დასრულების
მიზეზად გუნდში COVID 19-ის შემთხვევების სიმრავლე დასახელდა, რამაც ხელი შეუშალა საწვრთნელ პროცესს.

მაისაშვილმა ასევე ისაუბრა რაგბი ევროპის ჩემპიონატის როლზე გრძელვადიან მიზნებში, დამატებითი მწვრთნელების და სავარჯიშო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლების საჭიროებაზე.

"ბორჯღალოსნების" თამაშის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მთავარ მწვრთნელთან კონსულტაციის შემდეგ, გამგეობის წევრები მაღალი კვალიფიკაციის მქონე შერკინების ასისტენტი მწვრთნელის მოწვევის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე მაღალი დონის სპეციალისტთან და ხელშეკრულების გაფორმების პროცესი უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს.

გამგეობამ მთავარ მწვრთნელს შესთავაზა, რომ "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბს დაემატოს მაღალი კვაკიფიკაციის მქონე კონსულტანტი/მენტორი; ასევე დაავალა, რომ დაჩქარებული ტემპებით დაიგეგმოს ზაფხულისა და შემოდგომის ტესტ-მატჩები და მოხდეს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზის რეაბილიტაცია.

გამგეობამ ასევე განიხილა რაგბის კავშირსა და შპს „ანაგი დეველოპმენტი 1“-ს შორის არსებული ხელშეკრულების საკითხი, რომელიც ვაკეში, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთს (ფართი 12,060 კვ.მ) ეხება. საკითხის სირთულიდან და აქტუალობიდან გამომდინარე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს იოსებ ტყემალაძეს დაევალა - მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეალიზაციასთან დაკავშირებით საქმის შესწავლის მიმდინარეობის შესახებ (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2014-2018 წლებში სრკ-ს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის საფუძველზე) და მიღებული ინფორმაცია მიაწოდოს რაგბის კავშირის გამგეობას.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამ კაცის, ვალი გვაქვს რამე?
რა გახდა ერთი მაღალკვალიფიცური სპეციალისტის ჩამოყვანა?
ტიპმა, რაგბი რას დაამგავანა :(
₾ადო
20 ივნისი 2022 21:15
0
გასაყრელია სუყველა, გამგეობაც და მწვრთნელებიც. პრობლემა ისაა, რომ ამათ აბუსერიძის ბანდა შეცვლის. ვაი ჩვენ.
გიორგი
24 აპრილი 2022 02:50
1
ხო ეგაა მეორე უბედურება, ვაი წავა და ვუი მოვა.
კ.მარქსი ფ.ენგელსი
25 აპრილი 2022 11:22
1
დრო იყო შერკინებას იქეთ ვასწავლიდით ბობოლებს, მაგალითად ინგლისელებს და ამათ ისე მოაქციეს საქმე ახლა აქეთ უნდა გვასწავლონ.ვახ
რრრ
23 აპრილი 2022 12:02
2
მაღალკვალიფიციური ასისტენტებეი კარგია მაგრამ მაღალკვალიფიციური მწვრთნელი აუცილებლობაზე არ გისაუბრიათ? რატომ? არ გვჭირდება და მაგ ამბავში კარგად ვართ? ან იქნებ ბატონი ტყემალაძის განაწყენება არ გინდათ და ამ საკითხს ვეტო აქვს დადებული? ბოლოს და ბოლოს როგორც გულშემატკივართა ამხელა არმია რომ უკმაყოფილოა მწვრთნელით ამ საკითხის თუნდაც განხილვის ღირსიც არ გაგვხადეთ?
ზურა
23 აპრილი 2022 11:34
0
ლევანს ჯანმრთელობა და არავინ არ უნდა ამბობდეს ვირუსმა ვერ მოიშორა... აბა ეგ რა სათქმელია. მოწადინებულია და ყველანაერად ცდილობას მაგრამ არ არის ნაკრების დონის მწვრთნელი და მის გაზრდას ვუყუროთ? როდესაც ნაკრებში ნიჭიერი თაობა გვყავს და ვერ დააუყებიათ იმ დონეზე სათამასოდ რისი პოტენციალიც აქვთ. იმედია თვითონ მიხვდება და გადადგება. საჭიროა ან ფრანგი მწვრთნელი შერკინებაში ან სამხრეთ აფრიკელი, და ასევე უკანა ხაზში ფრანგი მწვრთნელი. უმეტესობა მოთამაშეებისა მაინც საფრანგეთში თამაშობენ და უფრო იოლი იქნებოდა იმ სტილს დაჩვეულები. და რა არის ამაში ცუდი? დიმიტრი იაშვილი და აქვსენტი თუ მოინდომებენ გუნდის თამაში ნამდვილად შეიცვლება. ყველას ვთხოვ კრიტიკა კრიტიკად თუ გასაკრიტიკებელია და ენას ცუდად ნუ მოიხმართ რადგან უკან მოგიბრუნდებათ. ისწავლეთ უკრაინის ომიდან ერGთად დგომა. Mეც გამიხარდებოდა სრულიად ქართული გუნდი მწვრთნელებიანად მაგრამ ჰეიგიდან მოყოლებული საკმარისი დრო დაიკარგა და ბევრი რამ ამასთან ერთად, თუ გინდ იმ იტალიასთან წაგებული თამაში რომელზეც ჰეიგმა რა გუნდი წაიყვანა გაუგებარი იყო, განსაკუთრებით შერკინების პირველ ხაზში. მოკლედ მისი საშუალო ან ასე თუ ისე დონე, რაც ლევანიც მაგ დონეზეა, ნაკრებისათვის საკმარისი არ არის. ეს საბჭოს კრება რაღაც საბჭოეთიდან გადმონაშთივით ჩატარდა როგორც დასკვნიდან სჩანს. მოკითხვა ბატონ პრეზიდენტ "ფრენჩიზა"ს. იმედია ლაყაფს საქმე და ასი სტადიონი მოჰყვება. სტადიონს და მოედანს შორის რომ დიდი განსხვავებაა ეგ მაინც აეხსნა ვინმეს ფრენჩიზასთვის... გული დამწყდა რომ საპატიო სიგელი ვის გადასცეს არ დაწერეს:)))
simartle
23 აპრილი 2022 08:05
0
ეს ვირუსმა ვერ მოიშორა და რაგბის კავშირი მოიშორებს?
S.K.K.
22 აპრილი 2022 19:36
38
გამგეობამ მთავარ მწვრთნელს დაავალა,დაჩქარებული ტემპებით დაიგეგმოს საზაფხულო და საშემოდგომო ტესტ-მატჩები და მოხდეს "შევარდენის"სანაკრებო ბაზის რეაბილიტაცია?!!!!
კომენტარი ზედმეტია თუ მაინც არის საჭირო?ლევანმა უნდა თქვას,"აქაც მე ვარ,იქაც მე ვარ,ჩემმა მზემ რომ,მართლა მზე ვარ".მგონი პრარაბობასაც მოასწრებს და საშენ მასალებსაც საკუთარი ზილით მოიტანს.ჩვენ აქ ვდავობდით,ლევან მაისაშვილი ნაკრების მწვრთნელად არ ვარგა თუ ვარგაო.თურმე მთელი ფედერაციის გასაკეთებელს,მხოლოდ მას ავალებენ და მეტი როგორღა უნდა მოვთხოვოთ?
სოსო
22 აპრილი 2022 19:15
0
Ленин - жил, Ленин - жив, Ленин будет жить
большая советская энциклопедия
24 აპრილი 2022 14:39
2

სიახლეები პოპულარული