ბექა საღინაძე: იტალიასთან თამაშს 2018 წლიდან ველოდები - ბათუმში ბედნიერი წუთები ერთად უნდა შევქმნათ

AutoSharing Option
"იტალიასთან თამაშს 2018 წლიდან ველოდები, როდესაც მათ ბოლოს ვეთამაშეთ", - ამბობს "ბორჯღალოსანთა" მესამეხაზელი ბექა საღინაძე, რომელიც უკვე საქართველოშია და ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის ემზადება.

3 ივლისს საქართველო "აია არენაზე" არგენტინა XV-ს დაუხვდება (18:00); 10 ივლისს ბათუმში იტალიას უმასპინძლებს (20:00); 16-ში კი კვლავ "აია არენაზე" პორტუგალიას მიიღებს (18:00).

2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების პროცესში, "ბორჯღალოსნებისთვის" სამივე თამაში უმნიშვნელოვანესია, თუმცა იტალიასთან ჯახი გამორჩეულია როგორც მორაგბეებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის და ზოგადად ქართული რაგბისთვის.

იტალიას ისტორიაში მეხუთედ ვერკინებით, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის საქართველოში ჩამოდის.
ასევე პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, "ბორჯღალოსნები" ითამაშებს ბათუმში, ახალ სტადიონზე:

"ყველა აღფრთოვანებით საუბრობს ბათუმის ახალ სტადიონზე და ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ, თანაც სავსეს და ასეთ მნიშვნელოვან თამაშში. იტალიასთან 4 წლის წინანდელი შეხვედრის თითოეული ეპიზოდი გონებაში მიტრიალებს. კარგია, მეტოქე ასეთ ფორმაში რომაა, რადგან თამაშს მეტი მობილიზაციით შევხვდებით. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ისღა დაგვრჩენია, თამაშის დაწყებას დაველოდოთ და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება", - ამბობს საღინაძე, რომელსაც სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში დამატებით მუხტს მატებს:

"ბედნიერი და დასამახსოვრებელი წუთები ერთად უნდა შევქმნათ".

"კორონავირუსის პერიოდში ცარიელი ტრიბუნების წინაშე გვიწევდა თამაში და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვარჯიში იყო. "ლიონს" ძალიან მაგარი გულშემატკივარი ჰყავს და მათგან ყველა შეხვედრაში დიდი მუხტი მოდიოდა, თუმცა კიდევ უფრო განსაკუთრებული მომენტია, როდესაც სავსე ტრიბუნების წინაშე საკუთარ ქვეყანაში თამაშობ. როდესაც სახიფათო მომენტი იქმნება და ტრიბუნებიდან ხმაური მოდის, ენერგიით, ადრენალინით ივსები, ადრენალინი კი ჩვენს საქმეში საჭიროა".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 11 /
მიდით ბიჭებო,დალეწეთ ბჭენი იტალიისანი!
შალვა
10:26 23-06-2022
2
რა ვქნა გულით მინდა რომ მოვუგოთ, მაგრამ მაისაშვილის გადამკიდე დიდად იმედიანად ვერ ვარ... ძალიან გამიხარდება რომ ვცდებოდე!!! წარმატება ჩვენს ნაკრებს!!!
პაატა
15:22 23-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული