პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინა XV-ს ამარცხებს

AutoSharing Option
ზაფხულის სერიის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ არგენტინა XV-ს 14:6 ამარცხებს.

ქუთაისში მატჩის წინ სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა, „აია არენაზე“ კი თავიდანვე ლამაზი თამაში წავიდა და „ბორჯღალოსნები“ შესანიშნავი შეტევის შემდეგ ნინიაშვილის ლელოთი და აბჟანდაძის გარდასახვით დაწინაურდა. მეტოქემ სწრაფად გვიპასუხა რეალიზებული საჯარიმოთი. 22-ე წუთზე ნინიაშვილის გარღვევა აბჟანდაძემ დააგვირგვინა და მანვე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მეტოქემ ისევ საჯარიმოთი შეამცირა ანგარიში. შემდეგ შორიდან საჯარიმო ვერ გამოიყენეს და პირველი ტაიმი 14:6 მოვიგეთ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეტყობა ამათაც ვაძლევთ, ესენიც ხომ დაჩაგრა ინგლისმა ფოლკლენდის კუნძულების გამო.Dდდდ
ეეე
19:29 03-07-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული