"სამი თამაშის შემდეგ დაინახავთ ჩვენს გავლენას სათამაშო ხარისხზე" - "ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელი მწვრთნელი

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელი დერეფნის მწვრთნელი პოლ ტიტო იმედოვნებს, რომ სამწვრთნელო შტაბში მისი და სხვა ახალი სპეციალისტების მუშაობის შედეგს ქართველი გულშემატკივარი ზაფხულის სერიების დასრულებამდე დაინახავს.

44 წლის შერკინების მწვრთნელი, რომელსაც მეორე ხაზის პოზიციაზე "ჩიფსში", "ტარანაკში", "ჰარიკეინსა" და "კარდიფში", ასევე, ახალი ზელანდიის 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებსა და "მაორი ოლ ბლექსში" უთამაშია, ქართველი მორკინალების შესაძლებლობებს კარგად იცნობს. 2018 წლიდან ის ჯერ "პოს" შერკინების, მერე კი მთავარი მწვრთნელი იყო.

"ვიცი, რომ ძალიან ძლიერი შერკინება და მოლი გაქვთ. ბევრი მორაგბე ფრანგულ ტოპ 14-ში თამაშობს. ჩემთვის ეს
კარგი შესაძლებლობაა, გავიცნო განსხვავებული, ქართული კულტურა. მაქვს სურვილი, ის ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც, როგორც მოთამაშემ და როგორც მწვრთნელმა, მივიღე, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გამოვიყენო და მას სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრებთან ერთად უკეთეს გუნდად ჩამოყალიბებაში დავეხმარო", - ამბობს ტიტო, რომელიც "ბორჯღალოსნების" შერკინებასთან ილო მაისურაძესთან ერთად მუშაობს და განმარტავს უპირველეს მიზანს, რაც საკუთარ თავს და გუნდს დაუსახა:

"მე საკითხს პოზიტიური კუთხით ვუყურებ. ამ გუნდში ბევრ დადებითს ვხედავ. ბიჭების ნაწილი ტოპ 14-ში თამაშობს, ნაწილი - "შავ ლომში". მომდევნო კვირების განმავლობაში შევეცდებით, ამ ორ ჯგუფს შორის ხარისხობრივი სხვაობის შემცირებაზე ვიმუშაოთ და ისეთი გუნდი გავაკეთოთ, რომლითაც ქართველი გულშემატკივარი იამაყებს.

ამ კვირაში მოვლენებს გვერდიდან დავაკვირდები. შევხედავ და შევისწავლი სათამაშო დეტალებს, მაგრამ აქ საქმისთვის ვარ და იმედი მაქვს, გარკვეულ დროში დაინახავთ ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგს, განსაკუთრებით, ფორვარდების თამაშსა და სტანდარტული მდგომარეობების კომპონენტში. ასევე ვიმუშავებ უნარებზე და ქორისთან (ბრაუნი) ერთად შეტევის ელემენტებზე.

რასაკვირველია, ეს ერთ დღეში არ მოხდება, მოთმინება უნდა ვიქონიოთ და, იმედი მაქვს, ამ სამი თამაშის შემდეგ თქვენ ნათლად დაინახავთ ჩვენს გავლენას სათამაშო ხარისხზე".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
თავს არავის ვახვევ ჩემს მოსაზრებებს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ამხელა ეიფორია პატარა ბორჯღალოსნების მიერ დადებული ლელოების რაოდენობაზე! მარტო რაოდენიბას რომ თვლით იქნებ იმასაც შეხედოთ როგორ დაიდო ეს ლელოები, 80% მოლით იყო... ძალიან კარგია ასეთი დომინანტური შერკინება და მოლი რომ გვყავს, მაგრამ 20 წლამდელებთან როგორც იმუშავა ისე დიდების დონეზე ვერ გამოვა!!! ვინმეს თუ გჯერათ რომ ეს ბიჭები ეროვნულის დონეზე 6 ერის ნაკრებებს ამდენ ლელოს მოლით დაუდებენ მაშინ ისევ ამ საუკუნის დასაწყისის ჩვენს რაგბს დაბრუნებულხართ და ვერ გაგიგიათ... რაც შეეხება ამ ახალ მწრვთნელებს, რატომ აქამდე არ დაიმატეს? იტალიასთან თამაში ჩვენთვის მართლა საეტაპო არის და თუ მაგ თამაშისთვის ვერ ასწრებს ეს კაი კაცი ვერაფერს მაშინ მერე მაინც ეთქვათ ვიღაცეებს ვიმატებთო. მაგრამ როგირც ჩანს თვითინ მიხდა ეს ტიპი რომ საქმე ცუდად გვაქვს და მოიხსნა პასუხისმგებლობა. მოკლედ რაც არის ეგაა, ორ დღეში რაღა შეიცვლება:( წარმატება ჩვენს ბიჭებს!!
პაატა
12:21 07-07-2022
1
სამი თამაშის შემდეგ სანაკრებო პაუზაა და როდის დავინახავთ?. ფაქტია ნაკრებში დიდი სტაგნაციაა, მიუხედავად რაგბისტებია კარგი კლასისა
ზაზა
23:11 06-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული