გასკდა გული, გატყდა ნავსი და იტალია - საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა იტალია 28:19 დაამარცხა.

პრინციპულ მეტოქეს ჩვენი გუნდი აქამდე ოთხჯერ შეხვდა, ოთხივეჯერ სტუმრად, ოთხივეჯერ წააგო და ახლა საკუთარ მოედანზე მოგების შანსი მიეცა, ამიტომ იყო შეხვედრა ისტორიული და უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მივყვეთ თანმიმდევრობით: სტადიონზე გასაოცარი ატმოსფერო იყო, მღელვარება ორივე გუნდს უკვე ჰიმნების შესრულებისას ეტყობოდა, თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, „ბორჯღალოსნებმა“ ორი ფანტასტიკური ლელო დადეს (თოდუამ და აბჟანდაძემ) და 12:0 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად სწორად მოქმედებდა, მოწინააღმდეგეს შეცდომებს აშვებინებდა და უკეთეს დასაწყისს ვერც წარმოვიდგენდით. თუმცა, შემდეგ მენონჩელომ ჩვენი
დაცვა გაარღვია, გარდასახვაც გამოიყენეს, მერე ორი საჯარიმოც და წინ გავიდნენ. 36-ე წუთზე ნინიაშვილის ბრწყინვალე გარღვევას აბჟანდაძის ლელო მოჰყვა, თედომ გადასახვაც ზუსტად შეასრულა. ბოლოს საოცარი შტურმი მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 19:13 მოვიგეთ.

შესვენების შემდეგ იტალია იერიშზე გადმოვიდა და საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. აბჟანდაძემ მალევე უპასუხა რეალიზებული საჯარიმოთი. მერე ისევე როგორც პირველ ტაიმში აბჟანდაძემ, აფრასიძემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა შემდეგ მან საჯარიმო გამოიყენა. ისევ შეამცირა მოწინააღმდეგემ საჯარიმოთი სხვაობა. საპასუხო შეტევისას აფრასიძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ 1 წუთში გამოიყენა აფრასიძემ. შემდეგ საჯარიმო ალანმა ააცილა და ტიერ1-ის გუნდს ვძლიეთ.

მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის - გილოცავთ!

მკითხველის კომენტარები / 100 /
ეს რა სიგიჟე იყოოო!!! ტანში ახლაც ჟრუანტელი მივლის. თუ რამე სამართალი არსებობს რეგბის სამყაროში, ექვსი ერის ან მინიმუმ შვიდი ერის ჯახები თბილისსა და ბათუმში შორს არ უნდა იყოს.
ჩელე
11 ივლისი 2022 09:51
1
"მაისაშვილო წადიიიი..."
Zviads
11 ივლისი 2022 09:28
6
რომი დაეცა! საქართველოს გაუმარჯოს! გილოცავთ, ღმერთმა სულ ასე გახარებული გამყოფოთ!
მაგრებო
11 ივლისი 2022 09:01
0
ირტყუებიან იტალიელები რომ აბობენ თითქოს პორველი თამაში ჩავატარეთ ასდე ძლიერად პირველი ჯგუფის გიბდთანო გაიხსენონ ჯერ კიდევ 2007 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მაშინდელი მსოფლიო რეიტინგის მესამე გუნდი ირლანდია 10-14 რომ გადაგვირჩა კი არა მოგებული იყო ის თამაში 100% ლელო არ ჩაგვითვალეს და წესით 17-14 უნდა მორჩენილიყო ის თამაში 2017 წელს ასევე გადაგვირჩა უელსი(თანაც სტუმრად) 6-12 დამთავრა ის თამაში მაგრამ მთელი მეორე ტაიმი გადაუარეს ჩვენებმა და ნაღდად მოუგებდნენ მაგრამ მსაჯები ჩაერივნენ საქმეში(ასიანი ზემოდან უნრძანეს) და ბოლო 10 წუთში ორჯერ ლელოს დადევამდე რომ არაფერი გვაკლდა ორივეჯერ უსამართლოდ დაგვაჯარიმეს და ასე გადაარჩინეს უელსი @@
zura222
11 ივლისი 2022 07:35
1
მსოფლიოს ბევრი მოწინავე ერი ვერ ახერხებს რაგბის, ფეხბურთის, და კალათბურთის ერთდროულად წარმატებით თამაშს. ან ტრადიციები არა აქვთ. მაგალითად არიან რასაც ქვია საფეხბურთო ერი, საკალათბურთო ერი, სარაგბო მაგრამ სამივე ერთდროულად რომ იყოს ეგეთები არა. ძალიან ცოტა. მაგალითად გერმანია მარტო ფეხბურთს და კალათბურთს თამაშობს რაგბში არაფერი არ არიან. ბრიტანელები რაგბს და ფეხბურთს კალათბურთში არაფერი არ არიან. ჰოლანდია, ბელგია, ესპანეთს არაუშავს მაგრამ რაგბში ჩვენი მდევარია, პორტუგალია კალათბურთს ვერა, ხორვატები და სერბები რაგბი არ იციან საერთოდ რა არის, რუსები ცდილობდნენ მაგრამ მივახრჩვეთ... და ასე შემდეგ, ამერიკა რაგბში უმატებს ამ ბოლო დროს და ფეხბურთშიც ამოქაჩეს მარა მაინც ვერ ქაჩავენ. მოკლედ, მთელ მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელი ერებია ვინც ამ სამივე სპორტში ტრადიციული და სერიოზული ძალაა არიან და ესენი ვართ: არგენტინა, საფრანგეთი, იტალია საქართველო და ჩვენც მათ შორის ვართ. თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ ვართ ერთერთი ყველაზე სპორტული ერი. პრინციპში
არგენტინა ჯინობილის მერე რა არი კალათბურთში, არ გამოგია მაგათი ახალი არაფერი. კიდევ რუსეთი ცდილობდა მაგრამ მივასაკლავეთ. მაგათი არი ხოკეი. ასე რომ ჩვენ ქართველები მთელ მსოფლიოში 3 თუ 4 ერს შორის ვართ როგორც ყველაზე სპორტული ერი 3 მილიონიანი ერი.
ქართველი.
11 ივლისი 2022 06:09
0
უნგრეთის "დიდი გუნდი" აღიარებულია ისტორიაში ერთერთ საუკეთესოდ და სამეულშია შესული ! რინუს მიხელსმა სანამ "ტოტალური ფეხბურთი" მოიგონა 20 წლით ადრე თამაშობდნენ უნგრელები ტოტალურ ფეხბურთს და ანადგურებდნენ ყველას და ყველაფერს ! ერთ მაგალითს მოვიყვან --ყველამ იცის რომ ინგლისელები 1955 წლამდე არ კადრულონდნენ მსოფლიოს თემპიონატებზე თამაშს იწვევდნენ მსოფლიოს ჩემპიონებს ამხანაგურ თამაშებში და ანადგურებდნენ 8-0 12-1 და ასე შემდეგ და როცა ნახეს რომ უნგრელები 5 წლის განმავლობაში ყველას უგებდნენ გადაწყვიტეს მოდით მაგათაც მივუჩინოთ თავიანთი ადგილიო და მიიწვიეს ლონდონში დახვდნენ უძლიერესი გუნდით და წააგეს 3-6 ! და ის წაგება გაუგევრობას დააბრალეს და დაიქადნეს 6 თვეში ბუდაპეშტში გავანადგურებთო და პირიქით თვითონ განადგურდნენ 1-7 DD ასე როოომ !!!
zura222
11 ივლისი 2022 16:12
0
ფეხბურთში საქართველოს ნაკრების ან რომელიმე გუნდის მიღწევას ხომ არ შემახსენებდი? ოღონდ არ მითხრა, 1981 წელს დინამომ თასი მოიგოო. 40 წლის წინანდელ წარმატებეს არ ვთვლი, მასე უნგრეთს სულაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი აქვს ნატამაშები, მაგრამ არა მგონია, ვინმემ საფეხბურთო გრანდებში ჩათვალოს.
თამაზი
11 ივლისი 2022 10:30
4
რაგბი სამხედრო და მილიტარისტული სპორტია ეს არის სამხედროების სპორტი. სამხედროების უმეტესობა რაგბს ფიზიკურად და მენტალურად ყველაზე ახლო არის ჯართან და სამხედროებთან. ტყუილად არ დაიწყო ჩვენი რუსებთან სარაგბო დაპირისპირება 1993 იდან აფხაზეთის ომის მერე. ყველაზე კაცური სპორტია და კაცური პრესტიჟის თამაშია საერთოდ. ასე რომ რაგბში რომ მაგათ უგებ ან შენ სიტყვას ამბობ ეგ იმას ნიშნავს რომ მეც კაცი ვარო ან შენზე ნაკლები კაცი არ ვარო მეც. მაგიტომ არის რომ არ სიამოვნებთ, ყველას აბლატავება არ უნდათ მაგათზე დიდი არავინ არ უნდა იყოს და მაგათ გარდა არავინ არ უნდა იბლატაოს. კიდევ არის ალბათ პოლიტიკური მიზეზებიც. მოკლედ ნატოში სანამ არ გვიღებენ მანამდე არ მიგვიღებენ მანდაც ან არც მაგის მერე ალბათ. ამიტომ ძალიან დიდი საქმეა შენ რაგბში რომ ვიღაცას უგებ და ძალიან მნიშვნელოვანი სპორტია საერთოდ. რაგბი რომ ვითომ მნიშვნელოვანი არ არის მაგას მხოლოდ სუსტი და წაგებული იძახის, და ეგ მოდის რუსებისგან მას მერე რაც ჩვენ რაც საბოლოო დავასამარეთ რაგბში იმიტომ რომ რუსეთში რაგბი არის წაგებული სპორტი.
1
11 ივლისი 2022 05:27
1
მანამდე საბჭოთა კავშირი იყო და რუსეთის ნაკრებთან როგორ ვითამაშებდით?ქართული გუნდები,მუდამ ჩემპიონობისათვის იბრძოდნენ.სამჯერ აია გახდა ჩემპიონი,თბილისის გუნდებიც მუდამ ლიდერებში იყვნენ და რუსული გუნდების შემადგენობაშიც,ლიდერები ძალიაბ ხშირად იყვნენ ქართველები.ასევე იყო წყალბურთშიც
სოსო
11 ივლისი 2022 16:25
0
მივმართავ იმათ, ვინც რაგბის როგორც სპორტის სახეობას აუგად და დამცინავად მოიხსენიებს - საქართველომ 6 ერის გუნდი დამაჯერებლად დაამარცხა და ქვეყანაში ნამდვილი ზეიმი მოაწყო. ეს თქვენი გუნდია და ეს გამარჯვებაც თქვენია. იქნებ ამან მაინც დაგაფიქროთ იმაზე, თუ რამხელა ენერგიას და რესურსს ხარჯავენ მოთამაშეები გულშემატკივრის გასახარებლად. მათ დღეს ისტორია დაწერეს და მომავალშიც ბევრჯერ გაგვახარებენ! მარჯი საქართველოს!
: )))))))
11 ივლისი 2022 02:31
2
აი რატომ ერიდებოდა იტალია საქართველოში ჩამოსვლას. ღმერთო რამდენი წელი ველოდით ამ მატჩს და ამ გამარჯვებას. დიდი მადლობა ძმებო
იბერია
11 ივლისი 2022 01:50
0
გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს არ გაჩერაეთ ამ მოგებაზე !!!
გიორგი
11 ივლისი 2022 01:04
0
ჰიმნი ისე შეასრულა გუნდმა მაგარ გულშემატკივრებთან ერთად სოფოს მეთაურობით, რომ გასაგები იყო რა ცეცხლსაც დაანთებდნენ ბიჭები
სიმართლე
11 ივლისი 2022 00:35
1

სიახლეები პოპულარული