გასკდა გული, გატყდა ნავსი და იტალია - საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა იტალია 28:19 დაამარცხა.

პრინციპულ მეტოქეს ჩვენი გუნდი აქამდე ოთხჯერ შეხვდა, ოთხივეჯერ სტუმრად, ოთხივეჯერ წააგო და ახლა საკუთარ მოედანზე მოგების შანსი მიეცა, ამიტომ იყო შეხვედრა ისტორიული და უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მივყვეთ თანმიმდევრობით: სტადიონზე გასაოცარი ატმოსფერო იყო, მღელვარება ორივე გუნდს უკვე ჰიმნების შესრულებისას ეტყობოდა, თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, „ბორჯღალოსნებმა“ ორი ფანტასტიკური ლელო დადეს (თოდუამ და აბჟანდაძემ) და 12:0 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად სწორად მოქმედებდა, მოწინააღმდეგეს შეცდომებს აშვებინებდა და უკეთეს დასაწყისს ვერც წარმოვიდგენდით. თუმცა, შემდეგ მენონჩელომ ჩვენი
დაცვა გაარღვია, გარდასახვაც გამოიყენეს, მერე ორი საჯარიმოც და წინ გავიდნენ. 36-ე წუთზე ნინიაშვილის ბრწყინვალე გარღვევას აბჟანდაძის ლელო მოჰყვა, თედომ გადასახვაც ზუსტად შეასრულა. ბოლოს საოცარი შტურმი მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 19:13 მოვიგეთ.

შესვენების შემდეგ იტალია იერიშზე გადმოვიდა და საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. აბჟანდაძემ მალევე უპასუხა რეალიზებული საჯარიმოთი. მერე ისევე როგორც პირველ ტაიმში აბჟანდაძემ, აფრასიძემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა შემდეგ მან საჯარიმო გამოიყენა. ისევ შეამცირა მოწინააღმდეგემ საჯარიმოთი სხვაობა. საპასუხო შეტევისას აფრასიძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ 1 წუთში გამოიყენა აფრასიძემ. შემდეგ საჯარიმო ალანმა ააცილა და ტიერ1-ის გუნდს ვძლიეთ.

მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის - გილოცავთ!

მკითხველის კომენტარები / 100 /
მიუხედავად იმისა, რომ თამაშს 24 კამერა აშუქებდა და ვიდეომსაჯი ემსახურებოდა, დაშვებულ იქნა 2 დიდი შეცდომა. პირველი ის, რომ ჩვენი მესამე ლელოს დროს გაასინბინეს იტალიელთა 8 ნომერი ცინიკური ჯარიმისთვის (ნინიაშვილი რომ შებოჭეს ლელოდან 1 მეტრში, ბურთს დააწვა და „კლავდა“) და ეს ყველაფერი კადრში არ მოხვდა, და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეცდომა, იტალიელთა ლელოს დროს იყო 100%-იანი ჯარიმა. წაქცეული იტალიელი ხდება რაქის მონაწილე, რა დროსაც სრულად კარგავს ბურთზე კონტროლს და ბურთი ვარდება რაქიდან. ამის შემდეგ იგივე იტალიელი, რომელსაც ბურთზე შეხება აღარ შეეძლო, ხელით აგორებს ბურთს თავისიანებისკენ, რაც ისჯება ჯარიმით და ყვითელი ბარათით. იხილეთ ვიდეო, მაინტერესებს თქვენი აზრიც.

https://vimeo.com/manage/videos/729123821
გააშუქეთ ეს საკითხი
12:26 12-07-2022
0
პირველ რიგში ვულოცავ ქართველ რაგბისტებს და გულშემატკივრებს ისტორიულ გამარჯვებას!!!
ეხლა ექვსეულის რეფორმასთან დაკავშირებით:
1) ექვსეულს შვიდეულად არავინ გარდაქმნის, იქიდან გამომდინარე რომ ამ შემთხვევაში ყოველ ტურში ერთ გუნდს მოუწევს დასვენება და ყოველკვირეული თამაშების ნაცვლად პერიოდულად ყველა გუნდი მორიგ თამაშს ორ კვირაში ერთხელ ჩაატარებს. აწყობთ კი მათ ესეთი არარითმიულობა გუნდებს და მათ მესვეურებს, რაც გარდა იმისა რომ დაარღვევს მატჩისათვის მომზადების გრაფიკს, ზრდის გუნდის შეკრების ვადას და ფინანსურადაც გაუმართლებელია.
რვა გუნდად გარდაქმნის შემთხვევაში, ისმის კითხვა ვინ იქნება ის მერვე? (პორტუგალია, რუმინეთი თუ ესპანეთი, რომლებიც საქართველოსაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან).
2) დავუშვათ მიგვიღეს მე–7 გუნდად: დადგენილი საერთაშორისო ნორმების მიხედვით საქართველოში ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასმა უნდა შეადგინოს არანაკლებ 50 ევრო (დაახლოებით 150 ლარი). როგორ ფიქრობთ ბევრი ბილეთი გაიყიდება ან გადაივსება სტადიონები. უმაყურებლო თამაში კი ვიცით რაც არის...
გულშემატკივარი
17:07 11-07-2022
1

სიახლეები პოპულარული