გასკდა გული, გატყდა ნავსი და იტალია - საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა იტალია 28:19 დაამარცხა.

პრინციპულ მეტოქეს ჩვენი გუნდი აქამდე ოთხჯერ შეხვდა, ოთხივეჯერ სტუმრად, ოთხივეჯერ წააგო და ახლა საკუთარ მოედანზე მოგების შანსი მიეცა, ამიტომ იყო შეხვედრა ისტორიული და უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მივყვეთ თანმიმდევრობით: სტადიონზე გასაოცარი ატმოსფერო იყო, მღელვარება ორივე გუნდს უკვე ჰიმნების შესრულებისას ეტყობოდა, თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, „ბორჯღალოსნებმა“ ორი ფანტასტიკური ლელო დადეს (თოდუამ და აბჟანდაძემ) და 12:0 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად სწორად მოქმედებდა, მოწინააღმდეგეს შეცდომებს აშვებინებდა და უკეთეს დასაწყისს ვერც წარმოვიდგენდით. თუმცა, შემდეგ მენონჩელომ ჩვენი
დაცვა გაარღვია, გარდასახვაც გამოიყენეს, მერე ორი საჯარიმოც და წინ გავიდნენ. 36-ე წუთზე ნინიაშვილის ბრწყინვალე გარღვევას აბჟანდაძის ლელო მოჰყვა, თედომ გადასახვაც ზუსტად შეასრულა. ბოლოს საოცარი შტურმი მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 19:13 მოვიგეთ.

შესვენების შემდეგ იტალია იერიშზე გადმოვიდა და საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. აბჟანდაძემ მალევე უპასუხა რეალიზებული საჯარიმოთი. მერე ისევე როგორც პირველ ტაიმში აბჟანდაძემ, აფრასიძემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა შემდეგ მან საჯარიმო გამოიყენა. ისევ შეამცირა მოწინააღმდეგემ საჯარიმოთი სხვაობა. საპასუხო შეტევისას აფრასიძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ 1 წუთში გამოიყენა აფრასიძემ. შემდეგ საჯარიმო ალანმა ააცილა და ტიერ1-ის გუნდს ვძლიეთ.

მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის - გილოცავთ!

მკითხველის კომენტარები / 100 /
აუ ქართველები ამ წაგებას როგორ გადაიტანენო რო ბლატაობდა იტალელი ერთი, ეხლა თვითონ როგორ გადაირანს თუ კაცია ეგ სიტყვები რომ გადაახიეს თავზე. ერთი უნდა ამოუბეჭდო ეგ ინტერვიუ იტალიურად წააკითხო თავისი ნალაპარაკევი და კითხო მერე ვაჟკაც გადაგახიო ეხლა თავზე თქო??
Tfu
10 ივლისი 2022 22:02
2
ბიჭებო ლომებო, ვაჟკაცებო გენაცვალეეეთ!!!!!!!!!!!!! ორგანიზებისთვის რაგბის კავშირი ბრავო!!!!!!!!!
გიორგი
10 ივლისი 2022 22:02
0
მ ა რ ჯ ი საქართველო...მ ა რ ჯ ი!
გია-გივი
10 ივლისი 2022 22:02
1
ყველას გილოცავთთთთთთთთთთთთთთთთ
ბიჯო ბიჯო ბიჯო ეს ბათუმის სტადიონი რა იღბლიანია ვინ ააშენა მაგის მარჯვენის ჭირიმე თნაც რა დადებითი მუხტია და რა დადებითი აურა
გიორგი
10 ივლისი 2022 22:01
1
უუფ რა გაასწორა. ბევრი უნდა იყოს ასეთი დღეები.
ალექსანდრე
10 ივლისი 2022 22:00
3
ძალიან ამაყი ვარ !!! მადლობა ბიჭებო გენაცვალეთ მაგ ლამაზ და წესიერ უქართულეს გულებში !!!
ილიავარ...
10 ივლისი 2022 22:00
0
მადლობა ბიჭებო, ზღვა სიხარულისთვის! საქართველოს გაუმარჯოს !!!
ირაკლი
10 ივლისი 2022 21:59
0
მო ვი გეეეეეეეეეეეეეთთ!!!!!!!!!!
რაგბი
10 ივლისი 2022 21:56
0

სიახლეები პოპულარული