გასკდა გული, გატყდა ნავსი და იტალია - საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა იტალია 28:19 დაამარცხა.

პრინციპულ მეტოქეს ჩვენი გუნდი აქამდე ოთხჯერ შეხვდა, ოთხივეჯერ სტუმრად, ოთხივეჯერ წააგო და ახლა საკუთარ მოედანზე მოგების შანსი მიეცა, ამიტომ იყო შეხვედრა ისტორიული და უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მივყვეთ თანმიმდევრობით: სტადიონზე გასაოცარი ატმოსფერო იყო, მღელვარება ორივე გუნდს უკვე ჰიმნების შესრულებისას ეტყობოდა, თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, „ბორჯღალოსნებმა“ ორი ფანტასტიკური ლელო დადეს (თოდუამ და აბჟანდაძემ) და 12:0 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად სწორად მოქმედებდა, მოწინააღმდეგეს შეცდომებს აშვებინებდა და უკეთეს დასაწყისს ვერც წარმოვიდგენდით. თუმცა, შემდეგ მენონჩელომ ჩვენი
დაცვა გაარღვია, გარდასახვაც გამოიყენეს, მერე ორი საჯარიმოც და წინ გავიდნენ. 36-ე წუთზე ნინიაშვილის ბრწყინვალე გარღვევას აბჟანდაძის ლელო მოჰყვა, თედომ გადასახვაც ზუსტად შეასრულა. ბოლოს საოცარი შტურმი მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 19:13 მოვიგეთ.

შესვენების შემდეგ იტალია იერიშზე გადმოვიდა და საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. აბჟანდაძემ მალევე უპასუხა რეალიზებული საჯარიმოთი. მერე ისევე როგორც პირველ ტაიმში აბჟანდაძემ, აფრასიძემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა შემდეგ მან საჯარიმო გამოიყენა. ისევ შეამცირა მოწინააღმდეგემ საჯარიმოთი სხვაობა. საპასუხო შეტევისას აფრასიძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ 1 წუთში გამოიყენა აფრასიძემ. შემდეგ საჯარიმო ალანმა ააცილა და ტიერ1-ის გუნდს ვძლიეთ.

მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის - გილოცავთ!

მკითხველის კომენტარები / 100 /
მადლობა ბიჭებო, ზღვა სიხარულისთვის! საქართველოს გაუმარჯოს !!!
ირაკლი
10 ივლისი 2022 21:59
0
მაგარი თამაში,მაგარი ატმოსფერო და მაგარი მოგება! სულ ასე გახარებული ყოფილიყოს საქართველო!!!!!!!!!! აღარ არის დრო, რომ ჩვენ ქართველებმაც გავიხაროთ და ვიზეიმოთ? ამოვიდა ყელში ეს დაუსრულებელი მიტინგობანა, აქციები და ერთმანეთან ჩხუბი. დაე სულ ასე გვეზეიმოს, ქართველებო!!!!!!!!!! თემო.
ვულოცავთ ჩვენს ლომებს, ღირსეულ გამარჯვებას!!!!!!!!!!!1
10 ივლისი 2022 22:14
6
მო ვი გეეეეეეეეეეეეეთთ!!!!!!!!!!
რაგბი
10 ივლისი 2022 21:56
0
ნინი რაგბის მესია
gurulo
10 ივლისი 2022 22:13
1
გეთანხმებით!
გურულოს
10 ივლისი 2022 22:35
1
მაგარი ბიჭები, მაგარი სტადიონი თავისი უმაგრესი გულშემატკივრებით, მაგარი გამარჯვება, ეხლა დინამო ბათუმის ჯერია..............
მოლოცვა თბილისიდან
10 ივლისი 2022 22:46
1
ესეთ სტადიონს, ესეთი თამაში და ჟილკა უხდება. ეხლა ბათუმის დინამომ უნდა დაგლიჯოს კიდევ. სამ მილიონიან ერს, ესეთი სპორტსმენები გვყავს, რაგბიში, ფეხბურთში ბოლო დროს, ჭიდაობაში, კალათბურთში. კაი პატრონი უნდა ამ ქვეყანას, ნიჭი ყველაფერში გვაქვს.............
საბურთალო
10 ივლისი 2022 22:13
1
დბიდი მადლობა ბიჭებს და ყველას ვინც ეს გამარჯვება გამოაცხო, რა თქმა უნდა მწვრთნელის გარჯა ახლა მაინც დავინახოთ, ასე აჯობებს ყველა ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში და უფრო მაგარ გუნდებსაც მალე დავამარცხებთ!!!
ლეო
10 ივლისი 2022 22:48
1
როგორ მიყვარს გაერთიანებული ქართველი ხალხი..მხოლოდ სპორტი ახერხებს სამწუხაროდ ამას.. გილოცავ ჩემო სამშობლო..
ქართველი
10 ივლისი 2022 22:09
0
აი რატომ ერიდებოდა იტალია საქართველოში ჩამოსვლას. ღმერთო რამდენი წელი ველოდით ამ მატჩს და ამ გამარჯვებას. დიდი მადლობა ძმებო
იბერია
11 ივლისი 2022 01:50
0
სპორტში ოქროს ხანაა მგონი . ჯერ ფეხბურთის ნაკრების წარმატება, შემდეგ ესპანეთის დამარცხება კალათბურთში, ახლა კიდე ექვსი ერის გუნდის რაგბში. ჯერი ბათუმის დინამოზეა მჯერა არ დავარდება ტემპი
რაბუ
10 ივლისი 2022 22:45
0

სიახლეები პოპულარული