მაისაშვილი: ჩვენმა გამარჯვებამ "რაგბის მამები" უნდა დააფიქროს - ბევრი კრიტიკა მოდის

AutoSharing Option
ისტორიულ მატჩში იტალიის 28:19 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა:

"გამარჯვებას ვგეგმავდით, უიმედოდ ნამდვილად არ ვყოფილვართ. წინა დღესაც ვთქვი, რომ მარტივი არაა, იტალიის ნაკრებთან გამარჯვება დაგეგმო და განახორციელო. ის სამუშაო, რაც ერთი კვირის განმავლობაში შევასრულეთ, იმედის უფლებას იძლეოდა.

ამ გამარჯვებით ყველას ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია "დიდ გუნდებს" ვეთამაშოთ. ამან "რაგბის მამები" უნდა დააფიქროს.

კრიტიკაზე ნეგატიური დამოკიდებულება არ გვაქვს, მთავარი ისაა, რომ საქმის კეთებას არასდროს ვაკლებთ. ძალიან რთული პრობლემები გავიარეთ. მაგალითად, თაობათა ცვლა. ახალგაზრდა მოთამაშეს სადღაც უნდა ენდო, ზოგჯერ
ეს არ ამართლებს. ბევრი დასანანი მატჩი გვქონდა.

"რვა ერზე" ასეთი მესიჯი გვქონდა - ყველა შეხვედრაში ბოლომდე გვეთამაშა და ტაბლოზე არ შეგვეხედა. დღეს ასეთი დღე არ იყო და ტაბლოს შევხედეთ. ჩვენზე ბევრი კრიტიკა მოდის, სელექციას გვიწუნებენ და ერთის ნაცვლად მეორეს გვთავაზობენ. ეს ხომ ამ ბიჭების შეურაცხყოფაა. ამ გამარჯვების შემდეგ დიდი თავდაჯერება გვექნება და ამ გზაზე ძალიან გამოგვადგება.

გაწბილებული გულშემატკივრის ნახვა წაგებულ მატჩზე უარესია. მარტივი მატჩი არ იყო. ყველა ეტაპზე სცადეს, ეს შედეგი ყველა მეთოდით დაეტრიალებინათ.

აბულაძემ ეს ნდობა დაიმსახურა. მან ძალიან ბევრი იშრომა. ამდენი ხნის განმავლობაში ნაკრებში შანსს ელოდებოდე, მარტივი არაა. ჩაჩანიძეს დიდი ხანია ვაკვირდებოდით. ის არ აკმაყოფილებდა ეროვნული ნაკრების პარამეტრებს და მისი გამოძახება ამიტომაც დავაგვიანეთ. მწვრთნელებისგან ნდობა და გარკვეულწილად, რისკიც იყო, თუმცა ამის არ შეგვშინებია.

იტალიელები ემოციურები არიან. ზუსტად ვიცოდით, ტემპერატურა იმაზე მაღლა არ ამეწია, ვიდრე საჭირო იყო. ჩვენ უკეთ ვმართეთ ემოციები და შესაბამისად - თამაშიც".

მკითხველის კომენტარები / 20 /
საამაყო ის არის, რომ გასაკეთებელი, ქართველი მწვრთნელით გავაკეთეთ, მთავარია აწი სულ ამ გასაგიჟებელი ტემპით ვითამაშოთ. მაისაშვილი მალადეც, ბიჭებს დააჯერე ეტყობა, რომ მათ უკან საქართველოა
kaxa
23:55 10-07-2022
0
პატივისცემა გუნდს და მწვრთნელს.. გულშემატკივარიც უნდა დავფიქრდეთ და წაგებულ მატჩებზე ისეთი კომენტარები არ ვწეროთ რომ გული ვატკინოთ ბიჭებს.. მართალია არგენტინასთან დავნარცხდით მაგრამ დღეს ისეFი ემოციები მივიღე კარგახანი რომ გაგვყვება ყველას.. გილოცვთ ქართველებო და არაქართველები ყველას ვინ საქართველოს გულშემატკივრობთ..
O.k.
23:59 10-07-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული