Daily Mail: საქართველო ნამდვილი სარაგბო ერია - ეს მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელებმა უნდა გაიგონ!

AutoSharing Option
ისტორიულ მატჩში საქართველოს ნაკრების მიერ იტალიის დამარცხებას (28:19) წერილი ბრიტანულმა "დეილი მეილმა" მიუძღვნა (ავტორი ალექს ბაიუოტერი). გთვაზობთ მცირედი შემოკლებით:

"საქართველომ კირან ქროულის გუნდს უამრავი გულშემატკივრის წინაშე სძლია... ამას წინ უძღოდა ექვს ერში გაერთიანების მოწოდება, რომელიც როგორც მოსალოდნელია, კიდევ უფრო ხმამაღალი გახდება. მასპინძლები შეხვედრის დიდი პერიოდის განმავლობაში დომინირებდნენ. ეს მათთვის ღია კარის დღე იყო და შანსი, მსოფლიო რაგბისთვის თავიანთი ამბიციების შესახებ განეცხადებინათ. "ლელომ" თავისი შანსი გამოიყენა. მაისაშვილის გუნდი გამაყრუებელი ხმაურის ფონზე ამ დახურულ კარში არა იმდენად შევიდა, რამდენადაც გატეხა.

ეს მნიშვნელოვანი
გამარჯვება იყო, რაც რაგბის მესვეურებმა მხედველობაში უნდა მიიღონ. საქართველო ნამდვილი სარაგბო ერია. მას მეტი ასეთი თამაში სჭირდება, რათა თავისი ფასეულობა აჩვენოს და მეორე დონის ქვეყანაში რაგბის განვითარებას ხელი შეუწყოს. ამ მოგების შედეგად ექვს ერში გაერთიანების მოწოდებები მხოლოდ გაძლიერდება. ბევრი თვლის, რომ ამ ტურნირში ყოველ წელს უნდა მოქმედებდეს გავარდნისა და დაწინაურების სისტემა. საქართველომ თავისი სიმართლე დაამტკიცა. დროდადრო ურიგოდ არ თამაშობდნენ და სწორედ ვნება და ამ მოვლენის მნიშვნელობა გვაოცებდა წარმოსახვაში.

ატმოსფერო საოცარი - ეს რაგბის თამაშის ფენომენალური გამოცდილება გახლდათ. სიმართლე გითხრათ, საქართველო მეტს იმსახურებს. ეს იყო ღამე, როდესაც მათი ხმა ისმოდა და მისი ექო ზაფხულის ბოლომდე მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელთა დერეფნებში უნდა გაიგონ.

საქართველო მიჩვეულია იმას, რომ თბილისში ეროვნულ გუნდს 50 ათასი გულშემატკივარი უჭერს მხარს, ამჯერად კი მატჩი ბათუმში გაიმართა და პირველი ეშელონის წარმომადგენელთან თამაშის იშვიათ შესაძლებლობას წარმოადგენდა. რაგბის მიმზიდველობის გაზრდის მიზნით შეხვედრების სხვადასხვა ქალაქში ჩატარება მათი გეგმის ნაწილს წარმოადგენს და "აჭარაბეთ არენა" თითქმის გაივსო. რაგბი საქართველოში სპორტის ეროვნული სახეობაა და მისდამი მგზნებარე დამოკიდებულება ცხადია. ამის გასაგებად ბათუმში ყოფნა იყო საჭირო. ეროვნული ჰიმნი ლამაზად შესრულდა.

მატჩის პირველი მეოთხედი მასპინძლებისთვის საუკეთესოდ წარიმართა და ისეთი ხმაური იყო, სტადიონს სახურავი რომ ჰქონოდა, აუცილებლად ჩამოინგრეოდა. არენაზე დიქტორი შეუსვენებლივ მუშაობდა. ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო წარმოდგენა იყო. ის რაგბიზე გადარეულ მაყურებელს ყოველ წუთში ამხნევებდა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. იტალია მეორე ტაიმში ბურთს ხშირად ფლობდა, მაგრამ გუნდმა, რომელმაც მარტში უელსს კარდიფში სძლია, შეცდომები დაუშვა, რამეთუ გიგანტურმა ქართულმა გუნდმა წაგებაზე უარი განაცხადა. როდესაც ტანით პატარა აფრასიძემ მოედნის თავისი ნახევრიდან საჯარიმო გაიტანა - ეს რაღაც წარმოუდგენელი გახლდათ. თქვენ საკუთარ თავს კითხვას დაუსვამდით, საერთოდ მიაწვდენდა კი მიზნამდე ბურთს? და ტრიბუნებმა ისევ იხუვლა. საქართველომ გამარჯვება დაიმსახურა და საფინალო სასტვენის შემდეგ აღფრთოვანდნენ. მხოლოდ მოედანზე როდი ზეიმობდნენ. მთელი ერი ზეიმობდა. ცათამბჯენიდან ფოიერვერკები გაისროლეს. ეს რაღაც ხმამაღალ განაცხადს წარმოადგენდა".

მკითხველის კომენტარები / 34 /
თუ არ მიგვიღებენ არაა აუცილებელი, მთავარია გვესპარინგონ რომ იმდენივე მატჩი დაგვიგროვდეს რამდენიც პირველ გუნდებს.. მსოფლიოსთვის რომ მოვემზადოთ..
O.k.
02:42 11-07-2022
1
საოცარი სტატია.
იბერია
02:00 11-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული