Daily Mail: საქართველო ნამდვილი სარაგბო ერია - ეს მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელებმა უნდა გაიგონ!

AutoSharing Option
ისტორიულ მატჩში საქართველოს ნაკრების მიერ იტალიის დამარცხებას (28:19) წერილი ბრიტანულმა "დეილი მეილმა" მიუძღვნა (ავტორი ალექს ბაიუოტერი). გთვაზობთ მცირედი შემოკლებით:

"საქართველომ კირან ქროულის გუნდს უამრავი გულშემატკივრის წინაშე სძლია... ამას წინ უძღოდა ექვს ერში გაერთიანების მოწოდება, რომელიც როგორც მოსალოდნელია, კიდევ უფრო ხმამაღალი გახდება. მასპინძლები შეხვედრის დიდი პერიოდის განმავლობაში დომინირებდნენ. ეს მათთვის ღია კარის დღე იყო და შანსი, მსოფლიო რაგბისთვის თავიანთი ამბიციების შესახებ განეცხადებინათ. "ლელომ" თავისი შანსი გამოიყენა. მაისაშვილის გუნდი გამაყრუებელი ხმაურის ფონზე ამ დახურულ კარში არა იმდენად შევიდა, რამდენადაც გატეხა.

ეს მნიშვნელოვანი
გამარჯვება იყო, რაც რაგბის მესვეურებმა მხედველობაში უნდა მიიღონ. საქართველო ნამდვილი სარაგბო ერია. მას მეტი ასეთი თამაში სჭირდება, რათა თავისი ფასეულობა აჩვენოს და მეორე დონის ქვეყანაში რაგბის განვითარებას ხელი შეუწყოს. ამ მოგების შედეგად ექვს ერში გაერთიანების მოწოდებები მხოლოდ გაძლიერდება. ბევრი თვლის, რომ ამ ტურნირში ყოველ წელს უნდა მოქმედებდეს გავარდნისა და დაწინაურების სისტემა. საქართველომ თავისი სიმართლე დაამტკიცა. დროდადრო ურიგოდ არ თამაშობდნენ და სწორედ ვნება და ამ მოვლენის მნიშვნელობა გვაოცებდა წარმოსახვაში.

ატმოსფერო საოცარი - ეს რაგბის თამაშის ფენომენალური გამოცდილება გახლდათ. სიმართლე გითხრათ, საქართველო მეტს იმსახურებს. ეს იყო ღამე, როდესაც მათი ხმა ისმოდა და მისი ექო ზაფხულის ბოლომდე მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელთა დერეფნებში უნდა გაიგონ.

საქართველო მიჩვეულია იმას, რომ თბილისში ეროვნულ გუნდს 50 ათასი გულშემატკივარი უჭერს მხარს, ამჯერად კი მატჩი ბათუმში გაიმართა და პირველი ეშელონის წარმომადგენელთან თამაშის იშვიათ შესაძლებლობას წარმოადგენდა. რაგბის მიმზიდველობის გაზრდის მიზნით შეხვედრების სხვადასხვა ქალაქში ჩატარება მათი გეგმის ნაწილს წარმოადგენს და "აჭარაბეთ არენა" თითქმის გაივსო. რაგბი საქართველოში სპორტის ეროვნული სახეობაა და მისდამი მგზნებარე დამოკიდებულება ცხადია. ამის გასაგებად ბათუმში ყოფნა იყო საჭირო. ეროვნული ჰიმნი ლამაზად შესრულდა.

მატჩის პირველი მეოთხედი მასპინძლებისთვის საუკეთესოდ წარიმართა და ისეთი ხმაური იყო, სტადიონს სახურავი რომ ჰქონოდა, აუცილებლად ჩამოინგრეოდა. არენაზე დიქტორი შეუსვენებლივ მუშაობდა. ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო წარმოდგენა იყო. ის რაგბიზე გადარეულ მაყურებელს ყოველ წუთში ამხნევებდა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. იტალია მეორე ტაიმში ბურთს ხშირად ფლობდა, მაგრამ გუნდმა, რომელმაც მარტში უელსს კარდიფში სძლია, შეცდომები დაუშვა, რამეთუ გიგანტურმა ქართულმა გუნდმა წაგებაზე უარი განაცხადა. როდესაც ტანით პატარა აფრასიძემ მოედნის თავისი ნახევრიდან საჯარიმო გაიტანა - ეს რაღაც წარმოუდგენელი გახლდათ. თქვენ საკუთარ თავს კითხვას დაუსვამდით, საერთოდ მიაწვდენდა კი მიზნამდე ბურთს? და ტრიბუნებმა ისევ იხუვლა. საქართველომ გამარჯვება დაიმსახურა და საფინალო სასტვენის შემდეგ აღფრთოვანდნენ. მხოლოდ მოედანზე როდი ზეიმობდნენ. მთელი ერი ზეიმობდა. ცათამბჯენიდან ფოიერვერკები გაისროლეს. ეს რაღაც ხმამაღალ განაცხადს წარმოადგენდა".

მკითხველის კომენტარები / 34 /
ადრეც დავსვი ეს შეკითხვა,მაგრამ პასუხი არ ქონდა არავის და გავიმეორებ :) 6 ერში იტალიია ჩანაცვლებაზე რატომაა საუბარი? რომ დავემატოთ მეშვიდე წევრად? რამე ფორმალურობა უშლის ხელს?
შეტევა
11 ივლისი 2022 10:24
2
ტიპებს არ აწყობთ რაგბის განვითარება, ვერ ხედავს ამაში დიდ მოგებას და სულ არ აინტერესებთ ხვალ რაგბი სად იქნება, 6 ერს ატარებს კომერციული ორგანიზაცია რომლის მიზანია ფულის შოვნა ზედმეტი დაძაბვის გარეშე. რაგბი მაგრად კიდიათ მაგათ!
ზურა
11 ივლისი 2022 10:47
0
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ამ მსოფლიოზე გჯუფიდან გავიდეთ , ეს იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა მსოფლიო რაგბის მამებისათვის და ჩვენი რაგბის განვითარებისათვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ღირსეული ნაბიჯი და სტიმული . მასე დაიწყო არგენტინამ ტიერ-1 გუნდებთან თამაში და დიდი ანგარისებითაც აგებდა , თუმცა ის გამოცდილება რაც დააგროვა , შემდეგ მსოფლიო თასზე გამოიყენა და დრეს არავისათვის სასურველი მეტოქეა . იგივე გზა უნდა გავიაროთ ჩვენც და მოვიდა ის დრო , როდესაც ჯგუფიდან უნდა გავიდეთ ყველაშემთხვევაში . აი მერე კი დარწმუნებული ვარ , ბევრი რამე შეიცვლება სასიკეთოდ .
ATP 16
11 ივლისი 2022 11:15
0
არ მიგვიღებენ და ძალით შევამტვრევთ კარებს. მსოფლიოზე ჯგუფიდან უნდა გავიდეთ, ჯგუფში უნდა ჩავტოვოთ უელსი და ფიჯი. მერე ვნახოთ სად დაგვემალებიან.
G.LA
11 ივლისი 2022 09:20
3
ფიჯი რატომ გგონია აუტსაიდერი? მსოფლიოზე ნახავ რასაც იზამს.
გიორგი
11 ივლისი 2022 11:10
1
ხოხბებმა რომ პაიდე-სთან გაიდეს აფეთქდა კომენტარები)))ამხელა გამარჯვების შემდეგ ოცამდე კომენტარია!!!ღვარძლის ნთხევა უფრო გვეხერხება?!
გიუᲨა
11 ივლისი 2022 12:35
1
6 ერის ჩემპიონატის იმ სისტემით ჩატარება, როლითაც ტარდება ამუხრუჭებს ევროპულ რაგბს. ვინ სულელმა მოიგონა, რომ ლიგიდან ლიგაში გადასვლა საჭირო არ არის? მაშინ რა სტიმული აქვს იტალიას განვითარდეს თუ 6 ერში ადგილი ისედაც დაჯავშნული აქვს? ან რა სტიმული აქვს საქართველოს რაგბს განვითარდეს და 8 ერი კიდევ ერთხელ მოიგოს თუ თავს ზემოთ მაინც ვერ ახტება? თუ 6 ერში აუტსაიდერის პირდაპირი დაქვეითების სისტემას არ აამუშავებენ მაშინ 6 ერის აუტსაიდერისა და 8 ერის გამარჯვებულის ტესტ მატჩის გამართვას რა უშლის ხელს? ამით 6 ერისთვის ხომ უკეთეს გუნდს ვირჩევთ, ანუ მიმაჩნია, რომ ამ გზით 6 ერში გადასვლის სისტემა აუცილებლად უნდა შდანერგონ. რადგან იქ გამარჯვებული 6 ერს აუცილებლად გააძლიერებს, ამით კი ევროპული რაგბი განვითარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოზე აუტსაიდერის როლში აღმოჩნდება.
ჟორა გაბრიჭიძე
11 ივლისი 2022 10:50
1
რუსებმა რაოო?
beqa
11 ივლისი 2022 19:56
8
მეგობარო-უკვე 7 რუს-ქოცთ,გვარგადმოკეტებულებს, ან ტვინგარუსებული-გადაგვარებული ვაჭრების- ტროლებმა-...კარგია-ო, აფხაზეთი და სამაცაბლოს ოკუპაცია-ანექსია,იქ ქართველთა ეთნოწმენდები რომ მოგიწყვეტო, უძველეს ქართულ ტაძრებს-რუსულად თეთრად რომ გაათერეს-ათეთრებენ და საქართველოს სახელმწიფოს ლიკვიდაცია,რომ უნდატ-უკვე მე-3-ედ, თან ამჯერად ,,საქართველო უქართველებოდ,,-რასაც ახორზიელებენ 2012 წლიდან და უკვე 900 მ000-ანი შყქცევადი ემიგრაცია შექმნეს...
კახაბერი
13 ივლისი 2022 13:18
0
,,შესანიშნავი შვიდეულის,, დროა!
ოღონდ-საქართველოს ჭირდება-შერკინებაში დომინირების აღდგენა(გორგოძის თაობა -ზელანდიასაც ტოლს არ უდებდა)
და რაგბში დიდი ბიჭების მოზიდვა(მაღლები -სიმაღლე-სიგანეში)-მეტი ფიზიკა, დანარჩენი ყველაფერი გვაქვს-შეგვიძლია,რომ...
მოკლედ-შეგვიძლია-1-ლ-6-ლშიც დავმკვიდრდეთ,რისთვის საჭიროა-გვჭირდება-ეროვნულ ჩემპიონატებში დ ი დ ი ფინანსების ჩადება-,,დიდი 10,, ავიყვანოთ ტოპ-14-ს დონეზე, რისთვის საჭიროა-სახელმწიფოს განვითარება-განმტკიცება, მისთვის დასავლეთ სამყაროსთან სტრა-ლი პარტნიორობა-გავხდეთ ევრო-ატლანტიკური სამყაროს წევრი(ბიჭებს ფაქტიურად ფრანგები გვიმზადებენ)
და არა-დავრჩეთ როგორც ვართ-ფაქტიურად რუსულ გუბერნიად-ერთ-ერთ ყველაზე ღატაკ ქვეყანად-არა მარტო ევროზონის სახელმწიფოებს შორის,რეგიონშიც კი- ყველაზე მაღალი ემიგრაციის მაჩვენებლებით, სამწუხაროდ შეუქცევადის!
- აღარ უნდა იყოს რთული გასაგები!

კახაბერი
11 ივლისი 2022 13:07
5
რას ბროდიალებ?
ლევანი
11 ივლისი 2022 21:55
5
ჭკუასუსტებს ბოდიალი გონიათ!
კახაბერი
13 ივლისი 2022 13:05
1
აჰა, პრეზიდენტიც გაიჩითა. ვითომ რამე იყოს მისი დამსახურება.
არა მგონია სხვა ქვეყნის პრეზიდენტი გარბოდეს ყველგან სადაც ნაკრები რაღაც მეგობრულ თამაშს მოიგებს.
ii
11 ივლისი 2022 11:22
45
ატანა არა მაქვს ამ მთავრობის, მაგრამ ასეთ დროს ასეთი კომენტარი უადგილოა და გამაღიზიანებელი. კარგს კარგი უნდა უწოდო და ცუდს, ცუდი. ეს კარგი დღე იყო ჩვენს ისტორიაში. პრეზიდენტის პოზირება საჭიროა, რათა რაგბის მამებმა ნახონ, რომ 6 ერში შესასვლელად მთელი ერი ერთიანია. ბოღმა კლავს ადამიანს და პიროვნებას.
11 ივლისი 2022 11:50
1
მეგობრულ თამაშს???)
გიუᲨა
11 ივლისი 2022 12:22
0
ყველა გამოხმაურება
სიმართლე ვთქვათ და არც იტალიი და არც საქართველოს ნაკრების ადგილი ამ დონის თამაშით 6 ერში ადგილი არაა! იტალიის მაგივრად უნდა თამაშობდეს ფიჯი!
რეალობას ᲩავხედოᲗ ᲗვალებᲨი
12 ივლისი 2022 20:13
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული