"ვუთხარი, ეს არ არის სპორტული საქციელი-მეთქი, საკმაოდ ცუდად მოიქცა..." - სოსო ტყემალაძე ჰყვება, რა პირობა არ შეასრულა იტალიელთა პრეზიდენტმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა "თავისუფალი სივრცის" სტუმარი იყო.

მან იტალიელთა მხრიდან პირობის შეუსრულებლობაზე ისაუბრა.

"ჩვენ თამაშამდე ერთ-ერთ ვახშამზე ვთქვით, რომ თუ მოიგებს-მეთქი იტალია, მოგიწევთ ქართულად სიმღერა, მაგრამ თუ ჩვენ მოვიგებთ, ჩვენ იტალიურად ვიმღერებდით. იტალიის პრეზიდენტმა საკმაოდ გამაფრთხილებელი ტონით მითხრა: თქვენ უნდა ისწავლოთ წაგებულზეც და ფართის შემდეგაც აღნიშვნა და უნდა იცოდეთო. იტალიამ გვაჩუქა, ის რაც ვიჩუქეთ და გვასწავლეს ბევრი მატჩზე. შემდეგ წააგეს და ვერ წამოვალ ფართზეო. ეს არ არის სპორტული საქციელი-მეთქი. ხასიათი მოიმიზეზა, რა სუსტები აღმოვჩნდით,
რომ ვერ გადავლახეთო. მე არ ვიმღერე იტალიურად და ვიმღერე ქართულად", - ამბობს ტყემალაძე. 

წყარო: "აჭარის ტელევიზია"
მკითხველის კომენტარები / 65 /
ვინმემ რამე გაიგეთ? ნუ დამძრახავთ და ამიხსენით, არასდროს არ ვუკადრისობ ვისწავლი სხვისგან ის რაც არ ვიცი ან ვერ გავიგე
საბა
12 ივლისი 2022 13:56
8
რომელი ნიძლავის წაგებაზეა საუბარი ან რომელი რაგბის ტრადიციის დარღვევაა აქ..".მე ვუთხარი თუ მოვიგებთ ასე ვიზამ, თუ წააგებ ისე მოიქცევი"...ვიღაცას რაღაც იდეა დაარტყავს თავში და თუ არ გაჰყევი ეს არის გაფუფლოება?...:))))))))))))))))
ჯ.ს-ს
12 ივლისი 2022 22:51
0
გაუგებარი რა არის მეგობარო. იტალიელმა სანაძლეო წააგო და გაფუფლოვდა :-)
ჯ.ს.
12 ივლისი 2022 18:50
0
ამას და მაისაშვილს აწი რა გაუძლებს:))) ისე ჩვენს პრარაბს მაგარი ბედი ქონია, რაგბის გარტყაში არაა და მისი პრეზიდენტობისას ტიერ 1-ის გუნდს მოვუგეთ:) სიმართლე კიდევ ისაა რომ, ბიჭებმა მოედანზე ყველაფერი დადეს და დაუვიწყარი სიხარული გვაჩუქეს, ამისთვის მათ დიდი მადლობა!!! მაინც უნდა გამოვყო ჩვენი მართლაც რომ ფენომენი ბიჭი ნინიაშვილი!მისმა უმაგრესმა თამაშმა ისე დაშოკა იტალიელები, რომ ვეღარც ააწყვეს თავისი თამაში! ეხლა რაც მთავარია სწორი ანალიზი უნდა გაკეთდეს, რომ სამომავლოდ ამოვქაჩოთ ჩვენი სუსტი მხარეები! მე პირადად მაინც უცხოელი მწვრთნელი მინდა!;)
პაატა
12 ივლისი 2022 13:48
11
რა ქართულით არის დაწერილი აზრს ვერ გამოიტან, თუმცა ჟურნალისტის რა ბრალია, თვითონაც ვერ გაიგო ეტყობა რა მოყვა, მართლა ასე ლაპარაკობს. არა უშავს, რაგბისტებმა ასეთი სიხარული ბევრი გვაჩუქონ და ავიტანთ როგორმე, თქვენ გაიხარეთ ბიჭებო!!!
გია
12 ივლისი 2022 13:34
7
დზაან ნუ აგივარდებატ ტავსი ეხლა მარტლა
aron
12 ივლისი 2022 13:25
11
ან ისტორია არაა დიდად მოსაყოლი ან ცუდი მოყოლილია.
გიო
12 ივლისი 2022 13:23
3
იტალიურად უნდა გემღერა და გაგეზიარებინა ვიდეო. ყველა დაინახავდა , რომ შენ შეგნებით უფრო მაღლა დგახარ და შეთანხმებას არ არღვევ!
დიმო
12 ივლისი 2022 13:10
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული