"ვუთხარი, ეს არ არის სპორტული საქციელი-მეთქი, საკმაოდ ცუდად მოიქცა..." - სოსო ტყემალაძე ჰყვება, რა პირობა არ შეასრულა იტალიელთა პრეზიდენტმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა "თავისუფალი სივრცის" სტუმარი იყო.

მან იტალიელთა მხრიდან პირობის შეუსრულებლობაზე ისაუბრა.

"ჩვენ თამაშამდე ერთ-ერთ ვახშამზე ვთქვით, რომ თუ მოიგებს-მეთქი იტალია, მოგიწევთ ქართულად სიმღერა, მაგრამ თუ ჩვენ მოვიგებთ, ჩვენ იტალიურად ვიმღერებდით. იტალიის პრეზიდენტმა საკმაოდ გამაფრთხილებელი ტონით მითხრა: თქვენ უნდა ისწავლოთ წაგებულზეც და ფართის შემდეგაც აღნიშვნა და უნდა იცოდეთო. იტალიამ გვაჩუქა, ის რაც ვიჩუქეთ და გვასწავლეს ბევრი მატჩზე. შემდეგ წააგეს და ვერ წამოვალ ფართზეო. ეს არ არის სპორტული საქციელი-მეთქი. ხასიათი მოიმიზეზა, რა სუსტები აღმოვჩნდით,
რომ ვერ გადავლახეთო. მე არ ვიმღერე იტალიურად და ვიმღერე ქართულად", - ამბობს ტყემალაძე. 

წყარო: "აჭარის ტელევიზია"
მკითხველის კომენტარები / 65 /
ვინმემ რამე გაიგეთ? ნუ დამძრახავთ და ამიხსენით, არასდროს არ ვუკადრისობ ვისწავლი სხვისგან ის რაც არ ვიცი ან ვერ გავიგე
საბა
12 ივლისი 2022 13:56
8
რომელი ნიძლავის წაგებაზეა საუბარი ან რომელი რაგბის ტრადიციის დარღვევაა აქ..".მე ვუთხარი თუ მოვიგებთ ასე ვიზამ, თუ წააგებ ისე მოიქცევი"...ვიღაცას რაღაც იდეა დაარტყავს თავში და თუ არ გაჰყევი ეს არის გაფუფლოება?...:))))))))))))))))
ჯ.ს-ს
12 ივლისი 2022 22:51
0
გაუგებარი რა არის მეგობარო. იტალიელმა სანაძლეო წააგო და გაფუფლოვდა :-)
ჯ.ს.
12 ივლისი 2022 18:50
0
ან ისტორია არაა დიდად მოსაყოლი ან ცუდი მოყოლილია.
გიო
12 ივლისი 2022 13:23
3
ამას და მაისაშვილს აწი რა გაუძლებს:))) ისე ჩვენს პრარაბს მაგარი ბედი ქონია, რაგბის გარტყაში არაა და მისი პრეზიდენტობისას ტიერ 1-ის გუნდს მოვუგეთ:) სიმართლე კიდევ ისაა რომ, ბიჭებმა მოედანზე ყველაფერი დადეს და დაუვიწყარი სიხარული გვაჩუქეს, ამისთვის მათ დიდი მადლობა!!! მაინც უნდა გამოვყო ჩვენი მართლაც რომ ფენომენი ბიჭი ნინიაშვილი!მისმა უმაგრესმა თამაშმა ისე დაშოკა იტალიელები, რომ ვეღარც ააწყვეს თავისი თამაში! ეხლა რაც მთავარია სწორი ანალიზი უნდა გაკეთდეს, რომ სამომავლოდ ამოვქაჩოთ ჩვენი სუსტი მხარეები! მე პირადად მაინც უცხოელი მწვრთნელი მინდა!;)
პაატა
12 ივლისი 2022 13:48
11
ძაან დაბალი ინტელექტის მქონე კაცია, სირცხვილია ამის პრეზიდენტობა
სიმართლე
12 ივლისი 2022 23:59
17
ისე შენ რომ 'ინტელექტი' იცოდე რა არის, გამიკვირდებოდა. გამოშტერებულ ლებრონაზე ამბობენ მაღალი აიქიუ აქვსო და როგორც ჩანს ეგრეც არის, რაც არ ნიშნავს იმას რომ აინშტაინია. უბრალოდ, თავის საქმეში ყველაზე გონიერია.
odala
13 ივლისი 2022 15:21
3
ოდალა ხარ თუ კოდალა, ვერ ხვდები რომ უაზროდ დაეხეტები ამ საიტზე? ყოველ ჯერზე როცა შემოდიხარ, მართლაც უინტელექტო პოსტებს წერ და კოდალასავით ტვინს ბურღავ
Odala-ს
13 ივლისი 2022 17:17
0
ეს თუ ასე "დალაგებულად" ესაუბრა იმ იტალიელს, მაგარს გააგებინებდა რა უნდა გაეკეთებინათ "ფართიზე":))) ისე რა წესია ამ ამბის გარეთ გამოტანა, თანაც სახალხოდ იძახის არ მოიქცა სწორადო... საქმეს ურჩევს თუ რას აკეთებს საერთოდ?! იტალიელების ზედმეტად გაღიზიანების გარდა რისი მომტანია ასეთი ჭორიკნული საუბარი?! სვანიძე იყო და მსოფლიო რაგბის მამებს ლანღავდა, ესაა და პირველივე გაცნობილ კოლეგას საჯაროდ საყვედურობს:( სტუმარი იყო ის კაცი და რაღას მიაძახა ეს სისულელეები?! მოკლედ რა, განსაკუთრებული "ნიჭი" უნდა ასეთი დაბალი ინტელექტის ტიპების ჯერ პოვნას და შემდგომ წინ წამოწევას! სირცხვილია ბატონო სოსო!
ილია
12 ივლისი 2022 15:38
9
სამაგალითოდ ტლუა. საუბარი პირველად მოვისმინე, მაგრამ გარეგნობაზეც ეტყობოდა ინტელექტი.
-
12 ივლისი 2022 19:36
4
ბიძინას ჩიტია და რას სთხოვთ?
888
13 ივლისი 2022 13:52
2
რა ქართულით არის დაწერილი აზრს ვერ გამოიტან, თუმცა ჟურნალისტის რა ბრალია, თვითონაც ვერ გაიგო ეტყობა რა მოყვა, მართლა ასე ლაპარაკობს. არა უშავს, რაგბისტებმა ასეთი სიხარული ბევრი გვაჩუქონ და ავიტანთ როგორმე, თქვენ გაიხარეთ ბიჭებო!!!
გია
12 ივლისი 2022 13:34
7
საიდან მოჰყავთ ეს აფერისტი ხალხი?
Giorgi
12 ივლისი 2022 18:56
8
იქნებ ვინმემ ქართულად თარგმნოს ნაამბობი?!
დედა ენის არ წამკითხველი და არ მცოდნე ალბათ ბევრ დაცინვას "იტანს".
12 ივლისი 2022 14:04
11
ისწავლა ამან ლელო რამდენი ქულაა?
გიორგი
12 ივლისი 2022 16:01
12
ამ ხალხმა ვერ გაიგო რომ ყველა ჩვენსავით ტაშფანდურა არ არის.
David
12 ივლისი 2022 15:26
10
რაშიც ვერ ერკვევით შეეშვით. "ავთერ ფართი" მიღებული ფორმაა ყველა ქვეყანაში. ამაშია რაგბის სიდიადე!
ნუგზარი
12 ივლისი 2022 16:07
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული