"იტალიაზე გამარჯვებით საქართველოზე ინტერესი გაიზარდა..." - ექსკლუზიური ინტერვიუ მარკ დენიელთან

AutoSharing Option
მარკ ჰეინეს დანიელი, ბიზნესმენი, წიგნების ავტორი, მსოფლიო ბიზნესტელეარხების ანალიტიკოსი, საქართველოს რაგბის ნაკრებსა და სხვადასხვა თემაზე საუბრობს:

- იტალიის მორაგბეთა ნაკრების მარცხს ბათუმში არნახული გამოხმაურება მოჰყვა უცხოურ მედიაში, რამდენად არის შესაძლებელი ამ მომენტის მონეტიზაცია ქართული რაგბისთვის?
- იტალიაზე გამარჯვების ფართო და პოზიტიურმა საერთაშორისო გაშუქებამ უკვე იქონია ეკონომიკური ეფექტი - საქართველოსადმი ინტერესი გაიზარდა, მეტ ადამიანს გაუჩნდა ბათუმში ჩასვლის სურვილი; ბრიტანულმა პრესამ, მაგალითად, საქართველოს 6 ერში შესვლის ღირსეული კანდიდატი უწოდა, რამაც რაგბის სამყაროში ინტრიგა გააჩინა პატარა ქვეყნის მიმართ, რომელსაც დიდი სპორტული პოტენციალი აქვს.
ამ ეფექტის რეალიზება უკვე შეძლეს ახალმა ზელანდიამ, შოტლანდიამ, უელსმა, ტონგამ, ფიჯიმ - რაგბიში მიღწევების გამო მსოფლიო პრესა იმდენად ხშირად წერს მათზე, რომ ეს გარდაუვლად იწვევს ტურისტული ტალღის აგორებას.

- კიდევ ერთ ეფექტად, ალბათ, არგენტინის ნაკრების ინტერესი შეიძლება ჩაითვალოს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წინ წვრთნები ბათუმში გაიაროს; შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროსადმი ბიძინა ივანიშვილის ასობითმილიონიანმა დახმარებამ უკვე დაიწყო შემოსავლის მოტანა ქართული რაგბისთვის?

- რა თქმა უნდა, საწვრთნელი ინფრასტრუქტურა საქართველოში მართლაც მსოფლიო დონისაა და უცხოური გუნდებისთვის გასვლითი ვარჯიშების ჩასატარებლად მიმზიდველია; ინვესტიციამ, რაც ამაში ჩაიდო, უკვე გააჩინა საქართველო მსოფლიო რაგბის რუკაზე და, შედეგად - არა მხოლოდ ბილეთების გაყიდვით მიიღებს ქართული რაგბი შემოსავალს, არამედ ინფრასტრუქტურის გაქირავებითაც, - ამას ემატება ავიაბილეთების რეალიზაცია, სასტუმროების ჯავშნები, რესტორნების დატვირთვა; ცალკე ბიძგს იღებს უძრავი ქონების ბაზარი დეველოპმენტის სახით, რომელიც სტადიონებისა და სპორტული კომპლექსების გარშემო ჩნდება. რაგბის გულშემატკივარი ტრადიციულად მაღალშემოსავლიანია და ის მაღალი კატეგორიის სერვისებსა და პროდუქტს მოიხმარს.

- სამეფო ოჯახებს გულისხმობთ, რომელთაც ტრადიციულად განსაკუთრებული ინტერესი აქვთ რაგბისადმი?
- არამხოლოდ, თუმცა მათაც - დიახ, - ცნობილი ფაქტია სამეფო ოჯახების ინტერესი და უშუალო ჩართულობა რაგბიში, რაც ამ სპორტისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის. რაგბი განუყოფელი ნაწილია ოქფორდის, კემბრიჯის, იტონის, სადაც არისტოკრატია იღებს განათლებას და ამ სპორტის სიყვარული თაობიდან თაობებს გადაეცემა. არისტოკრატიის ცნობილი სახეები არა მხოლოდ ესწრებიან რაგბის მატჩებს, არამედ თავადაც მონაწილეობენ ამ სპორტში, რაც რაგბის ხიბლს ზრდის და ერთგვარ გლამურს მატებს მას, - ვფიქრობ, ამ ხაზის განვითარების პერსპექტივა საქართველოშიც შესაძლებელია.

- გავრცელებული სტერეოტიპის მიუხედავად, რომ რაგბი ძირითადად კაცების თამაშია, იტალიასთან მატჩზე ბათუმში მაყურებლის ნახევარს ქალები შეადგენდნენ - რამდენად პერსპექტიულია ეს რაგბის ეკონომიკისთვის?
- იტალიასთან მატჩს ჩემს პარტნიორ ქალთან ერთად ვესწრებოდი, რომელიც სერბეთიდან არის და რაგბიზე პირველად იყო, - იმდენად აღფრთოვანდა სანახაობით, რომ ამ ერთი გამოცდილების შემდეგ რაგბის ფანი გახდა. ვფიქრობ, სწორი მარკეტინგით სავსებით შესაძლებელია რაგბის გარშემო ქალი და კაცი გულშემატკივრების თანაბრად შემოკრება, რაც ამ სპორტში ჩადებული ინვესტიციის უკუგების პოტენციალს გაზრდის. ბათუმის მატჩმა გვაჩვენა, რომ ეს რეალობაა. ვფიქრობ, სოსო ტყემალაძე ბრწყინვალედ უძღვება საქმეს, უთუოდ სწორი ფიგურაა საქართველოს რაგბის ხელმძღვანელად - სწორ მენეჯმენტს უწევს სპორტულ მიმართულებასაც და მარკეტინგულსაც. ამ მხრივ მომწონს, რომ ცდილობს, რაგბი ქვეყნის ბრენდის ნაწილად აქციოს, დაუკავშიროს მის ტრადიციებს, ისტორიას. ვფიქრობ, რაგბი შექმნილია საქართველოსთვის და საქართველო კი ნაყოფიერი ნიადაგია რაგბისთვის. ეს არის სპორტი, რომელიც ბევრი სხვა სახეობის ელემენტებს აერთიანებს. შესაბამისად, ის მიღწევები, რომლებიც საქართველოს ჭიდაობაში, მძლეოსნობაში ან თუნდაც ჭადრაკში აქვს, შეიძლება რაგბიმ გამოიყენოს.

- უფრო ფართო კუთხით დანახულ ეკონომიკას როგორ აფასებთ საქართველოში?
- მე საქართველოს მიმართ უდიდესი ოპტიმიზმით ვარ სავსე. შარშან საქართველოს მოქალაქეობაც მივიღე და ამ ქვეყანაში ინვესტირებასაც განვიხილავ. ვფიქრობ, ქვეყანა კარგად უმკლავდება პანდემიის, უკრაინაში ომისა და ინფლაციის გამოწვევებს, - ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც ბრიტანეთისას ათჯერ აღემატება. დიდ პერსპექტივას ვხედავ მიზნობრივ ტურიზმში - სპორტული, სამედიცინო, ღვინის, ეკო მიმართულებით, - ეს ბუტიკური სერვისებია და საქართველომ, როგორც პატარა ქვეყანამ, სწორედ ასეთ ნიშურ და ძვირად ღირებულ ბიზნესზე უნდა გააკეთოს აქცენტი. საინვესტიციო პოტენციალს ვხედავ აგროწარმოებაში, ჰიდორ-ენერგეტიკაში, ტექნოლოგიურ სტარტაპებში და ასევე, კაპიტალის კერძო ფონდების განვითარებაში, - ამაზე მუდმივად ვსაუბრობ საერთაშორისო ბიზნესმედიაში.

R
მკითხველის კომენტარები / 14 /
ცოტა რიალისტები ვიყოთ ჯობია,არც ექვს ერში მიგვიღებენ და არც ბრიტანელი ტურისტები ჩამოვლენ საქართველოში!!!
ირაკლი
21:40 25-07-2022
22
იცი საერთოდ რა მინდა რო ვთქვა მესმის აზრის თავისუფლებაც და დემკრატიაც მაგრამ არ მესმის ამ ხალხის უაზრობების საერთოდ არააქვს სტატია წაკითხული რამოდენიმე მონაკვეთს მოავლო თვალი და ისეთ კომენტარს აკეთებს საერთოდ აცდენილია სტატიასთან საიტის ადმინ ესეთი კომენტარი ხო შეიძლება რო არ გამოაქვეყნო და ნამდვილ მკითხველს და თქვენი საიტის ერთგულებს არ მოუშალო ნერვები ალბათ რაც ეს საიტია დაარსებული იმის მერე ვადევნებ თვალს და ვეცნობი სიახლეებს მაგრამ მართლა არ ვაკეთებ კომენტარს დიდათ არც ვაქცევ ყურადღებას ეხლა ვეღარ მოვითბინე და მაგიტო დავწერე ამდენი მაპატიეთ არავის არ ვაყენებ შეურაცყოფას ვინც ეირსია ისინი კი გასრიალდნენ აქედან ეს ვი პარტისტები
ქართველი მამულისშვილი
21:22 25-07-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული