რაგბი ევროპის ახალი ფორმატი

AutoSharing Option
2023 წლიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატი ახალი ფორმატით და გუნდების გაზრდილი რაოდენობით ჩატარდება.

ექვსის ნაცვლად მონაწილეთა რაოდენობა 8 გუნდამდე იზრდება, რომლებიც ორ ოთხგუნდა ჯგუფში არიან განაწილებული. საქართველო ა ჯგუფში ესპანეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის ნაკრებებთან ითამაშებს, ხოლო ბ ჯგუფში რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ.

4-18 თებერვალს თითოეული გუნდი ჯგუფური ეტაპის სამ-სამ შეხვედრას გამართავს. საქართველო 4 თებერვალს გერმანიას მასპინძლობს, 11-ში ნიდერლანდებს ეწვევა, ხოლო 18-ში ასევე სტუმრად ესპანეთს ერკინება.

თითოეული ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო თასის ნახევარფინალში გადის, ხოლო მესამე-მეოთხეადგილოსნები მეხუთე-მერვე ადგილის ნახევარფინალებს ითამაშებენ. ნახევარფინალური
შეხვედრები 4-5 მარტსაა ჩანიშნული, ფინალები კი 18-19 მარტს გაიმართება და ყველა ადგილი გათამაშდება.

ჯგუფები ორი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ორი წლის ჯამში ბოლო ადგილზე გასული გუნდი „ალაფაზე“ დაქვეითდება.

რაგბი ევროპის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი ფილიპ ტუჩელი ამბობს: „ახალი ფორმატი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმართ ინტერესს გაზრდის და ჩვენ უფრო სანახაობრივი მატჩების თვითმხილველები გავხდებით. მონაწილეთა რაოდენობის 8 გუნდამდე გაზრდა ხელს შეუწყობს ევროპული რაგბის განვითარებას“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
აქამდე რაგბი ევროპაზე,საქართველოს ნაკრებს,მეტნაკლებად ღირსეული,სამი მეტოქე ჰყავდა.ახალი ფორმატით ამ სამიდან ერთერთს,რუმინეთს ან პორტუგალიას,შეიძლება ავცდეთ და შეხვედრა არ მოგვიწიოს.ამ შემთხვევაში,ესპანეთთან შესაძლოა ორჯერ მოგვიწიოს თამაში.არა მგონია, ჩვენთვის ეს უფრო სასარგებლო იყოს.
სოსო
19:43 16-09-2022
1
სხვების განვითარებას კი შეუწყობს ხელს, ოღონდ ჩვენის არა, ამ პოლონეტთან და მაგნაირ გუნდებთან თამაში რას მოგვცემს, ჩვენ არაფერს, პირიქით მოტივაციას დავკარგავთ
ალეკსანდრე
20:01 16-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული