რაგბი ევროპის ახალი ფორმატი

AutoSharing Option
2023 წლიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატი ახალი ფორმატით და გუნდების გაზრდილი რაოდენობით ჩატარდება.

ექვსის ნაცვლად მონაწილეთა რაოდენობა 8 გუნდამდე იზრდება, რომლებიც ორ ოთხგუნდა ჯგუფში არიან განაწილებული. საქართველო ა ჯგუფში ესპანეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის ნაკრებებთან ითამაშებს, ხოლო ბ ჯგუფში რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ.

4-18 თებერვალს თითოეული გუნდი ჯგუფური ეტაპის სამ-სამ შეხვედრას გამართავს. საქართველო 4 თებერვალს გერმანიას მასპინძლობს, 11-ში ნიდერლანდებს ეწვევა, ხოლო 18-ში ასევე სტუმრად ესპანეთს ერკინება.

თითოეული ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო თასის ნახევარფინალში გადის, ხოლო მესამე-მეოთხეადგილოსნები მეხუთე-მერვე ადგილის ნახევარფინალებს ითამაშებენ. ნახევარფინალური
შეხვედრები 4-5 მარტსაა ჩანიშნული, ფინალები კი 18-19 მარტს გაიმართება და ყველა ადგილი გათამაშდება.

ჯგუფები ორი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ორი წლის ჯამში ბოლო ადგილზე გასული გუნდი „ალაფაზე“ დაქვეითდება.

რაგბი ევროპის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი ფილიპ ტუჩელი ამბობს: „ახალი ფორმატი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმართ ინტერესს გაზრდის და ჩვენ უფრო სანახაობრივი მატჩების თვითმხილველები გავხდებით. მონაწილეთა რაოდენობის 8 გუნდამდე გაზრდა ხელს შეუწყობს ევროპული რაგბის განვითარებას“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩვენ არ გვიშვებენ ზემოთ, სამაგიეროდ ეს ჭიაყელები ამოუშვეს ჩვენთან
S.K.K.
18 ოქტომბერი 2022 23:11
0
სხვების განვითარებას კი შეუწყობს ხელს, ოღონდ ჩვენის არა, ამ პოლონეტთან და მაგნაირ გუნდებთან თამაში რას მოგვცემს, ჩვენ არაფერს, პირიქით მოტივაციას დავკარგავთ
ალეკსანდრე
16 სექტემბერი 2022 20:01
1
აქამდე რაგბი ევროპაზე,საქართველოს ნაკრებს,მეტნაკლებად ღირსეული,სამი მეტოქე ჰყავდა.ახალი ფორმატით ამ სამიდან ერთერთს,რუმინეთს ან პორტუგალიას,შეიძლება ავცდეთ და შეხვედრა არ მოგვიწიოს.ამ შემთხვევაში,ესპანეთთან შესაძლოა ორჯერ მოგვიწიოს თამაში.არა მგონია, ჩვენთვის ეს უფრო სასარგებლო იყოს.
სოსო
16 სექტემბერი 2022 19:43
1
შეხვდები ყველას (ძლიერს), თან ორს გავარდნაზე.
ანდრი
17 სექტემბერი 2022 19:04
0
რუსეთის მოხსნით 6 გუნდის საერთო დონე მაინც მნიშვნელოვნდა დაწეული გამოდიოდა. ასე თვითონ ფორმატი ქმნის იმის საშუალებას, რომ ნახევარფინალში და ფინალში ვერ მოდუნდები, ერთი წაგება თასის დაკარგვას ნიშნავს. ფორმატის მხრივ ასე უფრო დაძაბული გამოდის, ბოლო პერიოდი ცალი ხელით ვიგებდით ერთა ლიგას.
დათა თუთაშხია
17 სექტემბერი 2022 00:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული