4 ნოემბერს, 15:00 საათზე, რაგბის კავშირში რაგბის მხარდამჭერ გუნდს, "ბორჯღალოსნებს", 500 საგულშემატკივრო მაისური გადაეცემა, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის საჩუქარია. მაისურებს რაგბის კავშირის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოტიპები ამშვენებს; "ბორჯღალოსნები" თავიანთ რიგებში განუხრელად ამკვიდრებენ გენდერული თანასწორობის პრინციპს, ფან-კლუბის 550 წევრს შორის ნახევარზე მეტი ქალები არიან, ხოლო მმართველი საბჭოს 7 წევრს შორის 3 გოგოა.
ფან-კლუბი ასევე თანმიმდევრულად ამკვიდრებს სტადიონზე გულშემატკივრობის საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც მეტოქისა და მსაჯის მიმართ პატივისცემას ითვალისწინებს, და ამასთანავე, ხელს არ უშლის მატჩის მსვლელობას.
თავის მხრივ, საქართველოს რაგბის კავშირსა და
გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის პარტნიორობა 12 წლის წინათ საქველმოქმედო მატჩის ორგანიზებით დაიწყო და მას შემდეგ არ შეჩერებულა, - ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიას არაერთი საერთაშორისო მატჩი მიეძღვნა, 2021 წელს კი, მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან მატჩში საქართველოს ნაკრების კვართს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგო ამშვენებდა. საგულშემატკივრო მაისურებს ფან-კლუბს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე და რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი გადასცემენ.
R