ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ ურუგვაი 34:18 დაამარცხა.

ჩვენმა გუნდმა ხარვეზებით ითამაშა, თუმცა მაინც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და იმედია, შემდეგ შეხვედრებს უკეთესად ჩაატარებს.

სტუმრები დებიუტში საჯარიმოთი დაწინაურდნენ, რასაც „ბორჯღალოსნების“ იერიშები და აბჟანდაძის საპასუხო საჯარიმო მოჰყვა. შემდეგ ჩვენი გუნდის სწრაფი შეტევა გორგაძის ლელოთი და აბჟანდაძის გარდასახვით დაგვირგვინდა. მერე მსაჯმა მეტოქის მორაგბე ეჩებერი გაასინბინა, მოლის შედეგად მეორე ლელოც გორგაძემ დადო და აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა. მაისურაძის გუნდი თამაშს წარმართვდა, დაცვაშიც დომინირებდა და მოწინააღმდეგეს აშკარად სჯაბნიდა. თუმცა, ურუგვაიმ მაინც მოახერხა ანგარიშის 4 ქულამდე შემცირება, რაც თამაშის საერთო სურათიდან გამომდინარე ცოტა ალოგიკური იყო. სამაგიეროდ ლოგიკური გახლდათ ლამაზი კომბინაცია, გორგაძის მორიგი ლელო და აბჟანდაძის გარდასახვა. ტაიმის დასასრულს თედომ საჯარიმო ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 24:13 დასრულდა.

მეორე ტაიმი პაპიძის ლელოთი და აბჟანდაძის ზუსტი გარდასახვით დაიწყო. 55-ე წუთზე მსაჯმა თედოს ყვითელი ბარათი უჩვენა, ვიზავი უპირატესობას დაეუფლა და ლელოთი სხვაობა შეამცირა. თუმცა, მალე აბჟანდაძემ საჯარიმოთი ანგარიში გაზარდა. ბოლოს თამაში ცოტა აირია, ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, "ბორჯღალოსნებმა" მეტი ლელოს გატანა ვერ შეძლეს და შეხვედრა 16 ქულით მოიგეს.

საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს სამოას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს კარდიფში უელსს დაუპირისპირდება.

ალექს
ბოდიში, კვირიკაშვილი და კაჭარავა ამოშალეთ ბორჯღალოსნების ისტორიიდან თუ როგორაა საქმე?
თორნიკეს
თბილისი და ბათუმი რა შუაშია,ბილეთების ფასი იყო 35-100ლარი,კარს უკან 10-20ლარი
სოსო
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას!ყოველ წამს იგრძნობოდა,რომ ჩვენ ნაკრებს გაცილებით მეტი პოტენციალი ჰქონდა და ამის გამო თავს პერიოდულად მოდუნების უფლებას აძლევდნენ.ამის გამო,მივიღეთ საკმაოდ ბევრი ქულა.ამ თამაშში,ორი რეკორდი დამყარდა და მის ავტორებს ვულოცავ.მერაბ შარიქაძემ,40 მატჩი ჩაატარა კაპიტნის სამკლაურით და ეს აქამდე, არც ერთ კაპიტანს არ მოუწია.მეორე რეკორდსმენი,სანდრო თოდუაა!მან უკვე 101 მატჩი ჩაატარა ნაკრების კვართით და გუშინდელი დღიდან მოყოლებული,ყველაზე მეტი კეპის მფლობელია საქართველოს ნაკრების ისტორიაში.ორივე რეკორდსმენს ვულოცავ და მთელი გულით ვუსურვებ,კიდევ მრავალი სანაკრებო მატჩი ჩაეტარებინოთ,თანაც დიდი წარმატებით.მომავალ მატჩებში,გაცილებით უფრო დისციპლინირებულ თამაშს ველი და ეს თუ შევძელით,სამოას,მათი გაძლიერების მიუხედავად,მაინც დავამარცხებთ,უელსელებთან კი,ღირსეულად ვითამაშებთ.ამსი იმედი მაქვს.
tngh
გმადლობთ და გილოცავთ!!! ყველას, ყველას... ყველას!!!
ანდრი
საერთოდ შეუსაბამოდ პრეტენზიული 'გულშემატკივარი' მრავლად გვყავს, ხან ხვიჩას 'პასს არ აძლევენ', ხან 'ხელფასში ჩაგრავენ', ხან ლობჟანიძე არ მოსწონთ და მწვრთნელი ხომ ყველა სპორტში 'არ გვივარგა', კოკოშკოვივით ყველა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდება, მაგრამ იგორი კარგი სარკე უნდა იყოს ჩვენთვის.
ანდრი
კუთხური ჯიბრი მავნე და სამარცხვინო საქმეა, მაგრამ გულშემატკივრობაც ნამდვილად სუსტი მხარეა ჩვენში - სეირის სანახავად ივსება ტრიბუნები (ხშირად მეორე ტაიმისთვის, მანამდე არ შეგარგებენ დროზე მისულს ჯდომას) და თამაშის დასრულებამდე იცლება თუ ვერ ვიგებთ, ან ზეიმი და ანიმატორი უნდა მიუჩინო, რაგბში სტვენას და ყლოყინს ვერ გადავაჩვიეთ ხალხი. რაგბი ნიჟარაძის დროს რაღაც საერთოდ შემოგვთავაზეს რომელსაც ერთად 'ვზრდიდით' და ვხარობდით, მერე დაჭამეს ერთმანეთი და ეხლა რაგბი მედალივით აირტყა 'ქვეყანამ'. გეხბურთი ხვიჩას წარმატებით ისე ტრაბახობს გეგონება ჩვენი გაზრდილი იყოს. დანარჩენ სპორტს, წყალბურთს ან ნიჩბოსნობას ჩვენი სპორტალიც კი არ წყალობს, და თბილისი თუ ბათუმი აქ არაფერ შუაშია.
სიმართლე
შენს დაწერილზე ჩვენ, თბილისში მყოფებს, მოკლე პასუხი გვაქვს: ბიჭებს უდიდესი მადლობა მაგრამ რაგბის კავშირის "გენიოსებს" ფურთხი ეკუთვნით იმ ფასების გამო, რაც დაადეს ამ თამაშებს! რომ ჩამოსულიყვნენ პირველი დონის ნაკრებები, ამას კიდევ გავიგებდით. მაგრამ ასეთი უნამუსობა, როდესაც ურუგვაი-სამოასთან 70 და 100 ლარს ადებ ფასს, არის გულშემატკივრის დაცინვა. რეალობის გრძნობა არ უნდა დაკარგო, თორემ მე პირადად იტალიასთან ბათუმში თამაშზეც ვიყავი და ერთ ბილეთში მაშინ 40 ლარიც გადავიხადე (ჯამში 80 ლარი, შვილთან ერთად წავედი) რადგან ნაღდად ღირდა ეს ყველაფერი!

ერთსაც დავამატებ, მაგ ირლანდიამ ზაფხულში ზელანდიას კარგი გაკვეთილები ჩაუტარა და გუშინ მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკაც მიაყოლა

გეთანხმები, მაგრამ ბათუმის სტადიონი დინამოზე პატარაა და 55 ათასი კაცის მოყვანა ურუგვაის ნაკრებთან ცოტა ძნელია. მეორეც, მეტოქე იტალია იყო და მაგ თამაშისთვის ფედერაცია განსაკუთრებულად მოემზადა. ამას თბილისიდან ბათუმში ჩასული გულშემატკივარიც დაემატა და 20 ათასიც შეგროვდა. გეთანხმები, რომ ყველა თამაშზე მსგავსი ატმოსფერო უნდა იყოს, მაგრამ ამას იმედია დროთა განმავლობაში მივაღწევთ
თორნიკე
მწვრთნელის კრიტიკა იქით იყოს. ყველამ იცის ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება მის მიმართ. უზომოდ ბევრი ხარვეზია განსაკუთრებით დერეფანში, მიყოლაში, გადაყრაში, ფეხით თამაშში. მაგრამ ახლა სხვა საკითხზე. უსაზღვროდ სამარცხვინოა, რომ მილიონნახევრიანი თბილისი 55 ათას ადამიანს ვერ კრებს სტადიონზე. მე თუ მკითხავთ - თბილისს რაგბი და ზოგადად სანაკრებო სპორტი უნდა მოანატრო. ბათუმში იტალიასთან თამაშზე ნემსი არ ჩავარდებოდა სტადიონზე. იქაური მოსახლეობა 150 ათასია. სპორტსმენებს და სამწვრთნელო შტაბს რომ ვთხოვთ ხარისხს, უნდა გავიზარდოთ ხარისხობრივად და რაოდენობრივად გულშემატკივარიც. ჩვენი სპორტსმენები და ნაკრებიც გულშემატკივარზე გაცილებით მაღალი დონისაა და არა მხოლოდ რაგბიში.
გიორგი
გამარჯვებას გილოვავთ, ვულოცავ ბიჭებს! ძალიან ძლიერი მორაგბეები გვყავს და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ვიგებთ თანაშებს. სამწუხაროდ, მაღალი დონის მწვრთნელის ჩამოყვანას არ აპირებენ და ტიერ-1 გუნდებთან ძალიან გაგვიჭირდება.
Lebron
ტელევიზორთან ჯდომას და მერე კლავიატურაზე კაკუნს ჯობდა მობრძანწბულიყავით თამშზე და ახლოდან გენახათ!! პირველი თამაშის კვალობაზე მე პირადად კმაყოფილი ვარ!! ჩანს თუ რამხელა პოტენციალი აქვს ჩვენს რაგბის!! 5 დებიუტანტით ამერიკის მეორე საუკეთესო გუნდს უშანსოდ მოვუგეთ. თამაში ჩვენი სრული კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა!! ხარვეზები განსაკუთრებით აუტსა და შერკინებაში თვალნათლივ ჩანდა თუმცა დარწმუნებული ვარ სამიასთან და უელსთან გამოსწორდება!!! მადლობა ბიჭებო
ა
შენ არ ხარ გარტყმაში იტალიია დამარცხებით რო არის ყველაფერი ნათქვამი
პაატა
ალექს ძმობილო, 40 ქულით მოგებას არავინ ითხოვს, აქ საუბარია ნაკრების თამაშის ხარისხზე! რაღაც ეტაპზე ჩვენ ელიტაში გვინდა თამაში თუ ისევ ამ დონეზე დარჩენა? ალბათ პირველი ხო? ხოდა შეადარეთ რას თამაშობენ პირველი ათეულის ქვეყნები+ფიჯი და მერე შეადარე ჩვენების თამაშის ხარისხი. არადა მაგარი ბიჭები გვყავს და გაცილებით ხარისხიანი რაგბის თამაში შეგვიძლია, ამისთვის გვინდა მაგ მაღალი ხარისხის შესაბამისი მწვრთნელები. ირლანდიაში მაგარი მწვრთნელები არ არიან თუ რა? მაგრამ მოიყვანეს საერთოდ უცხო ადამიანი და არიან აგერ რეიტინგში პირველ ადგილზე! ასე რომ სამწვრთნელო შტაბში მაღალი დონის ხალხია საჭირო, მე ასე ვფიქრიბ და რაგბის გარტყმაშიც ვარ!:)
ანდრი
მომენტებში საუცხოო დინამიკა გვქონდა, მაგრამ მგონი ბიჭების კლასის და ხასიათის ხარჯზე, მთლიანობაში მაისაშვილის 'სტილში' დასრულდა თამაში, მეორე ტაიმში გუნდი უგზო-უკვლოდ გაქრა.
ალექს
გარტყმაში ხართ რაგბის საერთოდ?? ურუგვაი ამერიკის პირველი გუნდია(არგენტინის შემდეგ) და არა ვიღაც ჭ კლასი რო გინდა თუ არა 40 და მეტი სხვაობით მოუგო. ჩვენმა გუნდმა იტალია დაამარცხა და ამით ყველაფერი ნათქვამია.
ზაალს
ლოზუნგობანას მოეშვით. პოლიტიკანებისგან არ გვაკლია. 6 ერში ვერ ვაპირებთ. არ გვისვებენ..გვითხრეს უკვე. პ.ს. არც ნატოში
სოსო
20 არა ზვიად,21 იყო,მაგრამ ათასი,უკვე დღის პირველი საათისათვის გაყიდული ბილეთი.ის ხალხი,ვისაც მაისაშვილის მოხსნა უნდა,ცამდე მართალიც რომ იყოს,ჩემპიონატამდე მისი მოხსნა მაონც არ შეიძლება.მისი შეფასება კი,სწორედ იქ გამოსვლის შემდეგ შეიძლება,რადგან წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან.მე რასაც ვხედავ,მის ხელში სანაკრებო კადრების სიღრმე,საგრძნობლადაა გაზრდილი და გაცილებით უკეთესი გახდა,უკანა ხაზის თამაშიც და დღეს უკვე ფეხით თამაშიც საგრძნობლად უკეთესი იყო.7 კაცი რომ გაკლია ნაკრებში და კიდევ რამდენიმეზე დავობ,რატომ არ იძახებს ნაკრებშიო,ეს უკვე იმას ნიშნავს,რომ ნაკრების შემადგენლობას,გარკვეული სირღმე აქვს შეძენილი.შავი ლომის ეფექტიც თანდათან მოიმატებს და რასაც უცხოელი მწვრთნელი ,ხელფასის სახით აიღებს,არა მგონია მაისაშვილი იმდენს იღებდეს.რაგბის ფედერაცია,სულაც არ არის მდიდარი და 100 000 დოლარიც რომ იყოს სხვაობა,ეს ფული,ბავშვთა რაგბიში თუ გადამისამართდა,მას გაცილებით მეტი ეფექტი ექნება,ვიდრე იმ უცხოელი მწვრთნელის მოყვანას.დღევანდელ შეხვედრაშიც ჩანდა,რომ როცა ნაკრები მობილიზებული იყო,ურუგვაისთან ძალიან საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა და იტალიასაც ხომ ამ ნაკრებმა მოუგო.ამას მხოლოდ მორაგბეთა კარგ ფორმაში ყოფნა არ უშველის,მწვრთნელის ხელიც აუცილებელია.შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო,მგონი ეს ტრიალებს ბევრი ჩვენგანის გულში.კი,ალბათ შეიძლება,უძლიერესი მწვრთნელის ნაკრებში მოყვანა და დიდი ფულის ფასად,ნაკრები,კლასიფიკაციაში,მაქსიმუმ ერთი ადგილით წინ წავა.გვიღირს ერთი ადგილით დროებითი დაწინაურება,უზარმაზარ ფულად?არ გვიღირს.ეს ფული.,ისევ და ისევ,მავშვთა რაგბის და მათი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას თუ მოხმარდება,ეგ იქნება გაცილებით უფრო ხანგრძლივ ვადიანი ეფექტის მომტანი.ამას დრო უნდა,რამდენიმე წელი,მაგრამ შედეგიც გრძელვადიანი იქნება.
ქორ-პარიკმახერი
მაისაშვილის მწვრთნელობაზე ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცი და მიტომ. აი ტყემლაძე როგორი ნიჭიერი პრეზიდენტი ყავს რაგბს! ევროპა ლიგა რომ მოიგეს გაიქცა და თასს წამოუწვა თითქოს მაგის დამსახურება იყო. სამაგიეროდ ნიჭიერად ამოიღო ნაკრების ფორმიდან ეროვნული სიმბოლო, ვაზის რტო, იტალიის თან რომ მოიგეს ბიჭებმა ეგაც მაგის დამსახურება ყოფილა. მაგიტომ ილაპარაკა მერე თავის თავზე საათნახევარი. როგორ გატრუნულები ხართ ყველანი! გეშინიათ ხმა რომ ამოიღოთ გაცნობა არ დაგაბრალონ. სიმართლის თქმა სალანძღავი გახდა ამის ....
დემე
პრომოკოდია aia2022 ნახევარ ფასშია ამით ბილეთები
პაატა
არ იცის ლევანმა მეტი მწვრთნელობა, ან საიდან უნდა იცოდეს?! ჰეიგისგან რაც აითვისა ეგაა მაგის მაქსიმუმი, ჰეიგი კიდევ თანამედროვე რაგბის საშუალო დონესთან მიახლოებული მწვრთნელი იყო. რა ვქნათ ეხლა ვიძახოთ ქართველს აცალეთო? რა უნდა აცადონ არ მესმის, მაღალი დონის რაგბის ტვ-ში ყურებით ეგ როგორც მწვრთნელი ვერ გაიზრდება და პრაქტიკაში აგერ შავ ლომს რასაც ათამაშებს კი ვხედავთ, მაგას თუ მაღალი დონის რაგბს ეძახით მაშინ აღარ ყოფილა საშველი და ეგაა:) რა ქნან ბიჭებმა თავისით თამაშობენ ტოპ-14-ში მიღებული ცოდნის ხარჯზე. აგერ სამოასთან გამოჩნდება სად ვართ, რომელსაც იტალიამ გუშინ მგონი 36 ქულით მოუგო.
ზაალი
კიდევ ერთი გამარჯვება.. ყოჩაღ ბიჭებს და მაისაშვილს!!! იტალიას ხომ მოვუგეთ, მალე მოვა დრო უელსსაც მოვუგებთ...
კაკო
გამარჯვებას გილოცავთ! რაგბის ქომაგებს (ცალკე სექტორში რომ იყვნენ) მადლობა და ვთხოვ თამაშსაც უყურონ და შეძახილებიც უფრო შესაბამისი იქნება.
რ
რატომღაც პირველი თამაში ყოველთვის გვიჭირს. მატჩის ანგარიში კარგია, თამაშის ხარისხი უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ იმედია შეცდომები გაანალიზდება და ეს სამოასთან და უელსთან გამოჩნდება. მოგებას გილოცავთ, წინ სულ გამარჯვებებით გევლოთ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
100% ერთი და იგივე მუდამ,ტრაილებს! სუსტად,ძალიან სუსტად გამოდის ნაკრები,რომლის მთავარი მოთხოვნა არის ექვს ერში თამაში და ამას ვინც ვერ ხედავს ან არ ხედავს,თავს იბრმავებს!
გუსანი
ვულოცავ ბიჭებს, მაგრამ არ იყო კარგი თამაში, წუნი შეიძლება ყველას ქონდეს და პრობლემა უფრო სხვა რამეში-არასწორ გადაწყვეტილებებშია,რაც პირდაპირ სამწვრთნელო ვარჯიშების კომპეტენციაში შედის.... ისე მსაჯები აშკარად გვწყალობდნენ, მაგ: ტაიმის ბოლო ლელო აშკარად წინ პასით გავიდა, სხვა მომეტებიც იყო .....
Soso
ლანძღეთ მაისაშვილი თამაშებს კი იგებს მეორესაც მოიგებს უელსშიც ბრძოლა იქნება მეტი რაქნას მშვენიერი მწვრთვნელია
ა
არ გვაქვს ამ კაცის ხელში წინსვლა გაიგეთ ხალხნო ჩემი ძმის დანიშვნავს ხო არ ვითხოვ ან რამე პირადი მიზანი ხო არ მაქვს შეხედეთ თამაშს წადი რა მაისაშვილო სახლში გთხოოვ
Zviads
იმაზე მეტი ხალხი იყო ვიდრე მეგონა, ალბათ 20-მდე იქნებოდა, იმედია სამოაზე კიდევ უფრო მეტი ხალხი მივა...
სააკაძე
სამწუხაროდ, ნელ ნელა რაგბის მიმართ ინტერესი კლებულობს.
BOSS
ბიჭებს მადლობა,მაგრამ გაიტანეთ გრელანდია,გაიტანეთ!!!
ზაალი
5 ლარიანი ბილეთებით აპირებთ 6 ერში შესვლას???
mirosan
კიიი...ცარიელ სტადიონზე....ფედერაცია თქვენი.....
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი
"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?
სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით
"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"