შარიქაძე: კარგი იქნებოდა მსაჯიანად მოგვეგო

AutoSharing Option
ტესტ-მატჩში სამოასთან დამარცხების შემდეგ კომენტარები საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და მეტოქე გუნდის თავკაცმა სეილალა მაპასუამ გააკეთეს.

მერაბ შარიქაძე: "თამაშის განმავლობაში მსაჯმა რამდენიმე უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. იმედია, ნახავენ ამ შეხვედრის ჩანაწერს სადაც საჭიროა. წესებში წერია, რომ შემტევის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა დამცველზე მოდის და რაც არ უნდა მოხდეს, კისერში ბოჭვა არ უნდა გაკეთდეს. ჩვენთვის ეს წესი რატომღაც არ მოქმედებდა. ეს ის მსაჯია, რომელმაც საფრანგეთთან მატჩი იმსაჯა. კარგი იქნებოდა, ისეთი მაგრები ვყოფილიყავით, მსაჯიანად მოგვეგო, მაგრამ ასეთი მაგრები ვერ აღმოვჩნდით"

ლევან
მაისაშვილი: "მსაჯმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რამაც გარდამტეხი როლი ითამაშა. სამწუხაროდ წესები ისე იცვლება, რომ ორმაგი სტანდარტი ძალიან ბევრია და მსაჯზე ვერც აქცენტს გავაკეთებთ და ვერც ანალიზს. მიუხედავად ყველაფრისა, თამაშის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე 6 ქულას ვიგებდით და ოდნავ ყურადღებით რომ ვყოფილიყავით, აუცილებლად მოვიგებდით. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და მათზე ვერაფერს ვიტყვი. ახლა ერთმანეთთან გვაქვს სასაუბრო, რომ საკუთარი შეცდომები გამოვასწოროთ. რამდენჯერმე შეგვეძლო ეპიზოდის უკეთ დასრულება, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ და შედეგი სახეზეა. გუშინაც აღვნიშნე, რომ იტალიასთან მარცხის მიუხედავად, სამოა ძალიან ძლიერი გუნდია და დღეს ეს ყველამ დაინახა.

კარგი სასწავლი თამაში იყო. პირველ ტაიმში მეტოქეს რამდენიმე საჩუქარი მივეცით და მათ ეს გამოიყენეს. ჩვენ ორჯერ ვიყავით მეტოქის 22-ში და იქიდან უქულოდ გამოვედით. მეორე ტაიმში დავლაგდით და დომინაციაც გვქონდა. რაგბი არ არის განუსაზღვრელი რაოდენობის შანსები და როდესაც ქულების აღების შანსი გაქვს, ის უნდა გამოიყენო. თუმცა, თუ არ თამაშობ, შეცდომებს არ უშვებ და ამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.

ქუნთელიას ვულოცავ დებიუტს. ის ძალიან კარგად შემოვიდა, სტატიკურ ფაზებში კარგად იდგა და ლელოც გაიტანა. ის ჯერ ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, დიდი მომავალი ელოდება.

უელსი რა გუნდია, ყველამ იცის. საინტერესოა ჩვენთან თამაშისთვის შემადგენლობაში როტაციას თუ განახორციელებენ. ურუგვაისთან მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ სამოა ასეთ შეცდომებს არ გვაპატიებდა. უელსს კიდევ უფრო უკეთ შეუძლია შეცდომების გამოყენება".

სეილალა მაპუსუა: "უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ იყო ძალიან მძიმე და რთული მატჩი. საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით, ბევრი შეცდომა დავუშვით და ბევრი ჯარიმა მივეცით მეტოქეს, მათ კი ჩვენი შეცდომების შედეგად, თავიანთი თამაშის შექმნა შეძლეს. საბედნიეროდ, ბოლო მომენტში დავბრუნდით მატჩში და გავიმარჯვეთ. ბევრი სირთულე იყო და გამარჯვებით ბედნიერი ვარ. შეცდომები და ჯარიმები მეტოქის წნეხის დამსახურებაა. საქართველოში პირველად გავიმარჯვეთ და ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტია. ვეთამაშეთ ძალიან მაღალი დონის ნაკრებს. ისინი ყოველწლიურად უფრო იზრდებიან და ასეთ გუნდთან გამარჯვება, ასეთ შესანიშნავ ატმოსფეროში, განსაკუთრებულია".

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 45 /
კარგი იქნებოდა რომ ახალი მწვრთნელი გყავდეს.
ლომი
13 ნოემბერი 2022 03:39
2
აღარ დარჩა მსოფლიო ჩემპიონატამდე დრო სასწრაფოდ შესაცვლელია
Qqq
13 ნოემბერი 2022 08:58
2
შენ გჯერა, რომ ეხლა ვინმე მოინდომებს ჩვენი ნაკრების მწვრთნელობას და მსოფლიოსთვის მომზადებას აიღებს თავის თავზე?
: )))))))
13 ნოემბერი 2022 12:35
2
ჯვრის ფორმაზე რომ განლაგდით, მაშინ მივხვდი რომ მარტო ღვთის იმედად იყავით დარჩენილები. მამაო გყავთ გამოსაცვლელი :)
Semi
13 ნოემბერი 2022 11:15
25
იიი ტაში კუკურიი... მეტი ვერაფერი მოიფიქრე საღლაბუცო?მეტ ფანტაზიას ვერ სწვდება შენი ტვინი ისეთი მიხვედრილი ჩანხარ.
semi-ს
13 ნოემბერი 2022 13:19
12
ცხვარი უნდა დაეკლათ და მინდორი ნაკურთხი წყლით მოერწყათ და აუცილებლად მოვიგებდით
irakli81
13 ნოემბერი 2022 16:39
3
უელსთან გამოჩნდება იტალიასთან მოგება გაელვება იყო თუ პროგრესი.
გენო
13 ნოემბერი 2022 10:48
2
მსაჯზე აპელირება ნამდვულად უადგილოა...ვაღიაროთ რომ გვაჯობეს კლასითაც და მომზადებითაც...წლებია ერთი და იგივე შეცდომები მეორდება და არავინ ცდილობს მის გამოსწორებას..ერთი ორი გამონათება თამაშში შედეგს არ წყვეტს..პრობლემებია შუა ხაზშიც და წინა ხაზშიც...საჯარიმოების შესრულება უფრო გაუარესდა ვიდრე აქამდე იყო...ვაგებთ რაქშიც ...რატომ ვკარგავთ ასე უწყინარ სიტუაციებში ამდენჯერ ბურთს...თან ხშირად შეტევების დამაგვირგვინებელ ფაზაში....სამოა კი არა უფრო დაბალი დონის გუნდები არ გაპატიებს ამ შეცდომებს...ნაკრების გადახალისება რთული პროცესია..ბიჭებს ბრძოლისუნარინოაბს ვერავინ დაუკარგავს...მაგრამ მარტო მონდომბეით არაფერი მოხდება თუ საკუთარი ოსტატობა არ გააუმოჯებესეს და არ დახვეწეს სათამაშო უნარები..
ბუჯანგა
13 ნოემბერი 2022 13:58
9
კარგი იქნებოდა მაისაშვილს ნამუსი ჰქონოდეს და საბავშვო რაგბზე გადაერთოს.
გიორგი
13 ნოემბერი 2022 04:10
4
რას ერჩი ბავშვთა რაგბს? მაისაშვილი მაქაც ვერ გაქაჩავს!
გიორგის
13 ნოემბერი 2022 12:37
0
რას ერჩი ბავშვთა რაგბს? მაისაშვილი მაქაც ვერ გაქაჩავს!
გიორგის
13 ნოემბერი 2022 12:37
1
მსაჯმაც თავისი წვლილი დეიტანა სამოას გამარჯვებაში, მაგრამ 16-13 ანგარიშზე მეტოქის 20იანში რო ჯარიმა გაქ, მეტოქე კაცნაკლულია და თამაშის დამთავრებამდე 10იოდე წუთია დარჩენილი - მაგ დროს რატომ უნდ დაარტყა კარში ვერაფრით ვერ გავიგე! ეგეთ სისულელეს ბავშვები არ იზამდნენ. 3 ქულას იგებ თუ 6-ს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მოგებული თსმაში მიცეს. ძალიან გულდასაწყვეტია...
დათო
13 ნოემბერი 2022 13:22
0
დიახ, მაგ მოსაზრებაში არის ლოგიკა, მაგრამ 3 ქულიანი უპირატესობა ასევე ნიშნავს, რომ ერთი ჯარიმით გითანაბრებს, 6 ქულიანი უპირატესობა კი ნიშნავს, რომ მხოლოდ გარდასახული ლელო სჭირდება. სამწუხაროდ სამოას ეს გამოუვიდა.
გორდა
13 ნოემბერი 2022 15:58
0
გონივრული ტაქტიკით თამაშის მოგება შეიძლებოდა. მე არა ვარ სპეციალისტი, მაგრამ თუ პირველ ტაიმში ჩამორჩენის აღმოფხვრის მიზნით 45 მეტრიდან ჯარიმას ვურტყამთ, კაცნაკლულ მეტოქესთან თამაშის ბოლოს ლელოზე. რომ გვეთამაშა და თამაში დაგვესრულებინა , არ შეიძლებოდა? მწვრთნელზე ლაპარაკი დღეს უკვე უადგილოა - იქნება მინიმუმ მსოფლიოს დასრულებამდე. ამიტომ სხვა გზა არ არის
- რასაც ვუყურებთ, ფონს ამ რეალობით უნდა გავიდეთ.
: )))))))
13 ნოემბერი 2022 11:34
0
თამაში არის სადაც ჩვენები მსაჯზე არ წუწუნებენ?? ეს ნორალურია?? ძლიერი და სპორტული სული ხალხი ასე არ იქცევა. აქაც რუსები და საბჭოთა კავშირი იყო? მაგრამ მგონი ამათ არც იქ ჩაგრავდა ვინმე. უბრალოდ წუწუნი უსწორდებათ. დაფიქრდით აბა თუ გაიხსენებთ, რამდენი მატჩი გახსენდებათ, სადაც ან კომენტატორს, ან მწვრთნელს, ან მოთამაშეებს მსაჯზე არ გაემახვილებინოთ ყურადღება.
odala
13 ნოემბერი 2022 13:51
11
ეს თამაში ჩვენ წავაგეთ,მაგაში გეთანხმები,მაგრამ ხომ უყურე თამაშს და მსაჯმა სრულიად უსამართლო რამდენიმე გადაწყვეტილება რომ მიიღო,ვერ დაინახე თუ არ დაინახე?საბჭოთა კავშირში მსაჯობაზე რომ წერ,მგონი არც იქ გვჩაგრავდა ვინმეო,ვოვა გუცაევს გკითხე,რას უშვრებოდნენ,რეზო ჩელებაძეს ჰკითხე,მაშინდელ გულშემატკივრებს ჰკითხე,რადგან შენ ეტყობა,არ ხარ იმ ხნისა,რომ გახსოვდეს,რას გვიშვრებოდნენ.1977 წლის შემოდგომით,ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ,დავითვალეთ და მსაჯებმა,11 ქულა წაართვეს დინამოს,იმდენი ხალხი დაგვიმტვრიეს,რომ ახალკაცმა ნახევარმცველები დააყენა დაცვაში,4 მცველი რომ ვეღარ გვიქუჩდებოდა.ჩემპიონატის მიწურულს,მოსკოვში,ტორპედოსთან,ბოლო 15 წუთში,2 გოლი და 3 ასპროცენტიანი პენალტი გაგვიუქმა და 3-2 წაგვაგებინა მსაჯმა და მეორე ადგილზე დაგვტოვა.ასეთი რამდენი იყო და შენ მგონიო,აქეთ გვამუნათებ.საბჭოთა კავშირში იმის გამო გვჩაგრავდნენ,რომ ქართველები ვიყავით და არა რუსები,ევროპაში კი,იმიტომ,რომ რუსებად მივაჩნდით,ყველას.ევროთასებზე,პირველად თბილისის დინამო უნდა გასულიყო 1965 წელს,როგორც წინა წლის ჩემპიონი,მაგრამ არ უნდოდათ პორველად ქართული კლუბი გასულიყო და მონაწილეობაზე უარი თქვეს.მიხეილ მესხი,ინგლისში,მსოფლიოს ნაკრების,ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ მიიწვიეს და საკავშირო ფედერაციაში დაუმალეს,იქ კი აცნობეს,მესხი ფორმაში არ არის,ვერ ითამაშებსო.ლევ იაშინი კი,გაგზავნეს და ბრწყინვალედაც ითამაშა.მესხის ვიზით,თუ არ ვცდები,კონსტანტინე ბესკოვი წავიდა.მოსკოვში.,მოსკოველებს რომ მოვუგეთ და მატჩის შემდეგ,მაყურებელი სტადიონზე გადავარდა,ფედერაციამ კი,მატჩი განმეორებით დანიშნა და წინასწარ გააფრთხილა ჩვენები,გამარჯვება არ გაბედოთო,ალბათ არც ეგ გაგიგია,გამწარებული ჩვენი ბიჭები,თვითონვე რომ უტყამდნენ ჩვენს კარში,გვითხარით რამდენი გინდათო,ალბათ არც მაგისათვის მოგიკრავს ყური.სამაგიეროდ გგონია,რომ მგონი ეს ყველაფერი ტყუილი უნდაა იყოსო.მგონი ამერიკაში ცხოვრობ და ეგენი იმასაც გვიმტკიცებენ,საქართველომ,350 000-მდე კი არა,150 000 კაცი დაკარგაო,მეორე მსოფლიო ომში.წამოვიდნენ და მათი ხსოვნისათვის დადგმულ ,ჯერ კიდევ შემორჩენილ ობელისკებს ჰკითხონ,რამდენი ჩვენი მოქალაქე შეეწირა ამ ომს.თვითონაც იციან,რომ ასე არ არის,მაგრამ რცხვენიათ,ამისი აღიარება.ამერიკელთა დანაკარგი ხომ დაახლოებით ნახევარი მილიონია და თან სერიოზულად ამტკიცებენ,მეორე მსოფლიო ომში,ჰიტლერის დამარცხებაში,ამერიკამ შეიტანაო,გადამწყვეტი წვლილი.ეეჰ,კარგი რა!
სოსო
14 ნოემბერი 2022 00:05
0
რა თქმა უნდა მსაჯის შეცდომები იყო მაგრამ, როცა ამდენ შეცდომებს უშვებ თამაშის დროს, რაქში, აუტებში, აღარ ვარგიხარ შერკინებაში და რაც მთავარია ვეღარ აზროვნებ, რა დროს დაარტყა კარში და რა დროს გვერდზე გადაიტანო, რა შუაშია მსაჯი?, რაც შეეხება ზოგიერთ კომენტარებში მართლწერას, ამ დალოცვილებს ქართული სკოლა აქვთ დამთავრებული?
ჟორა
14 ნოემბერი 2022 15:01
1
სამწუხაროა რომ კაპიტანიც და მწვრთნელიც ძველ სიმღერას, უკვე ათასჯერ მოსმენილს კვლავ ახმიანებენ: მსაჯი, რაღაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზები. ვითომ რაღაც შეცდომები, მაგრამ რა, კონკრეტულად ამას ვერ გაიგებ. ვისი ბრალია, მოთამაშეების?! გაიგიათ, რომ მაისაშვილმა რაიმე თავის ბრალად ცნოს რამე?! სამწუხაროდ ამას არაფერი ეშველება ჩემპიონატამდე. ეგა თქვი ჩემპიონატის შემდეგ თუ ისევ ის დარჩა?! უბედურება ის არის, რომ ამ ვითარებას ეს პროვინციალიზმი დაემატა, ეს გოიმური დიჯეობა, თამაშის წაყვანა. პროვინციალიზმი არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ვერავაკეში უნდა იყო დაბადებული. მაგრამ ვინც ეს შეუკვეთა, ის არის გოიმი. მინახაბს სხვა სტადიონებზეც (ტულონში და სხვაგან), მაგრამ მთელი თამაში რომ ერეოდეს ასეთი რამ? ვინ გაგაბედინებს ამას, ასეთ წივილ-კივილს და რაიმე ქაჯობას?! თან ტიპმა ისიც არ იცოდა, რომ ჯარიმის დარტყმისას არა მარტო მოწინააღმდეგეს უშლის ხელს ასეთი ღრიალით, არამედ საკუთარსაც კი უშლიდა. აშკარაა, რომ შორს იყო რაგბისგან ეს ტიპო, დუტა იყო თუ სხვა რა მნივნელობა აქვს?! ტიპი ლელო ლელოს ყვიტოდა როცა გადამწყვეტ მომენტში სამოელები გვიტევდნენ ჩვენს ჩათვლის მოედანთან:) სასაცილოა სატირალი რ არ იყოს. და რაგბს ეს არ უხდება, ეს სხვა თამაშია, სხვა ინტელექტის, მაგრამ ამის აზრზე არა მარტო ის, არამედ მისი დამქირავებელი და ფედერაციის ზოგიერთი ხელმძღვანელიც არ არიან. სამწუხაროა ეს ყველაფერი
ანდრო
13 ნოემბერი 2022 14:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული