2022 წლის დასკვნით შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 19 ნოემბერს კარდიფში, „დრაკონების“ წინააღმდეგ გამართავს. „ფრინციფალითიზე“ საქართველოსა და უელსის მეოთხე ჯახი ჩვენი დროით 17 საათზე დაიწყება.

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა მომავალი შეხვედრისთვის უკვე დაასახელა სათამაშო შემადგენლობა. გასულ შაბათს სამოასთან მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილებაა.

სამოასთან ტვინის შერყევა მიიღო და მომავალ თამაშს ტოვებს აკა ტაბუცაძე. მის ნაცვლად ძირითადში მირიან მოდებაძე დაწინაურდა. ხაზში ადგილი შეინარჩუნეს ვასილ ლობჟანიძემ, თედო აბჟანდაძემ, სანდრო თოდუამ, მერაბ შარიქაძემ, დემე თაფლაძემ და დავით ნინიაშვილმა.

უცვლელია შერკინების პირველი და მეორე ხაზი – გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი ჭყოიძე, გურამ პაპიძე, ნოდარ ჭეიშვილი და კოტე მიქაუტაძე. ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში. შერკინების შემკვრელად დაბრუნდა თორნიკე ჯალაღონია. შესაბამისად, ბექა გორგაძე და ბექა საღინაძე ფლანკერები იქნებიან.

უცვლელია პირველი და მეორე ხაზის მარქაფა – შალვა მამუკაშვილი, ნიკა აბულაძე, ალექსანდრე ქუნთელია და ლადო ჩაჩანიძე. მარქაფაში არიან ლუკა მატკავა და ლაშა ლომიძე, რომლებიც სამოასთანაც იყვნენ განაცხადში, თუმცა თამაშში ჩართვა არ მოუწიათ. ნოემბრის კამპანიაში პირველად ითამაშებენ სანდრო მამამთავრიშვილი და ლაშა ხმალაძე.

„ფრინციფალითიზე“ თამაშს იტალიელი ანდრეა პიარდი განსჯის. მას კიდეებიდან ფრანგი პიერ ბროშე და იტალიელი ჯანლუკა გნეკი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი ახალზელანდიელი ბრენდონ პიკერილია.

"ბორჯღალოსნები" კარდიფში კვირას, 13 ნოემბერს გაემგზავრა. მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ტრავმებისა, გუნდი თამაშს მომზადებული ხვდება:

„უელსი ჩვენ წინააღმდეგ ძლიერი შემადგენლობით ითამაშებს, რაც მათი მხრიდან პატივისცემის ნიშანია. ისინი ჩვენგან ძლიერ წინააღმდეგობას ელოდებიან, რაც ჩვენთვის პატივი და შესაძლებლობაა. შეკრების მესამე კვირაა და ვარჯიშების მოცულობა შედარებით ნაკლები გვქონდა. სამწუხაროდ, ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა, რამდენიმემ კი სრულფასოვნად ვერ ივარჯიშა. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ მომავალი თამაშისთვის მზად ვართ და მოუთმენლად ველით მის დაწყებას“.

კარგი თამაშის მოლოდინი აქვს ბექა გორგაძეს:

„უელსს ისეთი შემადგენლობა ჰყავს, განსაკუთრებით, შერკინებაში, რომ რაქებში შეგვაწუხებენ და მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ. სხვა მხრივ, წნეხი არ გვაქვს და ვეცდებით, მაქსიმალურად კარგი თამაში ვაჩვენოთ“.

19 ნოემბერი. კარდიფი. „ფრინციფალითი“. 17:00 (საქ. დრო)

უელსი – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 16 კეპი, 28 ქულა), 14. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 20 ქულა, 45 ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 20 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 89 კეპი, 70 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 102 კეპი, 75 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 37 კეპი, 302 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 69 კეპი, 73 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 34 კეპი, 10 ქულა), 2. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 25 კეპი, 20 ქულა), 3. გურამ პაპიძე (პო, 4 კეპი, 5 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 41 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 76 კეპი, 10 ქულა), 6. ბექა გორგაძე (პო, 38 კეპი, 55 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 30 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 17 კეპი, 20 ქულა);

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 92 კეპი, 55 ქულა), 17. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 4 კეპი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (1 კეპი, 5 ქულა); 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 4 კეპი), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 4 კეპი); 21. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 1 კეპი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 92 კეპი, 53 ქულა), 23. ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 2 კეპი).

Rugby.ge

ზაალი
მოლოდინები ვერ გამოდგა ისეთი )))))))) გილოცავ საქართველოს გამარჯვებს!!!
გიორგი
მაისაშვილო წადი.
პაატა
მაპატიეთ ჩემო ძვირფასო რედაქციავ და გულშემატკივრებო, სპორტში დიდი არაფერი შედეგებისთვის მიმიღწევია მაგრამ მთელი ცხოვრება ამ საოცარი სფეროთი ვცხოვრობ და ერთი მინდა დავწერო: 1. ვწუხვარ რომ ჩვენში სპორტული ჟურნალისტიკა მხოლოდ სტატისტიკით შემოიფარგლება! სპორტის ვერცერთ სახეობაში ვერ დამისახელევთ მიუკერძოებელ ჟურნალისტურ ანალიზს, მით უმეტეს კრიტიკას!!!ჟურნალისტებო გულში ჩაიხედეთ და ალალად უთხარით თქვენს თავს, მსოფლიოში არსებულ სტანდრტს როგორ აკმაყოფილებთ?! თქვენ უნდა იყოთ პირველი გულშემატკივარი ამათუ იმ სპორტის სახეობის! ეს ჩვენში არა არის! 2. გულშემატკივარო, არ მოგბეზრდათ წლები ვუყურებთ ფარჩაკ მწვრთნელებს და მათ ხელში გალეულ სპორტსმენების საოცარ თაობებს! მე პირადად დავიღალე ამ ემოციების გამოხატვით, გული მტკივა ფედერაციების უტვინო შეფობის გამო ამდენს შანს რომ ვკარგავთ! ყველა წამყვანი სპორტის სახეობაში უვიცობის და ნეპოტიზმის ზეიმია, როდემდე?? მერე იქით გვსაყვედურობენ რომ დარბაზში და სტადიონზე არ მოდიხართო! მოვედით და რა მერე?!… მომიტევეთ ემოციები, უბრალოდ ძალიან გული მწყდება უვიცების გამო ამდენ მაგარ შესაძლებლობას რომ ვუძცებთ ხელიდან! ჩვენი შვილები მეტს იმსახურებენ და ჩვენც!
ეჰ
ხაზის შეცვლები ისევ ტყუილად უნდა იჯდნენ? არ შეიძლება ეგრე, მაშინ ითამაშეთ 8 შერკინების შეცვლით. რისთვის იძახებენ ხალხს ვერ ვხვდები 10 წუთი როგორ ვერ უნდა ანდო მორაგბეს რომელიც განაცხადშია
123
სამწუხაროდ ისეთი მოლოდინი მაქვს რომ დიდი ანგარიშით დავმარცხდებით, თამაშს ვერ ვალაგებთ. 9 და 10 ნომრის თამაში მოედანზე არ ჩანს, ან მწვრთნელი ვერ აძლევს სწორ დავალებას ან ვერ ასრულებენ, თუ ვერ ასრულებენ შეცვალოს. სამოასთან თამაშში მთელ პირველ ტაიმში 1 კონტრშეტევა გვქონდა, სამოამ როცა აუტში დაკარგა ბურთი. იმ 20 წამიანი მონაკვეთის გარდა გააზრებული არაფერი გვიკეთებია. რამდენადაც კარგები არ უნდა ვიყოთ დაცვაში უელსი ისეთი გუნდია ტაიმში 20 წამიან შეტევაში თამაშს დიდი ანგარიშით მოგიგებს, უბრალოდ დაგღლის და მოგიგებს დიდი ანგარიშით ბოლო 20 წუთში.
123
რაგბში საკლუბო თამაშში მიღებული დისკვაპიფიკაცია სანაკრებოზეც ვრცელდება.
უდონოს
დაბალი დონეა აბა შავ ლომში რა უნდა.
ლევანნ მაისაშვილს
ბ- ნო ლევან, ეს ოქროს ბავშვი რომ გამოიძახეთ, სტად ფრანსედან, რატომ არ ათამაშებთ? რატომ იძახებთ მოთამაშეებს, თუ 5 წუთს არ ანდობთ? სამოასთან ვასკა რომ შეგეცვალათ, რომელიც არასდროს არ თამაშობს სრულ მატჩს, ის გარღვევა არ მოხდებოდა და მოვიგებდით. ვასკას არაქათი ქონდა გამოცლილი. ეგეთი მიდგომით მარტო დარჩებით. მოსჯილო გვყავხართ?
უდონოს
1.დაბალი დონე შენ ხარ 2.მისცენ კი არა, მისცეს
რრრ
როგორ დაგვაკლდა გელა აფრასიძე, ვასკა აშკარად გადაღლილი იქნება, კარკაძე დაბალი დონეა. რა ვერ გავიგე იცით გელამ იუხეშა კლუბში მისცენ 5 თამაშიანი დისკვალიფიკაცია, რატომ ეთვლება სანაკრებო თამაშები, იქნებადა საერთოდ არ იძახებენ ნაკრებში, რა სისულელეა.
ცოტნე
ველოდებით მაისაშვილის გენიალურ ტაქტიკას! ისეთი მაგარი მწვრთნელი გვყავს რომ წინასამატჩო პროგნოზაც არ იძახის!
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
საკლუბო მუნდიალის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
უკვე კონკრეტიკა - "რომამ" "ლიონთან" მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
იოსებ ტყემალაძე: მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ
ჯალაღონიას ლელო - "ბორჯღალოსნები" ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის
"ბორჯღალოსნები" | დასკვნითი მატჩი ჯგუფის ლიდერ უელსთან
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"