უელსთან მატჩის წინ საქართველოს რაგბის მესვეურებს კარდფიში ბიბისი ესაუბრა, ბიბისის შეფასებით, არსებული კლიშეს საწინააღმდეგოდ, ქართველ მორაგბეთა ძალა მათ ფიზიკურ მომზადებაში ან თუნდაც გამძლეობაში კი არ არის, არამედ ტაქტიკურ და ტექნიკურ მომზადებაშიც - რაც ბოლო პერიოდში ძალიან შესამჩნევი გახდა, განსაკუთრებით უკანა ხაზზე, 9-10 ნომრების კომბინაცია აღფრთოვანებას იწვევს და ამ ყველაფერს ემატება ეროვნული სულიც, რადგან რაგბი ყველა ქართველის სისხლშია.
ლევან მაისაშვილი, საქართველოს სარაგბო ნაკრები მთავარი მწვრთნელი: აღფრთოვანებული ვარ უალსთან მატჩის პერსპექტივით, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერ
სოსო ტყემალაძე, საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი: ძალიან დიდი მადლობელი ვარ თბილი დახვედრის, მადლობა კარდიფს, გუშინ გავიარე ქუჩებში და ყველა ბარში უამრავი ქართული დროშაა რაც სიამაყით აღმავსებს, რაც შეეხება მატჩს - პირდაპირ გეტყვით რომ შედეგის მიუხედავად ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ, რადგან უელსთან თამაშს უამრავი სიკეთე მოაქვს ჩვენთვის და თითოეული გამარჯვების ტოლფასია; აქვე დავძენ, რომ უელსის ნაკრები ყოველთვის მზად არის ეთამაშოს საქართველოს და ეს დიდი პატივია ჩვენთვის. ჩვენ ასევე გვყავს შავი ლომი, რომელიც ახლა ევროპის სუპერთასზე თამაშობს და ასევე ველოდებით შესაძლებლობას ამ ფრანჩიზით ჩავერთოთ სხვა მაღალი დონის ტურნირებშიც, როგორიც იუ-არ-სი ან ჩელენჯ-ქაფია. ერთი თვის წინ ვუმასპინძლეთ საქართველოში მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს მაღალი დონის დელეგაციასთან ერთად, გავაცანით ქართული რაგბის 15 წლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელშიც ერთ ქვაკუთხედი სწორედ შავი ლომია; მსოფლიო რაგბთან ერთად ჩვენ უკვე ვმუშაობთ რომ გავაფართოვოთ ამ გუნდისთვის საშეჯიბრო ასპარეზი და ამაში გევრდით გვიდგანან როგორც სპონსორები, ასევე საქართველოს მთავრობა, - ჩვენს მხარეს სრული მზადყოფნაა.
R
მაგრამ ვეგარასდროს ფირუზა !!!