საქართველოს ნაკრებმა კარდიფში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და წელს მეორედ სძლია "ექვსი ერის" გუნდს [VIDEO]

AutoSharing Option
ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე უელსი 13:12 დაამარცხა.

კარდიფის პირთამდე სავსე „ფრინციფალითიზე“ შეხვედრა სტუმრების იერიშით და აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაიწყო. შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლენ და ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით დაწინაურდნენ. მერე უელსმა სწრაფი კონტრშეტევისას კიდევ ერთი ლელო დადო, მაგრამ მსაჯმა წინ პასი დააფიქსირა. ბოლოს "დრაკონების" მრავალფაზიანი იერიში მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 12:3 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, 52-ე წუთზე თოდუასთან ბურთზე ბრძოლაში უელსელთა მორაგბემ ყვითელი ბარათი მიიღო, საქართველოს ნაკრებმა
ვიზავიზე წნეხი გააძლიერა, ლამაზი კომბინაცია თოდუამ ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანდაძემ უზადოდ გარდასახა და სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. 63-ე წუთზე თედომ საჯარიმო ვერ გამოიყენა და წინ გასვლის შანსი დაიკარგა. 74-ე წუთზე არბიტრმა მასპინძელთა ლელო გააუქმა, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, 78-ე წუთზე მატკავამ საჯარიმო გამოიყენა და ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.

"ბორჯღალოსნებმა" ორი გაშვებული ლელოს შემდეგ შეძლეს თამაშის შემოტრიალება, გასვლაზე პირველად დაამარცხეს TIER 1 ნაკრები და წელს მეორედ სძლიეს "ექვსი ერის" წარმომადგენელს.

მკითხველის კომენტარები / 90 /
"შავ ლომს"-აც ხომ მაგრად აკრიტიკებდნენ, ყოფილა თუ არა შედეგიანი და სწორი შავი ლომის შექმნა?!
givi
20 ნოემბერი 2022 00:42
1
მევიგეთ აეეეე :)
ნიკა
19 ნოემბერი 2022 21:25
0
ბრავოოოოოოო!!! უდიდესი წარმატებები მომავალშიც ჩვენს ბიჭებს!
ვახო...
19 ნოემბერი 2022 19:16
0
ბოლო სამი თამაშიც არ მოგეწონათ კრიტიკოს-ნაგვებო?? რას გიხდიან ასეთს ამ გინებაში, რომ ქვეყნის წარმატებაც კი გკიდიათ?
kaxa
19 ნოემბერი 2022 21:50
23
Შეიძლება არც უხდიან. Ზნე აქვთ ასეთი
ირაკლი ქუთაისელი
19 ნოემბერი 2022 22:06
8
ნაგავი შენ ხარ. კრიტიკა კი აუცილებელია. მაისაშვილი სუსტი მწვრთნელია.
გიორგი
20 ნოემბერი 2022 00:49
18
მოვიგეთ, მაგრამ მაისაშ ილი კაი მწვრთნელი მაინც არაა ;)
ვანდა ჯიქია
19 ნოემბერი 2022 21:18
36
არადა ეს პირველი მოგება არაა უელსზე, გახსოვთ ადრე მაგრად რომ შევაშინეთ მსაჯით ისეთი რაღაცეები იკადრეს ყველა რომ გაოგნდა მსაჯით თავი გადაირჩინეს თორემ მოვუგეთ. იყო დრო როცა მსაჯით გვიჭერდნენ, მაგრამ ეგეთ რამეებს როდემდე იზავენ ყოველთვის ვერ იზავენ მეორედ ვერ გაიმეორებენ. ამიტომ ეგეც გასავლელი იყო და ეგეც გავლილი გვაქვს, ეხლა კი დადგა უკვე იფიციალური გამარჯვების დრო და ვეღარ გაგვაჩერეს
Gorg.
19 ნოემბერი 2022 21:10
3
საქართველოს ნაკრების გამარჯვებას გილოცავთ ბიჭებს, თქვენ და მთლიანად საქართველოს. მე მაისას კრიტიკოსების რიცხვში ვარ, თამაში არ მინახავს, რომ ვნახავ ანალიზს მერე გავაკეთებ. პირადად მას ჩემი არაფერი მართებს, მაგრამ როცა 3 წლის განმავლობაში ერთი და იგივე შეცდომები ოდნავადაც არ უმჯობესდება (აუტები, ჯარიმები, რაქების გაწმენდა, დისციპლინა), კრიტიკა დამსახურებულია! დღეს მოგებით გავიხაროთ და ხვალ დავუბრუნდეთ შეცდომებია გამოსწორებაზე ზრუნვას!
თორნიკე
19 ნოემბერი 2022 20:15
25
თორნიკე! უშეცდომო ვინ არის, რომ მაისაშვილი იყოს? ყველას მოგვდის შეცდომა და გადამეტებულად ნუ ვიცით გადავლა. მოიგებენ ჩვენი სპორცმენები ნებისმიერ სახეობაში და მოდის და მოდის საქებარი სიტყვები, თუ მოთამაშეების და განსაკუთრებით მწვრთნელის მიმართ, ვაიმე თუ წააგებენ და ატყდება ერთი ვაი უშველებელი, ლანძღვა გინება. ასეთი ორმაგი სტანდარტებით მიდგომა არის ძალიან ცუდი!
თორნიკეს
19 ნოემბერი 2022 21:22
2
თუ თამაში არ გინახავს არა მგონია რაგბის დიდი გულშემატკივარი იყო, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ საამისო მიზეზი გქონდა
გულშემატკივარი
19 ნოემბერი 2022 20:55
2
ყველა გამოხმაურება
ეს მსაჯი ჩვენიანი იყო?
დავითი
20 ნოემბერი 2022 01:17
54
არა! იმათიანი არ იყო!
ბექა
20 ნოემბერი 2022 11:29
0
ყველანაირად ეცადა ჩვენს წაგებას, მეტი რაღა უნდა ექნა?
Რაგბის ფანი
20 ნოემბერი 2022 06:21
8
ყველა გამოხმაურება
გამოუშვი, გამოუშვი, გამოუშვი შოტლანდია
Goga
20 ნოემბერი 2022 11:24
0
მადლობა ბიჭებს ამ გამარჯვებისათვის!!! მადლობა ყველას, ვისაც წლილი აქვს შეტანილი ამ უდიდეს სიხარულში!!! წარმატებები ჩვენს რაგბს!!!
tngh
20 ნოემბერი 2022 15:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული