"ქართველები ჩვენზე უკეთესები იყვნენ და გამარჯვება დაიმსახურეს" - უელსის ნაკრების კაპიტანი

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგის მე-7 ადგილოსანი უელსის ნაკრები სტუმრად 13:12 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ უელსელთა კაპიტანმა ჯასთინ ტიპურიკმა Prime Video-სთან კომენტარი გააკეთა.

"ოსპრეის" მოთამაშის თქმით, საქართველოს ნაკრებმა დამსახურებულად გაიმარჯვა.

"შედეგით იმედგაცრუებული ვარ. მეორე ტაიმში ვერაფერი შევძელით. ქართველები ჩვენზე უკეთესები იყვნენ.

მათთან წაგება სასიამოვნო არაა, თუმცა თავიანთი შანსები მაქსიმალურად გამოიყენეს და გამარჯვება შეძლეს.

დისციპლინაში მოვიკოჭლებდით. საქართველოს ნაკრებს ფიზიკურად ძლიერი მორაგბეები ჰყავს და როდესაც ხაზს უახლოვდებიან, მათი შეჩერება რთული ხდება.

სიტუაციის გამოსწორების შანსი, მომდევნო კვირას ავსტრალიასთან გვექნება" - განაცხადა
უელსელთა კაპიტანმა.

altშარიქაძე: ბევრი ცდება და ბევრს აზრის შეცვლა მოუწევს

altსაქართველოს მორაგბეთა ნაკრების ემოციები უელსთან გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

altსაქართველოს ნაკრებმა კარდიფში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და წელს მეორედ სძლია "ექვსი ერის გუნდს" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
მადლობის მეტი რა გვეთქმის უელსელებზე და ასევე შოტლანდიელებზე რომლებიც არ უკადრისობენ ჩვენთან თამაშს. იმედია სწორედ უელსი და შოტლანდია იქნებიან ვინც მხარს დაგვიჭერენ 6 ერში გაწევრიანებაში. დიდი სიხარულის გარდა გულში რაღაც ნაკლოვანების გრძნობაც იყო რამაც ცრემლები მომადინა თვალზე. ნაკლი თუ პატარა და ღარიბობაა მაშინ საერთოდ აღარ გვეთამაშოთ, ჩვენ სულ ასეთი პატარა ქვეყანა ვართ და მდიდრები ვინ იცის როდის გავხდებით.
G.LA
20:31 19-11-2022
0
ჯანდაბას იყოს 7 ერი მაშინ 6 ში თუ არ გვკადრულობენ
მიშა
21:33 19-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული