კაზუსი. უელსის დამარცხება ქართველების ნაცვლად ამერიკელ ჯორჯიელებს მიულოცეს

AutoSharing Option
არ ვართ, ბატონო, ჩვენ ის ხალხი...

სარაგბო სამყაროში საქართველოს ნაკრების მიერ სტუმრად უელსის ძლევამ (13:12) დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და თურმე, ნუ იტყვით და, ამერიკის შტატ ჯორჯიის რაგბის კავშირმა უამრავი მილოცვა მიიღო. ამის გამო მათ თავიანთ "ფეისბუქის" გვერდზე განმარტების გაკეთება მოუწიათ:

"ვიღებთ რა მილოცვებს, ამას ვაფასებთ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ჯორჯიის (აშშ) რაგბის კავშირი ვართ და დღეს უელსი არ დაგვიმარცხებია. თუმცა, მადლობა.

ქართველ ხალხს ისტორიულ გამარჯვებას ვულოცავთ".

altსაქართველოს მორაგბეთა ნაკრების ემოციები უელსთან გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

altშარიქაძე: ბევრი სცდება და ბევრს აზრის

შეცვლა მოუწევს

alt"ქართველები ჩვენზე უკეთესები იყვნენ და გამარჯვება დაიმსახურეს" - უელსის ნაკრების კაპიტანი

altBBC: საქართველოს ნაკრების "6 ერში" გაწევრიანებაზე ახლა უფრო ხშირად ილაპარაკებენ

altმაისაშვილი: ჩვენ ესეთები ვართ ქართველები - ისტორია დავწერეთ, კიდევ ერთხელ

მკითხველის კომენტარები / 16 /
თუ უნდათ, იტალიის ახალ პრემიერსაც (ჯორჯა მელონი) მიულოცონ და ზედაც კრიშტინას გულის ბროშკა (ჯორჯინა როდრიგესი) დააყოლონ, რა პრობლემაა?!... ნეტავ, ასეთი მოგებები გვიმრავლოს და ასემც უქნიათ, შაჰ აბასისთვის ჩაუძახიათ საფლავში - არიქა, მოიდა ზურაბაო....
დდდ
20 ნოემბერი 2022 17:18
0
და ამ კაზუსის შესახებ ამერიკის ელჩმა, სენატრომა და ევროპარლამენწარებმა რა თქვეს შოკირებულები არიან?
Lebron
20 ნოემბერი 2022 16:07
4
აშშ ელჩი შოკირებულია, აშშ სენატორმა ქართულ რაგბის დაფინანსებას შევუმცირებთდა არასამთავრობოებს დავუმატებთო ხოლო, ევროპალმანეტარები ამ ეტაპზე შეშფოთებას დასჯერდნენ თუმცა თუ ასე გაგრძელდა 12 პუნქტიან რეკომენდაციებში ავსახავთო :))))))))))
ზაზა
20 ნოემბერი 2022 16:23
2
მაგაზე უარესი ის არის რომ ბორჯღალოსნებს ქართულად "ბორჯღალოსნები" ქვიათ ინგლისურად კი "ლელოს" (ანუ "ლელოები") ოფიციალურად. ესეიგი ქართულად ლომები არიან, ინგლისურად კი ენძელა. ვინ მოიფიქრა ვინ ტუტუცმა ესეთი ნამეტანი ორიგინალური, დონე, "სხლვა" და "განაზებული" თარგმანი. ბარემ "მიაჰკი ზნაკები" ჩაამატეთ და კიდე უფრო დაარბილეთ, აი ლъელъ'ოიები. ნამდვილად არ შეეფერებათ კაცებს ასეთი სახელი. ნეტა მორაგბეებმა თუ იციან სინამდვილეში ეს "თარგმანი"
ბორჯღალოსნები =/ "ლъელъოები"
20 ნოემბერი 2022 11:56
11
როდესაც წარმოდგენა არ გაქვს რას ნიშნავს ბორჯღალოსანი, რას - ლელო, მაგრამ მაინც ჭკუოსნობ
დათო
20 ნოემბერი 2022 14:12
0
ჩვენი გაუნათლებლობის ბრალია, არცერთი ჩვენი სპორტის სოცმედია არ არის აქტიუტი ინგლისურ არხებში და არ ეცოდინებათ რა თქმა უნდა. ტვიტერი რომელს აქვს ნორმალური? მითუმეტეს ინგლისურად ქართულები აქვთ და 5 წლის წინ დადეს რაღაცა ბოლოს. სამყარო ძალიან აეია შეცვლილი და არ მივყვებით
იერემია
20 ნოემბერი 2022 10:19
3
არამარტო. როცა რუსეთში ვმუშაობდი, რუსეთის ერთერთ სოფელში მომიწია ჩასვლა, რაღაცის წამოღება მინდოდა და მკითხეს რად გინდაო, მე ვუთხარი ქალაქ როსტოვში მინდა გავაგზავნო მეთქი და ეგ რა სად არისო? უფროს სწორად, მათ გაიგეს რომ ვიღაც პიროვნებას ვაძლევდი გვარად როსტოვს და მითხრეს მას რაში სჭირდებაო. ასე რომ ჩლუნგები ყველგან არიან!
დავით 67
20 ნოემბერი 2022 17:32
0
დებილებს და გაუნათლებლებს რა გამოლევს ამ ქვეყანაზე. ზოგი კი, ვეჭვობ, ამერიკელ ჯორჯიელებს უბრალოდ წაეღადავა.
არტ
20 ნოემბერი 2022 09:56
1
ვერც სტალინმა ვერც შევარდნაძემ და აგერ ვერც კვარაცხელიამ ვერ გადალახეს მსოფლიოს გაუნათლებლობა და სიდებილე და ვერ გააცნეს ყველას საქართველო !
zura222
20 ნოემბერი 2022 03:15
5
მიჰამ?
კოტე
20 ნოემბერი 2022 16:37
1
რა უაზრობაა ამერიკის შტატს რო მიულოცო როცა ორი ნაკრები ხვდებოდა ერთმანეთს და ამერიკის შტატი ცალკე ნაკრები ვერ იქნება ნაკრები კლუბს როდიდან ხვდება? :დ
ნოდო
20 ნოემბერი 2022 01:02
3
გაუნათლებლობის ბრალი არ მგონია, უბრალოდ გვერდი ეშლებოდათ უყურადღებობით ფეისბუქ მომხმარებლებს, თორე არ მგონია რომელიმე ევროპელ რაგბის გულშემატკივარს საქართველო ამერიკის შტატი ეგონოს.:)
რაბუს
20 ნოემბერი 2022 01:00
2
რა დონის გაუნათლებელი უნდა იყო ისე ეგ რომ შეგეშალოს ან საქართველო არ იცოდე როგორც ქვეყანა.
რაბუ
20 ნოემბერი 2022 00:37
1
დავამატებდი: უფრო ხვიჩამ აიძულა თავისი შესანიშნავი თამაშით, რომ ესწავლათ მისი სახელის და გვარის წარმოთქმა (რისი სირთულის გამოც წუწუნებდნენ).
რატი
20 ნოემბერი 2022 12:24
0
მართალი ხარ. ამიტომ რა რთულად გამოსათქმელიც არ უნდა იყოს, აჯობებს, ისე გვიცნობდნენ, როგორც საქართველოს და არა როგორც ჯორჯიას. თუ აზერბაიჯანის წარმოთქმას ახერხებენ, როგორმე საქართველოს წარმოთქმასაც შეძლებენ. ბოლო-ბოლო ,,ხვიჩა კვარაცხელია''-ს წარმოთქმა ისწავლეს. :)
რატი
20 ნოემბერი 2022 01:57
6
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული